ევროვიზიისთვის "კურკლშოუს" წოდების შემდეგ კონკურსის ფანები თორნიკე ყიფიანის დისკვალიფიკაციას ითხოვენ
ფოტო: GPB
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გარშემო შექმნილი ხმაური ამჯერად საქართველოს წარმომადგენელთან დაკავშირებული სკანდალით გრძელდება.
მას შემდეგ, რაც 15 მარტს ევროვიზიის წლევანდელ შოუზე საქართველოს სახელით მოასპარეზე თორნიკე ყიფიანის საკონკურსო სიმღერის პრემიერა შედგა, კონკურსის გულშემატკივრები და ევროვიზიის მიმომხილველი გამოცემები აქტიურად განიხილავდნენ კომპოზიციას და ქვეყნის წარმატების შანსებს მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაზე.
დადებით გამოხმაურებასთან ერთად, სიმღერის პრემიერას მოჰყვა უარყოფითი კომენტარებიც. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილს მიაჩნდა, რომ საკონკურსო კომპოზიციას შარშანდელი სიმღერა ჯობდა, რომელიც ასევე თორნიკე ყიფიანს უნდა შეესრულებინა, რომ არა პანდემიის გამო გაუქმებული ევროვიზია 2020.
16 მარტს კი საქართველოს წარმომადგენლის ფეისბუქანგარიშზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელმაც კონკურსის ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ თორნიკე ყიფიანმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი აგდებულად მოიხსენია, შესაბამისად, შეურაცხყოფა მიაყენა მის გულშემატკივრებსაც. ამავდროულად, პოსტში შეურაცხყმყოფელი და უშვერი კომენტარი მიემართა სიმღერის კრიტიკოსებსაც.
On.ge დაუკავშირდა თორნიკე ყიფიანს იმის გასარკვევად, იყო თუ არა პოსტი ნამდვილად მის მიერ შექმნილი და, ამ შემთხვევაში, ვის მიემართებოდა მისი კომენტარები. საქართველოს წარმომადგენელს არ დაუდასტურებია და არც უარუყვია სტატუსის ავთენტიკურობა.
მიუხედავად ამისა, უარყოფითი გამოხმაურება არა მხოლოდ პოსტზე, არამედ ევროვიზიის ფანების ჯგუფებშიც გამოჩნდა. კომენტარების ავტორების ნაწილი კონკურსიდან საქართველოს წარმომადგენლის მოხსნასაც კი მოითხოვს.
ფოტო: Facebook
ფოტო: Facebook
On.ge-მ ასევე სცადა, დაკავშირებოდა ევროვიზიის პროექტის პროდიუსერებს საქართველოდან, თუმცა, ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დარჩა. ამდენად, უცნობია, რა პოზიცია აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორი გაერთიანების — ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) — წევრია და პასუხისმგებელია კონკურსანტის და სიმღერის შერჩევაზე.
რა ხდება ევროვიზია 2021-ის გარშემო?
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ყოველთვის გამოირჩეოდა მის გარშემო შექმნილი ხმაურითა და უჩვეულო გამოხმაურებებით, თუმცა, წელს ჯერ კიდევ წინასაკონკურსო პერიოდში არაერთ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემური სიტუაცია.
კვიპროსი — სიმღერას, რომელიც წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა, სამშობლოში ხმაურიანი განხილვა, დემონსტრაციები და სხვადასხვა რელიგიურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ჩარევაც კი მოჰყვა. 26 წლის ბერძენი მომღერლის, ელენა ცაგრინუს, სიმღერა El Diablo ("ეშმაკი") 2021 წლის ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით წარდგება, თუმცა, მისი მისამღერის ტექსტმა: I gave my heart to el Diablo ("ჩემი გული ეშმაკს ვუბოძე"), ჯერ კვიპროსელი მრევლის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, შემდგომ კი სიმღერის კონკურსიდან მოხსნის მოთხოვნით და მუქარისშემცველი გზავნილებით აქცია გაიმართა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. მოთხოვნის შინაარსი გაიზიარა და სიმღერის კონკურსზე მონაწილეობა გააპროტესტა კვიპროსის წმინდა სინოდმაც.
ბელარუსი — მუსიკალური ჯგუფი და სიმღერა, რომელსაც ბელარუსი 2021 წლის ევროვიზიაზე უნდა წარედგინა, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. სიმღერის პრემიერიდან მალევე კონკურსის ფანებმა პროტესტი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ჯგუფი Galasy ZMesta ლუკაშენკოსა და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი იყო, რაც აისახა საკონკურსო სიმღერის ტექსტშიც. ამ მოტივით მათ მოითხოვეს სიმღერის მოხსნა ევროვიზიიდან. გამოხმაურებიდან მალევე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელარუსს პოტენციურად პოლიტიკური გზავნილის შემცველი სიმღერის შეცვლა მოსთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა დროულად არ შესრულდება, ქვეყანა, შესაძლოა, წლევანდელ კონკურსს გამოეთიშოს.
ჩრდილოეთ მაკედონია — კონკურსის ადგილობრივი გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონიის საკონკურსო სიმღერის გამოსვლასაც. ქვეყანას წლევანდელ ევროვიზიაზე 36 წლის მომღერალი, ვასილ გარვანლიევი წარადგენს, რომლის საკონკურსო სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრემიერიდან მალევე ჩრდილომაკედონიელმა ფანებმა ვიდეოში ბულგარეთის დროშის ფერების გამოყენება პოლიტიკურ მინიშნებად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გამო (მომღერლის წარმომავლობა ბულგარეთსაც უკავშირდება). ამ მიზეზით შეიქმნა ონლაინპეტიცია, რომელსაც 16 000 ადამიანი აწერს ხელს და მოითხოვს მომღერლის შეცვლას. საპასუხოდ, ჩრდილოეთ მაკედონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, წლევანდელ ევროვიზიაზე მათი მონაწილეობის საკითხი გადაიხედოს.
რუსეთი — ისევ და ისევ ადგილობრივი ფანების პროტესტი ამჯერად რუსეთის წარმომადგენელს, 29 წლის მანიჟა სანგინს ხვდა წილად. წარმოშობით ტაჯიკი მომღერალი, რომელიც ფემინისტია და აქტიურად უჭერს მხარს ლგბტქ+ უფლებებს, როტერდამში სიმღერას Russian Woman ("რუსი ქალი") შეასრულებს. პროტესტის მიზეზი არა მხოლოდ ეს უკანასკნელი საკითხი გახდა, არამედ მომღერლის ეთნიკური კუთვნილებაც. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ქსენოფობიური და სექსისტური კომენტარები, სადაც თავს ესხმიან მომღერალს და მის საკონკურსო სიმღერასაც, რომელიც ქალების უფლებრივი მდგომარეობის საკითხს ეხება.
ფოტო: EBU
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 18, 20 და 22 მაისს გაიმართება ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში. ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები