როგორ შექმნეს სტალინმა და საბჭოთა კავშირმა შამპანური მუშათა კლასისთვის
1936 წელს პარტიამ მოულოდნელად აზრი იცვალა და იქამდე დაგმობილი შუშხუნა ღვინის მასობრივი წარმოება დაიწყო.
ფოტო: Michael George Haddad
როცა ავტორიტარი მმართველები ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტისადმი გამორჩეულ ყურადღებას იჩენენ, ამან მთლიანი ქვეყნის მასშტაბით და თაობათა მანძილზე შეიძლება შეცვალოს ჭამა-სმასთან დაკავშირებული ადათ-წესები. სწორედ ამის მაგალითია სტალინის დამოკიდებულება შუშხუნა ღვინოსადმი, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში გაშლილ საზეიმო სუფრათა განუყრელი ნაწილი გახდა.
ადრეულ 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირი კატასტროფულმა შიმშილმა მოიცვა. კოლექტივიზაციის ქაოსმა, რომელსაც თან ერთვოდა მწირი მოსავალი და მკაცრი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, ქვეყანაში მარცვლეულის მომყვანი რეგიონები გააპარტახა. მილიონობით ადამიანი შიმშილისგან დაიღუპა. მატარებლის ლიანდაგები და გზები — გვამებით, ხოლო ჰაერი მათი ხრწნის მძაფრი სუნით აივსო. მშიერ გლეხთა ბრბო სოფლებში დახეტიალობდა და სასოწარკვეთილი ეძებდა სამსახურს ან საჭმელად ვარგის რაიმეს: სიმინდის ტაროს, რკოს, ბალახს, კატებს, ძაღლებს და, რაც ყველაზე შემზარავია, ერთმანეთსაც კი.
ამ უმძიმესი პერიოდიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ — მაშინ, როდესაც პირველადი საჭიროების საგნები ბევრისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი იყო — კრემლმა ყურადღება სრულიად სხვა სახის დეფიციტურ პროდუქტზე, შამპანურზე გადაიტანა. 1936 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ შუშხუნა ღვინოს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მომდევნო წლების განმავლობაში მილიონობით ბოთლის გამოშვების ამბიციური მიზანი დაისახა.
კონტექსტის გათვალისწინებით უაღრესად რთული წამოწყების, კომუნისტური შამპანურის ინდუსტრიის შექმნის იდეა თვით იოსებ სტალინს ეკუთვნოდა. ამ პროდუქტით ბელადის დაინტერესებას მის ქართულ წარმომავლობასაც უკავშირებენ. გასაკვირი არაა, რომ როგორც ღვინის წარმოების უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში დაბადებულს, დიქტატორს ამ სასმელისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მან განაცხადა, რომ შამპანური "კარგად ყოფნის, კარგად ცხოვრების მნიშვნელოვანი ნიშანი" გახლდათ და რომ მას სოციალიზმი ყველასთვის ხელმისაწვდომად აქცევდა. ამ სენტიმენტს ცოტა რამ თუ ჰქონდა საერთო ლენინის მიერ წლების წინ გაცემული უბრალო, "პურისა და მშვიდობის" დაპირებასთან.
სტალინის მიერ შუშხუნა ღვინოთი დაინტერესებას მის ქართულ წარმომავლობას უკავშირებენ.
ფოტო: Leisa Tyler / Lightrocket
შამპანურის ზღვად გადმოდენის პირობის ასრულება პარტიამ 1936-შივე, სასურსათო ტალონების გაუქმებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ შეძლო. იმის საჩვენებლად, რომ საბჭოთა კავშირს გაჭირვებასა და დევნაზე მეტის შემოთავაზება შეეძლო, ხელისუფლებამ ერთდროულად დაიწყო შამპანურისა და სხვა ძვირადღირებული პროდუქტების მასობრივი წარმოება და მათი ყველასთვის ხელმისაწვდომად ქცევა.
"მიზანი ის გახლდათ, რომ შამპანურის, შოკოლადის და ხიზილალის მსგავსი პროდუქტების შეძენა შედარებით დაბალ ფასად ყოფილიყო შესაძლებელი. ასე ისინი იტყოდნენ, რომ ახალი საბჭოთა კავშირის მუშათა კლასი ძველი სამყაროს არისტოკრატებივით ცხოვრობდნენ", — გვიხსნის იუკა გრონოვი, წიგნის, ხიზილალა შამპანურით: კოლექტიური ფუფუნება და კარგი ცხოვრების იდეალები სტალინის რუსეთში, ავტორი.
მაგრამ სანამ პროლეტარიატი შამპანურის ბოთლებს გახსნიდა, იქამდე მეღვინეებს შუშხუნა ღვინო შეზღუდული ხარჯებით უნდა ეწარმოებინათ. ასეთი წარმოება დიდ სამრეწველო მასშტაბებს ითხოვდა, რაც ტრადიციული დაძველების მეთოდის გამოყენებას შეუძლებელს ხდიდა. თუმცა გამოსავალი მეღვინე ანტონ ფროლოვ-ბაგრეიევმა იპოვა. მან ფერმენტაციის პროცესის ფრანგული მეთოდი ახალი ტექნოლოგიით ჩაანაცვლა: აღმოჩნდა, რომ ჰერმეტიზებულ ცისტერნებს დაღვინების 3-წლიანი პროცესი 1 თვემდე ჩამოჰყავდა, რაც 5 ათასიდან 10 ათასამდე ლიტრის ერთდროულად წარმოების საშუალებას იძლეოდა.
სტალინის შუშხუნა რიტორიკის რეალობად გადასაქცევად საბჭოთა ხელისუფლებამ მთელი რიგი რეზოლუციები გამოსცა. ბიუროკრატებმა ახალი მეღვინეობების, ქარხნების თუ საწყობების აშენების და ათასობით თანამშრომლის დაქირავებისა და მომზადების ბრძანება გასცეს. საჭირო რესურსები გამოიყო და სახელმწიფო ბანკმა მილიონობით რუბლის ღირებულების ინიციატივის დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშიც კი გახსნა.
საბჭოთა კავშირის კოლმეურნეები შამპანურის დასამზადებლად ყურძენს კრეფენ.
ფოტო: Serge Plantureux / Corbis / Getty Images
სტალინის ხედვის ამბიციურობა ოფიციალურად გამოქვეყნებულ გეგმაშიც გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, ახლადწარმოქნილ ინდუსტრიას 1942 წლისთვის ყოველწლიურად 12 მილიონი ბოთლი უნდა გამოეშვა. რადგან საბჭოთა კავშირის პირველ წლებში შამპანური ბურჟუაზიულ გადმონაშთად შეირაცხა, მრავალი ვენახი ან განადგურებული იყო, ან სხვა სახის მოსავლის მოსაყვან ნაკვეთად გადაეკეთებინათ. გადარჩენილი და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ღვინის ქარხნები კი ძლივსღა ფუნქციონირებდნენ.
საბჭოთა მევენახეობის კატასტროფულმა მდგომარეობამ წარმოების მიზნების მიღწევა შეუძლებელი გახადა. "პროგნოზები არასდროს იყო რეალური, მაგრამ თუკი ქარხნები მათ განხორციელებას ვერ შეძლებდნენ, მაშინ იქ მომუშავე ან მათ სათავეში მყოფი ადამიანები ხალხის მტრებად შეიძლება გამოეცხადებინათ და თავიდან მოეშორებინათ", — ამბობს დარა გოლდშტეინი, კვების ექსპერტი და წიგნის, ჩრდილოეთის ქარის მიღმა: რეცეპტებსა და ტრადიციებში დანახული რუსეთი, ავტორი. როდესაც შავი ზღვის რუსეთის სანაპიროზე მდებარე აბრაუ-დიურსოს ვენახმა 1938 წელს მოლოდინები ვერ გაამართლა, საბჭოთა გაზეთმა, იზობილიე, ეჭვქვეშ დააყენა მისი დირექტორის ქვეყნისადმი ერთგულება და განაცხადა, რომ მეღვინეობის სფერო "კლასობრივი მტრებისგან უნდა გაწმენდილიყო".
საბჭოთა შამპანურის წარმოების პრიორიტეტი რაოდენობა იყო და არა — ხარისხი. მწარმოებლებმა მოლდოვადან ტაჯიკეთამდე არსებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ძირფესვიანად ამოძირკვეს და ჩაანაცვლეს უფრო გამძლე, დიდი მოსავლის მომტანი ისეთი ჯიშებით, როგორებითაც ტკბილეულის მოყვარული სტალინის გულს მოიგებდნენ. ცენტრალიზებული ქარხნები ყურძენს მთელი ქვეყნიდან იღებდნენ და დიდი რაოდენობით ღვინის ნარევს ბოთლებში ჩასასხმელად უზარმაზარ ქარხნებში გზავნიდნენ. იქ კი, ფროლოვ-ბაგრეიევის ცისტერნის მეთოდითა და მექანიზებული სისტემით, საათში ათასობით ბოთლი მზადდებოდა. შედეგად შეიქმნა სოვეცკოე შამპანსკოე — რიგითი საბჭოთა მუშისთვის განკუთვნილი იაფფასიანი, სიროფივით ტკბილი შუშხუნა ღვინო.
ელეგანტურად დალაგებული საბჭოთა შამპანური, ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
ფოტო: Alamy
"ხარისხი მაღალი იმიტომ არ იყო, რომ მთავარი მიზანი მასობრივი წარმოების მიღწევა გახლდათ", — ამბობს გოლდშტეინი, — "გემოსა და დახვეწილობის საკითხი მეორეხარისხოვანი იყო". ცხადია, ქარხნები ღვინოში სხვადასხვა ქიმიკატსა და შაქარს ურევდნენ, რათა მისი დაბალი ხარისხი შეენიღბათ.
საბჭოთა შამპანურის გემო დასავლეთში მცხოვრებისთვის, რომელიც მშრალ შამპანურსაა მიჩვეული, ძალიან ტკბილია. "ბავშვობაში ჩემთვის მას ალკოჰოლიანი გაზიანი სასმლის გემო ჰქონდა", — ამბობს ანია ვონ ბრეზმენი, კულინარი მწერალი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაიბადა, — "მას სიტკბოება დაჰკრავდა და იაფფასიანი, თუმცა თავშესაქცევი გემო ჰქონდა. შეგეძლო, უამრავი დაგელია".
ამასთან, რკინის ფარდის მიღმა მხოლოდ საბჭოთა შამპანური იყო ხელმისაწვდომი და მათთვის, ვინც სოციალისტური ბანაკის ქვეყანაში გაიზარდა, ეს გემო მუდამ იქნება გადაჯაჭვული მოგონებებთან და ნოსტალგიასთან. "რთულია, ამ სასმლის გემოს იმ გამოცდილებიდან გამოცალკევება, რომელიც ახალგაზრდობაში მოსკოვში გატარებული ცხელი, გვიანი ზაფხულის საღამოებთან ან კიევში, მდინარე დნეპრის სანაპიროზე ყოფნასთან ასოცირდება", — ამბობს გრონოვი.
ათწლეულის მიწურულს საბჭოთა შამპანური უკვე ფართოდ იყო ხელმისაწვდომი მოსკოვისა და სხვა დიდი ქალაქების მაღაზიებში. მოგვიანებით, 1950-იან წლებში, მას ლენინის სახელობის სტადიონის მიმდებარედ ჭიქებითაც კი ყიდდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შამპანური ყოველდღიური მოხმარებისათვის ძვირადღირებული პროდუქტი იყო, ის ყველა საბჭოთა დღესასწაულის აღნიშვნის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. "ახალი წლის შამპანურის გარეშე აღნიშვნა წარმოუდგენელი გახლდათ. ის აუცილებელი სასმელი იყო სუფრაზე", — ამბობს გოლდშტეინი.
საბჭოთა შამპანურის მასობრივი წარმოება უფრო დიდი პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი გახლდათ, რომლის მიზანიც სოციალიზმის მიერ მოტანილი კულტურული და ეკონომიკური პროგრესის დემონსტრირება იყო. "ის თითქოს საბჭოთა კავშირის კოკა-კოლა იყო, რომელიც კარგ საბჭოთა ცხოვრებას გამოხატავდა", — აცხადებს გრონოვი.
"მაშინ ძალიან წინააღმდეგობრივი პერიოდი იყო. არსებობდა ბედნიერების მთლიანი ინდუსტრია, რომელიც მხიარულ რომანტიკულ კომედიებსა და ფილმებს აწარმოებდა — შამპანური და შოკოლადიც სწორედ მის ნაწილს წარმოადგენდა", — გვიხსნის ბრეზმენი, — "ზედაპირზე საზოგადოება მოლხენით ცხოვრობდა, თუმცა, ამავდროულად, ადამიანებს ყოველღამე აპატიმრებდნენ და მოსახლეობაც მუდმივ ტერორს განიცდიდა". შამპანურის ფერადი რეკლამის ხილვა იმ ტრანსპორტის გვერდებზეც კი შეიძლებოდა, რომელსაც პატიმრები საბჭოთა ქალაქებიდან გულაგებში გადაყავდა.
საბჭოთა შამპანური დახლზე, 2010 წელი.
ფოტო: SVF2
საბჭოთა შამპანურის პარადოქსი ხაზს უსვამს რკინის ფარდის მიღმა არსებული ცხოვრების წინააღმდეგობრიობას, სადაც დახლები კი ცარიელი იყო, თუმცა შამპანური ყველასთვის ხელმისაწვდომი გახლდათ. "ეს გვაჩვენებს, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება მხოლოდ ნაცრისფერი და საშინელი არ ყოფილა", — ამბობს ვონ ბრეზმენი, — "სიხარულის, ბედნიერებისა და ზეიმის წუთები ტერორით სავსე ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა".
ამ სიმსუბუქის მოგონებები დღემდე ასულდგმულებს საბჭოთა ნოსტალგიას თანამედროვე რუსეთში. ამის შედეგად, იზრდება მოთხოვნა საბჭოთა შამპანურზე, რომელსაც ახლა მხოლოდ კერძო კომპანიები აწარმოებენ. თუმცა, საბჭოთა შამპანურის წყურვილი მოგონებასა და წარსულის გადაწერას შორის ზღვარს ხშირად შლის. "ეს მრავალწახნაგონავი ტოტემებია. საბჭოთა შამპანური მდარე ხარისხის თუმცა სასიამოვნო და თავშესაქცევი სასმელია, მაგრამ ის, ამავდროულად, ტრაგიკული დროის გამომხატველი სიმბოლოცაა", — ამბობს ბრეზმენი, — "ვფიქრობ, ის სხვადასხვა მნიშვნელობით დატვირთული ნივთია — თითქოს შამპანურის ბოთლში ბომბი მოუთავსებიათო".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები