ვაქცინაციის პუნქტი და დრო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სპეციალურ პორტალზე უნდა დაჯავშნონ
ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge
ვაქცინაციის პუნქტი და დრო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სპეციალურ პორტალზე — Booking.moh.gov.ge უნდა დაჯავშნონ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ვაქცინაცია უფასოა.
"დღეს 12 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა მიეცემა, რომ დაჯავშნონ თავიანი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის ქვეშ ძალიან წარმატებულად წარიმართება", — განაცხადა ტიკარაძემ.
ამავე პორტალზე შესაძლებელია ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება და ვაქცინის შერჩევა, თუმცა ჯერ ქვეყანაში მხოლოდ 1 ტიპის ვაქცინა AstraZeneca არის შემოსული.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით პორტალზე უკვე რეგისტრირებულია 75 ათასამდე ექიმი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. გამყრელიძემ კი აღნიშნა, რომ პირველი დარეგისტრირებული ადამიანი NCDC-ის თანამშრომელია.
გამყრელიძემ განმარტა, რომ ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა, სადაც წერია, რომელი ვაქცინით და სად აცრეს.
"ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან — ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეყავს მონაცემები. ყოველდღიურად გამოქვეყნდება ჩვენს პორტალზე აცრილთა რაოდენობა", — განახადა გამყრელიძემ.
გარდა ამისა, მინისტრმა და NDCD-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მოუწოდეს ექიმებს, რომ იყვნენ აქტიურები ვაქცინაციის პროცესში და მისცენ მაგალითი საზოგადოებას.
"მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის, როგორც ხშირად ამბობენ დასასრულის დასაწყისი", — განაცხადა ტიკარაძემ.
AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში დღეს დილით ჩამოიტანეს. ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.
მანვე აღნიშნა, პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ რისკჯგუფები. მისივე თქმით, გადანაწილება თავდაპირველად დიდ ქალაქებში მოხდება.
"წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს არის დაახლოებით 3 მილიონ 400 ათასი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3 მილიონ 900 ათასი დოზის მობილიზებას", — აცხადებს ამირან გამყრელიძე.
თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. თუმცა, ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა.
5 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში, წინასწარი ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში გამოიგზავნება.
გარდა ამისა, 2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო Novavax-თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები