კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
ფოტო: ეროვნული ბანკი
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. ვერნერ ჰოიერსი საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გააქტიურების აუცილებლობაზე.
კობა გვენეტაძემ სტუმრებს Covid-19 - ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯები გააცნო.
ყურადღება, ასევე, გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წევრებს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის არსებული მდგომარეობა საქართველოში.
ფოტო: ეროვნული ბანკი
შეხვედრისას, კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
"საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად ეკონომიკური ურთიერთობების და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ევროპის საინვესტიციო ბანკი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსებით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას, რასაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ქვეყნისათვის", — განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) — ევროკავშირის ბანკი, გრძელვადიანი დაკრედიტების ევროკავშირის ინსტიტუტი და ერთადერთი ბანკია, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის, ასევე, გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას მდგრადი ინვესტიციებისთვის და ემსახურება ევროკავშირის მიზნების მიღწევას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები