რას ამბობს მოსამართლე კლდიაშვილი თავისივე განჩინებაზე TV პირველიდან ჩანაწერების ამოღების შესახებ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც პროკურატურას TV პირველიდან ჩანაწერების ამოღებისა და "იძულების პროპორციული ფორმის" გამოყენების უფლება მისცა ამბობს, რომ მას უწყებისთვის ტელევიზიაში შეჭრის უფლება არ მიუცია. ნოდარ მელაძის შაბათთან მან ისაუბრა, რატომ და როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რისი უფლება მისცა პროკურატურას.
"მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან იმის დაშვება, რომ მიდით, შეიჭერით", — ეუბნება ის ჟურნალისტს.
კლდიაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურატურისთვის შესაჭრელად მწვავე შუქი არ აუნთია და ამატებს: "დამიჯერეთ, რა". ამავდროულად, ვარაუდობს, რომ პროკურატურა ტელევიზიაში შესვლას არ აპირებს და ამბობს: "მემგონი, არ აპირებს პროკურატურა შევარდნას".
კითხვაზე, აბა რაზე მისცა თანხმობა მან პროკურატურას, კლდიაშვილი ამბობს, რომ ეთერში გასული სიუჟეტის ამოღებაზე.
"იმ სიუჟეტიც რაც გავიდა, იმ მოკლე სიუჟეტის ამოღების. რისთვისაც ალბათ უნდათ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ექსპერტიზა და ასე შემდეგ".
ხოლო დამაზუსტებელ კითხვას, რატომ არ არის ეს განმარტებული განჩინებაში, ასე პასუხობს:
"ხომ ამბობენ თვითონ, შუამდგომლობით რაც მომმართეს, ხომ ჩანს იქ, განჩინებაში".
მისი თქმით, პროკურატურას ჩხრეკის ნებართვა რომ მოეთხოვა, ამის უფლებას არ მისცემდა, რადგან კანონები იცის და ფიქრობს, რომ ჟურნალისტს გამოძიებაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს.
"კიდე ვამბობ, ეს რომ ჩხრეკა ყოფილიყო, არ მივცემდი ნებართვას. ვიცი კარგად კანონები და არ უნდა შევიდეს და არ უნდა შეუშალოს ხელი ჟურნალისტურ გამოძიებას, ჟურნალისტებს თავს არავინ არ უნდა დაესხას. ეს იყო ამოღება და თან როგორც გავიგე, იმ ფორმით გამოაგზავნეს, წერილით, რომ... ანუ, ფაქტია, რომ პროკურატურამ თავი დაიზღვია და ეს რომ არ გამხდარიყო ესეთი ხმაურის ამტეხი, ვთქვათ... მე მეგონა გამომძიებელი მოვიდოდა, თურმე კანცელარიით მოუტანია. ვერ გეტყვით. სხვა აი, არ ვიცი".
კლდიაშვილი ამბობს, რომ განჩინება თანაშემწესთან ერთად თავად დაწერა და ეს ფორმა მას არ მოუგონია, რადგან აქამდე სხვა მოსამართლეებიც იყენებდნენ.
"სამი თვეა მე რაც დავიწყე მუშაობა. ამოიღეთ ძველი განჩინებები, ყველამ იცის ეს. მსგავს განჩინებებში ჩხრეკის ნებართვა იქნება, ამოღების, დაკავების, მითითებული აქვთ, არამარტო მე, წინამოქმედ მოსამართლეებსაც. არ ვიცი მე, ვერ მივხვდი, რატომ გაშუქდა... ეს არ არის, მე არ მომიგონია. გეუბნებით, 3 თვეა დავინიშნე და რაღაც ნიმუშებზე ჩემი სტილი ავაწყვე. [..]
გულწრფელად გეუბნებით, ეს განჩინება, დავჯექი ჩემს თანაშემწესთან ერთად, გავიარეთ ის მასალა, რაც იყო შემოსული და ვუთხარი, ეს, ეს ეს, რაც იყო. აი, ნამდვილად წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ეს მოხდებოდა ასე. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დავუმტკიცო ვინმეს", — ამბობს ის.
ვინ არის მოსამართლე კლდიაშვილი
მოსამართლე კლდიაშვილი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით:
- 2001-2004 წლებში ის იყო გამომძიებელი თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში;
- 2004-2005 წლებში იყო გამომძიებელი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში;
- 2005-2007 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
- 2007-2010 წლებში იყო შუახევის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
- 2010-2016 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი;
- 2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი.
2016-2017 წლებში მან პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა და გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო. 2017-2020 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მოსამართლე ის სამი თვის წინ, 2020 წლის დეკემბერში გახდა. ახლა არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ის ერთ-ერთია იმ 36 მოსამართლეს შორის, რომლებიც საბჭომ ნოემბერში ღამით დაამტკიცა.
"მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები", — აცხადებს ჯანეზაშვილი.
11 მარტს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. განკარგულებაში წერია, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.
ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგაოდებამ ეს მედიაზე ზეწოლის და წყაროს გაცემის იძულების საფრთხედ შეაფასეს. TV პირველში აღნიშნეს, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიაში შეჭრის უფლება მისცა. მოგვიანებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ განჩინება ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზეა და არა ოფისის ჩხრეკაზე. მათი მტკიცებით, ტელევიზიაში შეჭრას არ აპირებენ.
- გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩინების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება — მელაძე
- განჩინება სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს — TI
- ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ — მედიაკოალიცია TV პირველზე
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.
უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.
სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.
გაიგეთ მეტი:
- ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი "ანტონიის" — ბერა ივანიშვილი
- ბერა: დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ — მათ დედის სიყვარული არ იციან
- არც კი დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ეს ჩანაწერი, არ იყო, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს — ბერა
- როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი ამიკო, როცა ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე და რეაგირებს — ბერა
- რას პასუხობს ბერა ივანიშვილი კითხვას, როდინდელია ჩანაწერები
- ბერას თქმით, 2011-ში მისი ფანების მშობლებმა ბულინგზე აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა"
- თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ დღესაც — ბერა ივანიშვილი
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები