მკითხველები ქალ ავტორებზე: 6 წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-ისგან
ფოტო: პალიტრა L
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში თანასწორობის იდეა ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, მაინც არსებობენ ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, უფლებებისთვის და, რიგ შემთხვევებში, გადარჩენისთვისაც კი უწევთ ბრძოლა. 8 მარტი სწორედ ის დღეა, რომელიც ქალთა ყოველდღიურ წინააღმდეგობებს გვახსენებს.
მსოფლიო ლიტერატურა არაერთ ძლიერ ქალ პერსონაჟს ითვლის. თუმცა, ამასთავე, გვინდა გიამბოთ ქალ ავტორებზეც, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ ლიტერატურაზე, როგორ წერის სტილის, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისითაც.
ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, გიზიარებთ გამომცემლობა პალიტრა L-ის ერთგული მკითხველების ფავორიტ 6 წიგნს ქალი ავტორებისგან:
1. მადელინ მილერი — კირკე
ფოტო: პალიტრა L
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
მკითხველის აზრით: "წაკითხვისთანავე შემიყვარდა! თუ მოგწონთ ბერძნული მითოლოგია, კომპლექსური პერსონაჟები, თავგადასავლები, სისხლისღვრა, ღალატი და ურჩხულები — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით — აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი."
გამომცემლობის აზრით: "მითოლოგიამ, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ქალთა სახეები დაგვიტოვა. კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილია, თუმცა ადამიანურ გრძნობას — მარტოობას ებრძვის. მადელინ მილერმა თავის ბესტსელერში შეძლო და საინტერესო პერსონაჟისა და მისტიური გარემოს შენარჩუნებით, თანამედროვე თვალით დაგვანახა თუ სად ხვდება ერთმანეთს ოლიმპოელი ღმერთებისა და უბრალო ადამიანების ცხოვრება."
2. ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი — ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ
ფოტო: პალიტრა L
მთარგმნელი: სალომე ბენიძე
მკითხველის აზრით: "ეს წიგნი ერთი ჩაჯდომით წავიკითხე, სანამ ბარში მეგობარს ველოდებოდი და მთელი კითხვის მანძილზე ძალაუნებურად თავს ვაქნევდი. ეს არის ჩემთვის ერთადერთი დამაჯერებელი ესე ფემინიზმის შესახებ."
გამომცემლობის აზრით: "თუ ჯერ კიდევ გეპარებათ ეჭვი, ნიგერიელი მწერლის ეს ესე ნამდვილად დაგარწმუნებთ რომ სიტყვა "ფემინიზმის“ არ უნდა გეშინოდეთ. ამ წიგნში ავტორი ცდილობს თითი არ გაიშვრიოს და არ დაადანაშაულოს მამაკაცები იმ კულტურული მოცემულობისთვის, რომელშიც დაიბადნენ. ამის ნაცვლად, იგი გთავაზობთ წყნარ, მწყობრ და ლოგიკურ არგუმენტებს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად, რომლებიც, დაგვეთანხმებით, ნამდვილად სჭირდება სამყაროს."
3. სელესტ ინგი — ყველგან ხანძრის კერებია
ფოტო: პალიტრა L
მთარგმნელი: ანა ნემსიწვერიძე
მკითხველის აზრით: "ამბის სტრუქტურა გამართულია, პერსონაჟები მრავალფეროვანი და დახვეწილი. რასიზმი, კლასობრივი უთანხმოებები, ხელოვანი ქალების ბედი... მე პირადად, ვგიჟდები ასეთი რომანების კითხვაზე."
გამომცემლობის აზრით: “ჩვენც გავგიჟდით! ამ წიგნში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ქალებს შეხვდებით — იდუმალი ხელოვანს, მარტოხელა დედასა თუ თინეიჯერ გოგოს. ამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი უბრალო, მკაფიო და დინამიური თხრობის სტილი და თანამედროვე მკითხველისთვის ნაცნობი გარემო სელესტ ინგის ამ წიგნს ერთ-ერთ გამორჩეულ საკითხავად აქცევს. შეგიძლიათ ასევე ნახოთ წიგნის მიხედვით გადაღებული მინისერიებიც, რომელშიც მთავარ როლებს რიზ უიზერსპუნი და კერი ვაშინგტონი ასრულებენ."
4. ელიფ შაფაქი — როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში
ფოტო: პალიტრა L
მთაგმნელი: ია ქვაჩახია
მკითხველის აზრით: "შაფაქი აქამდეც ძალიან მიყვარდა, თუმცა ამ წიგნმა პირდაპირი მნიშვნელობით გადამატანინა პანდემია და მასწავლა როგორ გავმკლავებოდი საყვარელი ადამიანების სიშორისგან გამოწვეულ შფოთს."
გამომცემლობის აზრით: "შაფაქი ერთგან წერს — "არიან ადამიანები, რომლებსაც შენი ნათქვამი არ ესმით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც შენი ფიქრიც კი ესმით“. თავად ავტორიც სწორედ უკანასკნელს მიეკუთვნება. ის ზუსტად ხვდება რა მშფოთვარე სამყაროში ვცხოვრობთ და როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ზუსტი გამოსავალი ალბათ არავინ იცის, თუმცა შაფაქი ცდილობს თავისი გამოცდილება ენერგიულიად, მხიარულად გაგვიზიაროს და ამ გზით შეგნებული ოპტიმიზმისკენ მოგვიწოდოს."
5. ელიზაბეტ ჯილბერტი — ჭამე, ილოცე, შეიყვარე
ფოტო: პალიტრა L
მთარგმნელი: გვანცა კერესელიძე
მკითხველის აზრით: "ლამაზად მოყოლილი ამბავია, რომელიც წაკითხვისას ღიმილს ხშირად მოგგვრის. მთავარმა გმირმა შეძლო და საკუთარ თავში ნახა უზარმაზარი ძალა, მიეღო წარსული და ესწავლა როგორ ყოფილიყო ბედნიერი."
გამომცემლობის აზრით: "კარჩაკეტილობის პირობებში, ეს წიგნი ნამდვილი თავგადასავალია, რომელშიც ელიზაბეტთან ერთად ინდოეთში იმოგზაურებთ და შეძლებთ, მოუსმინოთ საკუთარ თავსა და სურვილებს. ვინ იცის, სად მიგიყვანენ?"
6. თინათინ ბერიძე — მოპარული სიყვარული
ფოტო: პალიტრა L
მკითხველის აზრით: "სიტყვები არ მყოფნის რომ ეს წიგნი აღვწერო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება! წიგნმა დამანახა, რომ თუ თავდაჯერებული იქნები და საკუთარი თავის ფასი გეცოდინება, ყველაფერს შეძლებ და ყველას დაუმტკიცებ რამდენად ძლიერი ხარ."
გამომცემლობის აზრით: "ლიტერატურული კონკურსის, გახდი ბესტსელერის ავტორის, გამარჯვებული წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქალთა ხმა ჩვენი ქვეყნის ლიტერატურაშიც ისმის. მოპარული სიყვარული მსუბუქი საკითხავია, რომელშიც ვხვდებით ადამიანურ დრამებს, ტრაგედიებს, ტყუილებს.. ავტორი ამ ვნებებითა და ინტრიგებით სავსე ამბებს ისე ჩამთრევად გვიყვება, სრულებითაც არ არის გასაკვირი, რომ ეს წიგნი მართლაც გახდა ბესტსელერი! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თინათინის მენტორი სამწერლობო გზაზე შესანიშნავი მწერალი სალომე ბენიძე იყო."
გამომცემლობა პალიტრა L- სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიტერატურაში ქალთა ხმის გაჟღერება, ამიტომ გარდა ამ ტექსტებისა თუ ავტორებისა, აპრილიდან მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ქალ ავტორებთა წიგნებს სერიაში — ქალების კალმით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები