ეგ დახურული ჯგუფი გახსენით, ცოტა მზის შუქი შეუშვით — პაპუაშვილი თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფს, თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართავს, რომ დახურული ჯგუფი გახსნან.
"ეგ დახურული ჯგუფი გახსენით. ცოტა მზის შუქი შეუშვით. თავისუფლებას თუ ავრცელებთ და ამტკიცებთ, რომ ჰეითერები არ ხართ, იყავით ღია და გამჭვირვალე. რა გაქვთ დასამალი? გახეთქეთ ბაბლი. იქნებ თქვენთან დაგროვილი თავისუფლებაა, რომელიც ასე გვაკლია. გადმოიღვრება და ჩვენც ჩავიხუტებთ", — წერს პაპუაშვილი ფეისბუქგვერდზე.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისი განცხადების შემდეგ ჯგუფის წარმომადგენლებმა იმის დაჟინებით უარყოფა დაიწყეს, რომ "დატროლვის" შეთანხმებული ჯგუფია.
"მოკლედ, სასწაული ხალხი აღმოჩნდა ეს სირცხვილიას მიერ ადმინისტრირებული "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება". თქმა ვერ მოვასწარი დატროლვის შემთანხმებელი ჯგუფიათქო, რომ ამის დაჟინებით უარყოფა დაიწყეს თავისი საქციელით... დატროლვით. ჰოდა, გამოვიდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა. და რახან თავისით გამოვიდნენ, მეც, ძველი ამბის არ იყოს, დავთვალე. 158 ჰაჰა და 120 კომენტარი. შინაარსიანიც, უხამსიც, შეურაცხმყოფელიც, ზიზღიანიც, დამამცირებელიც, აგდებულიც, პრონწკულიც, მოკლედ ისეთი, როგორიც, ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების სიყვარულს ეკადრება. საზოგადოება ჭრელი. ზოგი ჟურნალისტია ან "აპოლიტიკური" არასამთავრობო (ან ორივე ერთად), ზოგი ახალბედა პოლიტიკოსი, ზოგიც სხვა ქვეყნის ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელსაც შიდა პოლიტიკაში ღიად მონაწილეობის უფლება, წესით, არც აქვს", — წერს დეპუტატი.
მისივე თქმით, ჯგუფის სახელის შეცვლა ხაზს უსვამს, რომ სახელის მიღმა დიდი სიცარიელეა.
"ჯამში, ცუდი არ იყო. თან ჩემი ჩაწოდებით, როგორც გავიგე, ჯგუფს სახელიც შეუცვალეს და ახლა "პრონწკები" დაირქვეს. სწორი გადაწყვეტილებაა. ხაზს უსვამს, რომ მაგ ჯგუფის სახელი ფუტლიარია და სახელის მიღმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დიდი სიცარიელეა", — ამბობს ის.
"სირცხვილია ჰეითერობა" — ასე მიმართა 10 მარტს ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქ ჯგუფს, თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას. მისი თქმით, ჯგუფის წარმომადგენელმა მის გვერდზე "შემოსევის ბრძანება გასცა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები