ამერიკული ტელეარხი პრობლემურ ფილმებს ჩვენებამდე შესავალს წაუმძღვარებს
ფოტო: Snap / Rex
გასულ წელს არაერთხელ დავრწმუნდით, რომ პოლიტკორექტულობის პრიზმაში გატარებისას ბევრი კლასიკური ნაწარმოები — იქნება ეს წიგნი, ფილმი თუ ხელოვნების სხვა ნიმუში — კრიტიკას ვერ უძლებს. ამის გამო სტრიმინგ პლატფორმები ცდილობენ, რასისტული თუ სხვაგვარად შეურაცხმყოფელი კონტენტის შემცველი ფილმები ან საერთოდ წაშალონ, ან გაფრთხილება დაურთონ დასაწყისში.
სწორედ ამის გამო, ამერიკულმა ტელეარხმა Turner Classic Movies-მა (WarnerMedia-ს საკუთრებაში მყოფი კომპანია), ფილმების ჩვენების ყოველკვირეული სერია დაიწყო. სერიას გადაფასება: კლასიკური ფილმები რეტროსპექტივაში ერქმევა. არხის ხუთი ტელეწამყვანი ფილმებს შესავლად თანამედროვე კონტექსტში განხილვას წაუმძღვარებს.
ფილმებს შორისაა ქარწაღებულნი, ოთხი ბუმბული, შვიდი ახალდაქორწინებული და შვიდი ძმა, ჯაზის მომღერალი, მეზღვაური სინბადი, ტარზანი, საუზმე ტიფანისთან, ჰიჩკოკის თოკი და სხვა ათობით კინოსურათი.
"ეს ყველა ფილმი ლეგენდარული კლასიკაა, თუმცა, როცა მათ დღეს ვუყურებთ, განსხვავებულ კულტურულ კონტექსტში აღვიქვამთ. მათში ხშირად ვხედავთ ისეთ პრობლემებს, რომლის მსგავსსაც მათი შექმნის მომენტში ალბათ ვერ ვნახავდით. ეს ეხება რასობრივ, გენდერულ და ლგბტქ საკითხებს. TCM-ის ხუთი წამყვანი მეოცე საუკუნეში შექმნილ ამ ფილმებს 21-ე საუკუნის პერსპექტივით განიხილავს. მიზანი ისაა, რომ ფილმები ცენზურის ქვეშ არ მოყვნენ, ამის ნაცვლად კი, მდიდარი ისტორიული კონტექსტი წავუმძღვაროთ თითოეულ კლასიკურ ნაწარმოებს", — ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.
წარმოდგენილი ფილმების ნაწილში ქალისა და კაცის როლის მკვეთრად განსხვავებულია დღევანდელი რეალობისგან; სხვა სენსიტიური თემები, მაგალითად, ლგბტქ საკითხები, უხეშადაა წარმოჩენილი. ზოგიერთში ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობადაც კია წარმოდგენილი, თუმცა, არხი ირწმუნება, რომ ყველა მათგანს სრულად აჩვენებენ, მეტიც — სარეკლამო ჭრების გარეშე.
არხის ერთ-ერთი წამყვანი, დეივ კერგერი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული "cancel culture", იგივე "გადახაზვის კულტურა", რაც ცნობილი ადამიანებისა და ნაწარმოებების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ამოშლას ისახავს მიზნად, მიუღებელია. ამის ნაცვლად "გადახაზვა", შესაძლოა, "[თემის] გაშლით", "განხილვით" ან სხვა "გ"-ზე დაწყებული სიტყვებით ჩანაცვლდეს.
ამგვარ მიდგომას ტელეარხზე "ნაცრისფერ ზონას" უწოდებენ — როცა კლასიკად ქცეულ ფილმებს უყურებ და გიყვარს, თუმცა ახლებურად იაზრებ.
"ეს ფილმები იმ დროის ერთგვარი კაფსულებია, როცა ისინი გადაიღეს", — ამბობს წამყვანი ალიშა მელოუნი, — "მათით შეგვიძლია, შევიტყოთ, როგორი საზოგადოება არსებობდა მაშინ, როგორი არსებობს — ახლა და რამდენი რამის გაკეთებაა ჯერ კიდევ საჭირო".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები