როგორ ცვლის ჩვენს ორგანიზმს D ვიტამინის დეფიციტი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე
ფოტო: shutterstock
D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) სინთეზირდება ადამიანის კანზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით, დანარჩენი (20%) კი საკვებზე მოდის. ის, თავის მხრივ, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტის — კალციუმის შეწოვას არეგულირებს და იქმნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი.
D ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიმაღლებს განწყობას. კალციუმი კი, არა მხოლოდ ძვლების, არამედ კუნთების, მათ შორის, გულის კუნთის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს.
ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია D ვიტამინის ორი ფორმა. D3, რომლის წყაროც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა კანზე და ვიტამინი D2, რომელიც ორგანიზმს საკვები პროდუქტებიდან მიეწოდება.
ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაციის დონე ახდენს გავლენას:
- ძვალ-სახსროვანი სისტემის მინერალიზაციაზე, მის სიმყარესა და გამძლეობაზე
- რიგ იმუნურ და ავტოიმუნურ პროცესზე (მათ შორის ხშირ ავადობაზეც)
- კალციუმის, რკინის და ფოსფატისა შეწოვაზე
- თმის, ფრჩხილის, კანის სიჯანსაღეზე
განსაკუთრებით ყურადსაღებია აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი მცირეწლოვნებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, ძვლოვანი სისტემის "სირბილე" და რაქიტი.
რა თქმა უნდა, ზრდასრულებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინის კონტროლი, რადგან ორგანიზმში მისმა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- წონის დარღვევები (განსაკუთრებით ჭარბწონიანობა)
- ძვლოვანი სისტემის დაბალი მინერალიზაცია (სიმყიფე და მიდრეკილება მოტეხილობებისადმი)
- ნერვული სისტემის დაავადებები
- დეპრესია
- ხშირი ავადობა
სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია:
- სისხლში D ვიტამინის დონის პერიოდული კონტროლი
- აქტიური ცხოვრების წესი
- ნახევარ-საათიანი მზის აბაზანები თბილ სეზონებზე
- ვიტამინებით მდიდარი რაციონი მთელი წლის განმავლობაში (ცილოვანი და სასარგებლო ცხიმების შემცველი პროდუქტები)
D ვიტამინი და COVID-19
ფოტო: ციტო
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, D ვიტამინი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმუნიტეტის გაძლიერებასა და სხვადასხვა ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებასთან ბრძოლაში.
შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე გააქტიურდა მოსაზრება COVID-19-ისა და ვიტამინების დეფიციტის კავშირის შესახებ.
ჩატარებულ სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ გასული წლის სექტემბერშივე განაცხადა, რომ თავად იღებს D ვიტამინს დანამატის სახით, რადგან მისი დეფიციტისას კორონავირუსისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა იმატებს.
ჩიკაგოს სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევაც ანალოგიურს მოწმობს. კვლევას ხელმძღვანელობდა დოქტორი დევიდ მელცერი. შეისწავლეს პაციენტების ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები, 4314 პოტენციური მონაწილიდან, გაანალიზდა 489 შემთხვევა. აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ D ვიტამინის კვლევა გაკეთებული უახლოესი 1 წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ რომ D ვიტამინის ნაკლებობის მქონე პაციენტებში კორონავირუსზე დადებითი პასუხები თითქმის ორჯერ აღემატება D ვიტამინის ნორმალური დონის მქონე პაციენტებისას.
შეთანხმებული პოზიცია საკითხის ირგვლივ არ არსებობს და მეცნიერთა ნაწილი, კვლევებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზის მიღება COVID-19-გან არ იცავს.
ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებიდან ჯერ მხოლოდ 1 წელი გავიდა და მედიცინისთვის საკმაოდ მცირე დროა მტკიცებითი დასკვნის გასაზიარებლად. ამის მიუხედავად, ცალსახაა, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის მნიშველოვანია ძლიერი იმუნიტეტი.
სამედიცინო ცენტრი ციტო გთავაზობთ ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინის დონის შესამოწმებლად კვლევების ფართო სპექტრს და პროფესიონალ ენდოკრინოლოგებთან კონსულტაციას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები