როგორ მოვამზადოთ სტუდენტი პირველი სამსახურისთვის — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიდგომები
როგორ მოვამზადოთ სტუდენტი პირველი სამსახურისთვის? — ამ კითხვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მარტივად პასუხობს: შევქმნათ რეალური სამუშაო გარემო სწავლის პერიოდში.
მართლაც, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამედიცინო ცენტრები და კლინიკები; ვენახები, მარნები და საცდელი ლაბორატორიები; მულტიმედია ცენტრი, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზიც კი — ესაა იმ ბენეფიტების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.
უნივერსიტეტში ხუთი ფაკულტეტი ფუნქციონირებს: სოციალური მეცნიერებები, სამართალი, ბიზნესი, მევენახეობა-მეღვინეობა და მედიცინა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა, შრომის ბაზრის მიერ ამ ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებიდან ყოველწლიურად წარმატებით საქმდება ქვეყნის წამყვან კომპანიებში. წარმატებით დასაქმების მაღალ მაჩვენებელს კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ის, რომ სტუდენტებს თავიდანვე აქვთ შექმნილი ადგილზე პრაქტიკის შესაძლებლობა.
სამართალი
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას იმიტირებულ სასამართლო პროცესების დარბაზში გადიან. გარდა ამისა, ფაკულტეტის ბაზაზე იურიდიული კლინიკა და მასშტაბური საკვლევი ცენტრი არსებობს კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით, სადაც აქტიური კვლევითი პროცესები მიმდინარეობს.
იურიდიული კლინიკა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედი სტრუქტურაა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსების ფარგლებში სტუდენტთა პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სოციალური მეცნიერებები
მომავალი ჟურნალისტები პრაქტიკას მულტიმედია ცენტრში გადიან. ფოტო-ვიდეო გადაღება, მონტაჟი, გადაცემის მომზადება და წაყვანა, თოქშოუს მართვა, გამოფენები, მულტიმედიური მასალების მომზადება და სხვა — აქაური გარემო ნამდვილ ნიუსრუმს მოგაგონებთ, ზუსტად ისეთს, როგორიც დიდ მედიასაშუალებებში გვხვდება. აქვე ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტების კვლევებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის არსებული პოლიტიკური კვლევების ლაბორატორია, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, აშშ-სა და კანადის შესწავლის ინსტიტუტი USACA, ნატოსა და ევროკავშირის კვლევების ცენტრი.
ბიზნესი
ბიზნესის ფაკულტეტზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შემდეგ სპეციალობებს: ფინანსებს, ტურიზმსა და მენეჯმენტს სთავაზობს. ბიზნეს ინკუბატორში სტუდენტებს საშუალება აქვთ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ და იდეები ბიზნეს-მოდელებად აქციონ. ტურიზმის პროგრამის სტუდენტები მსოფლიოში აპრობირებულ პროგრამა Opera-ში ეცნობიან საუკეთესო საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების მართვის სპეციფიკას; ფინანსების მიმართულებით არსებულ ფასიანი ქაღალდების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზის სკოლაში სტუდენტებს საშუალება აქვთ საქმიანობა ბირჟის ვირტუალურ სივრცეში განახორციელონ, ბიზნესის ფაკულტეტზე მოქმედი მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია კი ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.
მედიცინა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ოთხი პროგრამა ფუნქციონირებს: მედიცინა (ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამა), სტომატოლოგია და ფარმაცია. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებსა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, ასევე სხვადასხვა შიდა თუ გარე კლინიკებში გადიან. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აითვისონ საბაზისო კლინიკური, გადაუდებელი, სამეანო-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული და ქირურგიული პრაქტიკული უნარები. ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სტუდენტებისათვის არსებობს ყველა პირობა ხარისხიანი ცოდნის მისაღებად და სტუდენტური ცხოვრების საინტერესოდ გასატარებლად.
მევენახეობა-მეღვინეობა
ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფაკულტეტი პრაქტიკის არსებობის მხრივ სწორედ მევენახეობა-მეღვინეობაა. საკუთარი ვენახები, მარანი, ლაბორატორიები, დარგში საუკეთესო გამოცდილი სპეციალისტები, სტაჟირება დიდ და ცნობილ კომპანიებში — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს ამ დარგში განვითარების მრავალ კომპონენტს სთავაზობს. აქ სტუდენტს საშუალება ეძლევა შეისწავლოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ყველა საფეხური, მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება "ღვინო მიწიდან მაგიდამდე", დაეუფლოს ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითად აგროტექნოლოგიურ მეთოდებს, დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს, იზრუნოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე, დაგეგმოს და მართოს ვენახი, მასში მიმდინარე პროცესები და აკონტროლოს ხარისხი; გაეცნოს საქართველოსა და მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილ ტრადიციებს და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს, შეისწავლოს უნიკალური ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ანალიზის მეთოდები, შეძლოს მევენახეობისა და მეღვინეობის ხარისხის მენეჯმენტის მართვა, აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი ქართული ტრადიციული ღვინო და შეძლოს მსოფლიო ბაზარზე მისი სახელისა და ადგილის დამკვიდრება, დაეუფლოს ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თვლიან, რომ საუკეთესო განათლება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ჰარმონიული შეჯერებით მიიღება. თუკი თავადაც ასე თვლი, მაშინ უკვე დროა, მიიღო გადაწყვეტილება და შემოხაზო 115!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, პროგრამების და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-საიტს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები