კვირაში დაახლოებით 60 საათს ვმუშაობთ - თანამშრომლების ბრალდება და ბიბლუსის პასუხი
წიგნის მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი მათი რამდენიმე თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს და წერს, რომ გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე განმარტებით, განცხადების ავტორებს შორის არიან თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დათხოვილი იყვნენ არასათანადო მუშაობის გამო, 2 მათგანი კი სულ რამდენიმე კვირაა მუშაობს ბიბლუსი გალერეაში და ჯერ სარეზერვო კადრია, რაც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს:
"სამუშაო საათები ბიბლუსი გალერეაში განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი) და ამასთან მოქმედებს ეფექტური საბონუსე სისტემა. სეზონურად მომატებული სამუშაოს დროს, სურვილის შემთხვევაში თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს დამატებით, რაშიც იღებს ბონუსებს, რომლის ოდენობა ხშირად 2-ჯერ აღემატება ხელფასს".
გუშინ, 8 თებერვალს, გვიან ღამით, სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის ფეისბუქ გვერდზე ბიბლუსი გალერის თანამშრომლების განცხადება გავრცელდა. ვიდეომიმართვაში ისინი არასათანადო სამუშაო პირობებზე და მათი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
ბიბლუსი გალერის თანამშრომლების მიმართვას On.ge უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, ბიბლუსი გალერიში, დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.
- გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათს ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.
- არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.
მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს. - კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულბეთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;
- ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშავოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბუნუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;
- მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.
- მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს.
ჩვენ ვითხოვთ:
- სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენას;
- მენეჯმენტის მხრიდან ჩვენი პროტესტის შეჩერების მიზნით, როტაციის პროცესის და სამუშაო ადგილიდან გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას;
- ჩვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვას და მის შესაბამისობას მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან. მოვითხოვთ რომ ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი გაიმართოს დასაქმებულებისა და ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით;
- შეიცვალოს მძიმე და უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, მოხდეს სამუშაო დროის ნორმირება და შესრულებული ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით;
- ბონუსების დარიცხვის სისტემა გახდეს გამჭვირვალე და დათვლის კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და სათანადო. ასევე ვითხოვთ, ბონუსების სისტემა გავრცელდეს რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე;
- გაუქმდეს დანაკლისების შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის უსამართლო და თვითნებური სისტემა, ამ მექანიზმის გამოყენება ჩვენს მიმართ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაკლისი ჩვენს მიერ სამუშაოს არასათანადო შესრულებას და უშუალო ბრალს უკავშირდება.
კარგად ვიცით თუ როგორი მძიმე მდგომარეობაა მომსახურებისა და სერვისის სფეროში. ჩვენ გავბედეთ ხმის ამოღება და ამ არაადამიანური პირობების წინააღმდეგ წასვლა. ვიაზრებთ, რომ პრობლემები არის საერთო. ჩვენ გვჭირდება სოლიდარობა და გაერთიანება არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ყველა დამსაქმებულს შემოგვიერთდეთ. ბრძოლა საერთოა, გიცხადებთ სოლიდარობას.
გაბედე შენც და შემოგვიერთდი!".
გუშინვე, შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო, სუპერმარკეტ ფრესკოს ყოფილმა თანამშრომლებმაც გაავრცელეს განცხადება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები