მიტროპოლიტი იოანე AstraZeneca-ს შემადგენლობაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
ფოტო: ქუთაის-გაენათის ეპარქიის ფეისბუქ გვერდი
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე კორონავირუსის ვაქცინაზე, AstraZeneca-ზე დეზინფორმაციას ავრცელებს. მიტროპოლიტი არგუმენტების გარეშე ირწმუნება, რომ აღნიშნული ვაქცინა "აბორტის მსხვერპლისგან არის დამზადებული". მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა ამის შესახებ ინფო რუსთავის კითხვის საპასუხოდ თქვა.
"მე ჩემი სიტყვა ვთქვი და მთავრობამ თავის სიტყვა თქვას. არის მეორეც, Pfizer, მაგრამ რომელს შემოიტანს ხელისუფლება, ეს მისი საქმეა, ჩვენ რელიგიური მოტივით შეგვიძლია ვთქვათ უარი. გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის, რომელიც ჩვენთვის მისაღებია", — განაცხადა სასულიერო პირმა.
მიტროპოლიტის განცხადება ვაქცინაზე ერთ-ერთ გავრცელებულ მითს ეყრდნობა, თითქოს მისი შექმნისას იყენებენ ჩანასახის ფილტვის ქსოვილს აბორტის შემდეგ. ეს ტყუილია. ერთ ცალკეულ ვიდეოში, რომელიც Facebook-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტივაქსერულ გვერდზე დაიდო, საუბარია კვლევაზე, რომელიც, ნარატორის თქმით, იმის მტკიცებულებაა, თუ რისგან შედგება ის ვაქცინა, რომელსაც AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტი ქმნიან. თუმცა ნარატორის ინტერპრეტაცია მცდარია — ამ კვლევამ შეისწავლა, თუ როგორ რეაგირებდა ვაქცინა ლაბორატორიაში ადამიანის უჯრედებში შეყვანისას.
დაბნეულობა, შესაძლოა, იმან გამოიწვია, რომ ვაქცინის შექმნის პროცესში არის ერთი ეტაპი, რომლის დროსაც ლაბორატორიაში გამოზრდილ უჯრედებს იყენებენ, რომლებიც იმ ემბრიონული უჯრედების შთამომავლები არიან, რომლებიც სხვა შემთხვევაში განადგურდებოდა. ეს ტექნიკა 1960-იანებში შემუშავდა და კვლევის მიზნებისთვის არც ერთი ორსულობა არ შეწყვეტილა.
ბრისტოლის უნივერსიტეტის დოქტორი დევიდ მეთიუზი განმარტავს, რომ ბევრი ვაქცინა კეთდება ამ გზით, და ამატებს, რომ ამ უჯრედების ნებისმიერი კვალი ვაქცინას საგულდაგულოდ შორდება "ძალიან მაღალი სტანდარტით".
ოქსფორდის უნივერსიტეტში ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ ისინი კლონირებულ უჯრედებზე მუშაობდნენ, მაგრამ თვითონ ეს უჯრედები შეწყვეტილი ორსულობის შედეგად არ მიუღიათ. ეს უჯრედები ქარხნის როლს ასრულებს და აწარმოებს ვირუსის ძალიან დასუსტებულ ფორმას, რომელიც ისეა ადაპტირებული, რომ ვაქცინასავით იმოქმედოს.
და, მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებული ვირუსი ამ კლონირებული უჯრედების გამოყენებით იქმნება, ვირუსის გაწმენდის შემდეგ ეს უჯრედული მასალა სრულად შორდება ვაქცინას და მასში არ გამოიყენება.
ზოგადად, ვაქცინები არ იწვევს დაავადებებს. სანაცვლოდ, ვაქცინა ასწავლის ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომ შეამჩნიოს ინფექციები და ებრძოლოს მათ.
თუმცა, ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანთა ნაწილი მაინც განიცდის გარკვეულ სიმპტომებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, რომელიმე დაავადებას არ უკავშირდება. ეს უბრალოდ სხეულის საპასუხო რეაქციას წარმოადგენს ვაქცინაზე.
ყველაზე გავრცელებული რეაქციები, რომლებიც, საშუალოდ, 10-დან 1 ადამიანზე მეტში ვლინდება და შემდეგ რამდენიმე დღეში ქრება, მოიცავს: მკლავის ტკივილს, თავის ტკივილს, შეციებას, დაღლილობას, ავად ყოფნის შეგრძნებას, ცხელებას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, კუნთების ტკივილს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები