ჩვენც ძალიან კომპეტენტურად გვქონდა ყველაფერზე პასუხები — თურნავა პარლამენტში მოსმენის შემდეგ
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
პარლამენტში ნამახვანჰესზე მოსმენის შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით "კომპეტენტური" პასუხები ჰქონდათ. დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნამახვანჰესის საკითხს ექვს საათზე მეტხანს განიხილავდნენ.
"ჩვენც ძალიან კომპეტენტურად გვქონდა ყველაფერზე პასუხები. იმედი გვაქვს, რომ სიცხადე შევმატეთ პროექტს. [...] ჩვენ დავინახეთ აუცილებლობა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები უკეთესად იყოს გადაწყვეტილი ამ პროექტის ფარგლებში. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. ინვესტორი უკვე გამოხატავს მზადყოფნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში უფრო საგნობრივ პაკეტს შევთავაზებთ ადგილობრივ მოსახლეობას, თუ როგორ გავაძლიერებთ ინვესტორის სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორ მოხდება ადგილობრივი ინტერესებისა და პროგრამების უფრო მეტად განხორციელება და ჩვენი მონიტორინგი", — აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სხდომა მყოფი დეპუტატების, სპეციალისტებისა და აქტივისტების კითხვებს უპასუხეს. როგორც თურნავა ამბობს, ნამახვანჰესის ინვესტორს ხეობა არ გადაეცემა და ამ განსაზღვრებას "კატეგორიულად ემიჯნება".
ნათია თურნავას განმარტებით, საუბარია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას არანაირი სურვილი არ აქვს, ზედმეტი ქონების გადასახადი იხადოს. თუმცა, ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის ეკონომიკის მინისტრი სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.
"დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად მოხდა ამის გადაცემა, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ გავხსნით ამას, თუ რა არის, მომავალში რა იქნება და როგორ კავშირშია ეს მუშა ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან. აქ დასამალი არაფერია", — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დღეს, 9 მარტს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა გაერთიანებულ კომიტეტზე ჰესების მშენებლობის შეჩერებისთვის პეტიციას განიხილავდნენ. პეტიციის 10 ათასზე მეტი ხელმომწერი მოითხოვს, რომ რაჭა-ლეჩხუმში ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა შეჩერდეს. ჰესებთან დაკავშირებით მოხსენებით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი წარდგნენ.
- ვამზადებთ პაკეტს, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე
- ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო — ზარქუა
- თურნავას თქმით, ნამახვანჰესის ინვესტორის მიმართ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები ისმის
ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია. გარდა ამისა, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პროექტი ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები