ძირს უთხრის მედიის, როგორც დემოკრატიის დარაჯის არსს — GDI TV პირველის განჩინებაზე
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის (GDI) განცხადებით, სასამართლოს განჩინება, რომელიც TV პირველში საგამოძიებო მოქმედების, ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა ძირს უთხრის მედიის, როგორც დემოკრატიის დარაჯის არსს და მის თავისუფლად არსებობის შესაძლებლობას.
GD-ს განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე, რისი ვალდებულაც პროკურატურას აკისრია და აღნიშნულის განხორციელება პროკურატურას მედიის წყაროს დაცვის პრივილეგიისთვის საფრთხის შექმნის გარეშეც შეუძლია, ჩანაწერის შინაარსიც შეიცავს რამდენიმე დანაშაულის ნიშანს.
"გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი თანამონაწილე შესაძლოა იყოს მოქმედი პრემიერმინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერში ასევე შესაძლოა ფიგურირებდნენ სხვა საჯარო თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლეგიტიმური საჯარო დისკუსიის წარმოებაში", — აცხადებს დემოკრატიის ინიციატივა.
GDI-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მათივე თქმით, განჩინება გაცემულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მასში არ არის მითითებული ამოღების ჩატარების ადგილი, არ არის შესწავლილი მინიმალური სტანდარტის დონეზე რეალურად ინახება თუ არა ამოსაღები ნივთები მედიაში და სხვა.
GDI-ს განცხადებით, რომ TV პირველის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის ფარგლებში სასამართლოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა განესაზღვრა:
- აუდიო ჩანაწერებით გავრცელებული ინფორმაცია დაცული იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლებით?
- შეჰქონდა თუ არა ჩანაწერს მნიშვნელოვანი წვლილი ლეგიტიმურ საჯარო დისკუსიაში.
- ასევე, სასამართლოს უნდა გაეაზრებინა მისი გადაწყვეტილებით რამდენად შეექმნებოდა საფრთხე მედიის არსს და მედიის წყაროს დაცვის პრივილეგიას.
მათი თქმით, ვინაიდან ცალსახაა, რომ საჯარო პირთა პირად სატელეფონო დიალოგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლეგიტიმური საჯარო დისკუსიის წარმოებაში, არ არსებობს მისი წყაროს გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი და მისი შეზღუდვის გამართლებად ვერ გამოდგება პირადი კომუნიკაციის დაცვის არგუმენტები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, GDI მოუწოდებს ხელისუფლებას:
- პროკურატურამ თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინების ნებისმიერი ფორმით აღსრულებისგან, რამაც შესაძლოა მცირედი საფრთხე მაინც შეუქმნას მედიის კონფიდენციალური წყაროს დაცვის პრივილეგიას;
- განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ფორმალური არგუმენტებით უარი არ თქვას რეალური მართლმსაჯულების განხორციელებაზე და იმსჯელოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებაზე, რა დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მედიის არსს დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- ხელისუფლებამ იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული მედიასაშუალებების უფლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ძირს უთხრის მედიის შინაარს და აფერხებს მის თავისუფალ ფუნქციონირებას.
11 მარტს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. თუმცა განკარგულებაში წერია ისიც, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.
სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.
გაიგეთ მეტი:
- ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი "ანტონიის" — ბერა ივანიშვილი
- ბერა: დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ — მათ დედის სიყვარული არ იციან
- არც კი დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ეს ჩანაწერი, არ იყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს — ბერა
- როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი ამიკო, როცა ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე და რეაგირებს — ბერა
- რას პასუხობს ბერა ივანიშვილი კითხვას, როდინდელია ჩანაწერები
- ბერას თქმით, 2011-ში მისი ფანების მშობლებმა ბულინგზე აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა"
- თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ დღესაც — ბერა ივანიშვილი
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები