სწავლასთან გლოვერობის შეთავსება შესაძლებელია — 20 წლის გლოვერი
20 წლის სტუდენტი და გლოვოს კურიერი შორენა დონაძე თავის გამოცდილებაზე ყვება:
ამ ეტაპზე, ბიზნეს ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. 15 წლიდან ვმუშაობ და უამრავ სფეროში მაქვს გამოცდილება მიღებული, თუმცა სწავლასთან, ყველაზე უკეთ თავისუფალი გრაფიკიდან გამომდინარე, გლოვერობის შეთავსებაა შესაძლებელი.
ბავშვობიდან ძალიან აქტიური და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ვოცნებობდი, რომ ბანკირი გამოვსულიყავი. მაგრამ რაც გავიზარდე და ამ სპეციალობაზე ჩავაბარე, კონკრეტულად, ბანკში მუშაობა ნამდვიალად აღარ მხიბლავს. არადა აკვიატებულიც კი მქონდა, რომ ბანკში უნდა მემუშავა, თუმცა გადამიარა. ახლა ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად უკეთ შევძლებ საქმის კეთებას, ამიტომ, უკვე დიდი ხანია, საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე. ზოგი ადამიანისთვის უფრო ადვილია, ვინმემ დაავლოს და ისე შეასრულოს საქმე, ჩემთვის კი პირიქით - გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება მომწონს.
ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ონლაინ სწავლება მთავარი გამოწვევაა. სტუდენტები თითქმის 1 წელია აუდიტორიაში არ დავბრუნებულვართ. ჩემს ფაკულტეტზე, ისეთ საგნებს ვსწავლობთ, რომ ონლაინ მისი გავლა ძალიან რთულია - უკვე მეორე კურსის მეორე სემესტრს ვიწყებ, საგნები რთულდება და ასეთ ფორმატში გაგრძელება, კიდევ უფრო მიძნელდება. ეს არამარტო ჩემთვისაა პრობლემა, არამედ ლექტორებისთვისაც. მართალია საგნების უმრავლესობა A-ზე დავხურე, თუმცა მაინც მოუხერხებელია.
რაც შეეხება ზოგადად, სტუდენტურ ცხოვრებას, რეალურად ძალიან მომწონს. როდესაც ამბობენ, რომ სტუდენტობისას, არაფრის დრო აღარ გექნება, ეს სიმართლე არ არის. ვმუშაობდი კიდეც, კარგადაც ვსწავლობდი, არც მეგობრებთან გართობას ვაკლდებოდი და არც დასვენების პრობლემა მქონდა. მთავარია ადამიანმა სწორად გადაანაწილოს დრო და დანარჩენი ყველაფერი მოსწრებადია.
ნოემბრის ბოლოს, როცა ახალი შეზღუდვები დაწესდა, ფაქტობრივად, ჩემი სამსახურიც დაიხურა. არ მინდოდა სახლში ჯდომა - უბრალოდ არ შემიძლია უმოქმედოდ ყოფნა და რადგანაც მოპედი მქონდა, ამიტომ გლოვერობა გადავწყვიტე. აქ მუშაობაში ყველაზე მეტად თავისუფალი გრაფიკი მომწონს, ცხოვრების ამ ეტაპზე, ჩემთვის სწავლა პრიოტიტეტულია და ყველაზე მთავარი, სამსახურის და სწავლის დაბალანსება იყო. მე საბედნიეროდ მაქვს საშუალება, რომ ყველაფერი მოვიკლო - შემოსავალი, გართობა და მთელი ყურადღება სწავლას დავუთმო.
გლოვერობა ადვილი არ არის - ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს - სულ გაქვს შიში, რომ ვინმე ადამიანს დააინფიცირებ, ან პირიქით. ასევე, ეს საკმაოდ აზარტული საქმეცაა - ხშირად, მხოლოდ იმის გამო გავდივარ სამუშაოდ, რომ რეიტინგი შევინარჩუნო. ჩვენთვის არ არსებობს ამინდი - ქარსა და წვიმაში, თოვლში, გამუდმებით ღია ცის ქვეშ ვართ და მომხმარებლებს ვემსახურებით. თან ჩემთვის საკმაოდ შეჩვევადი სამსახურია - ახლა, როდესაც სახლში ვატარებთ ძირითად დროს, როდესაც ლექციები არ მაქვს, სულ ვმუშაობ. ვეღარ ვხვდები რა ვაკეთო უმოქმედოდ, ამიტომ გავდივარ და ვმუშაობ.
ამ დროის განმავლობაში, არ მქონდა მომხმარებელთან ცუდი კომუნიკაციის გამოცდილება, თუმცა რაც სხვებისგან მსმენია და ჩემამდე მოსულა, ვისურვებდი, რომ მომხმარებლებიც ფიქრობდნენ ჩვენზე. გამუდმებით გადატვირთულ ქალაქში ვმოძრაობთ, ნებისმიერ ობიექტთან დიდ დროს ვატარებთ შეკვეთის აღებაზე და შემდეგ, მომხმარებლამდე მიგვაქვს. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, რომ შეკვეთა დროულად და დაუზიანებლად მივიტანოთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც მომხმარებლები არ ფიქრობენ ჩვენზე და 14 სართულის ავლას ფეხით გვთხოვენ.
როდესაც დღეში 20 და 30 შეკვეთას ასრულებ, ძალიან ძნელია მუდმივად გულგრილი დამოკიდებულებით მუშაობა. სანამ აქ დავიწყებდი მუშაობას, მეგონა რომ ძალიან ადვილი საქმე იყო, მაგრამ სინამდვილეში, გლოვერობა მუდმივი გამოწვევებით სავსეა. ამიტომ ვისურვებდი, რომ მომხმარებლები ხედავდნენ ჩვენს შრომას და ცოტა მეტად გვაფასებდნენ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები