2021 წლის ყველაზე პოპულარული სპეციალობები CIU-ში
ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თუკი აბიტურიენტი ხარ, ან უახლოეს მომავალში ჩააბარებ უმაღლეს სასწავლებელში, მნიშვნელოვანია, ფლობდე საჭირო ინფორმაციას იმ სპეციალობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა შენი ცხოვრება განსაზღვროს.
დასაქმებაზე ორიენტირებული სწავლება; გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში; უახლესი სტანდარტების აუდიტორიები; სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები; წარმატებული და მაღალკვალიფიციური ლექტორები; გადახდის მოქნილი სისტემა და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება — ეს იმ კრიტერიუმთა არასრული ჩამონათვალია, რასაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 5 ფაკულტეტი და 12 საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებით ყალიბდებიან კონკურენტუნარიანი კადრები.
CIU-ს ყველაზე პოპულარული სპეციალობები, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნო:
ჟურნალისტიკა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა გამორჩეულია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით. სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველა პრაქტიკულ თუ თეორიულ ასპექტს.
მულტიმედია ცენტრში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ და საკუთარი ძალები მოსინჯონ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და ახალ მედიაში. სისტემატურად მონაწილეობენ პერიოდული გამოცემების, ბლოგების, რადიო და ტელეგადაცემების მომზადებაში. მულტიმედია ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი რადიო და ტელე-ჟურნალისტიკის სასწავლო-შემოქმედებითი სტუდიები და სამონტაჟოები, კომპიუტერული კლასები.
საერთაშორისო ურთიერთობები
CIU-ში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გარდა სავალდებულო თეორიული დისციპლინების სწავლებისა, აქცენტი პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება-გაძლიერებაზე არის გაკეთებული — პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკას სტუდენტები გადიან როგორც უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ სასწავლო-კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო, საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
სამართალი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი სტუდენტებს თანამედროვე სასწავლო მასალებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს მათ ცოდნის გაღრმავებაში. პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტში არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზებში სტუდენტთა მონაწილეობით იმართება ყველა საპროცესო სასწავლო კურსის ფარგლებში გათვალისწინებული იმიტირებული სასამართლო პროცესები. ასევე, სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იურიდიული კლინიკა, რომელიც კერძო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს.
მედიცინა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ანატომიური თეატრი და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო სამედიცინო ტექნოლოგიებით — თანამედროვე კომპიუტერული და ურთულესი მაღალტექნოლოგიური სასწავლო აპარატურით. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აითვისონ საბაზისო კლინიკური, გადაუდებელი, სამეანო-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული და ქირურგიული პრაქტიკული უნარები. ასევე, სტუდენტებს საშუალება აქვთ მაღალი დონის პრ აქტიკები შიდა საუნივერსიტეტო და საქართველოს წამყვან კლინიკებში გაიარონ.
ფარმაცია
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები აქტიურად იმუშავებენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში. დარგის სპეციალისტებისგან მიიღებენ ცოდნასა და გამოცდილებას. წარმატებით დასაქმდებიან წამყვან ფარმაკოლოგიურ კომპანიებში.
სტომატოლოგია
სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფანტომო სწავლების კაბინეტები და საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც სტუდენტებს პაციენტებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა სწავლების ადრეული ეტაპიდან აქვთ.
ფოტო: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ტურიზმი
საქართველოში ტურიზმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად, ამ სფეროს განსაკუთრებული მომავალი, ხოლო კვალიფიციურ სპეციალისტებს შთამბეჭდავი კარიერა ელით. CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე უდიდეს პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მართონ არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ჯავშნის სისტემები ტურისტულ ბიზნესში. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ თანამედროვე ტურისტული ბიზნესგარემოს სტანდარტები და საჭიროებები სწორედ იმ თანამედროვე პროგრამებით, რაც დანერგილია მსოფლიო ბაზარზე ამ სფეროში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე ტურისტული ბიზნესგარემოს სტანდარტები და საჭიროებები.
ფინანსები
პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. სტუდენტების სტაჟირება, შემდეგში დასაქმების პერსპექტივით უზრუნველყოფილია საბანკო სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ფასიანი ქაღალდების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზის სკოლაში კი სტუდენტებს საშუალება აქვთ საქმიანობა ბირჟის ვირტუალურ სივრცეში განახორციელონ.
მენეჯმენტი
მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა თანამედროვე სტანდარტებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ბიზნეს საგანმანათლებლო სივრცისათვის ისეთ ახალ და აქტუალურ მიმართულებებზე, როგორებიცაა გუნდური პროექტების, მეწარმეობისა და ბიზნესგეგმების მომზადება და პრეზენტაცია.
მეღვინეობა-მევენახეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე სტუდენტს საშუალება ეძლევა, შეისწავლოს ამ დარგის თითოეული საფეხური, ანუ "ღვინო მიწიდან მაგიდამდე": დაეუფლოს ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითად აგრო-ტექნოლოგიურ მეთოდებს; იზრუნოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე; დაგეგმოს და მართოს ვენახი; გაეცნოს თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებსა და ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის უნიკალურ ტრადიციებს; ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას და ა.შ.
ამაზე დარგის პრაქტიკოსი ლექტორები იზრუნებენ. ფაკულტეტს თანამედროვე ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, ვენახები და მარნები გააჩნია. შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები 4 ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერ წელიწადს CIU-ში სწორედ ასე გაატარებენ.
CIU-ს საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები არიან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე, რისი საფუძველიც უნივერსიტეტში მიღებული მაღალი აკადემიური განათლება და პრაქტიკული საქმიანობაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები