კომენდანტის საათის თვეობით გაგრძელებამ გააჩინა ეჭვი, რომ არ გამოიყენება როგორც ეპიდშეზღუდვა — მოქალაქეების ჯგუფი
ფოტო: On.ge
მოქალაქეების ჯგუფი, რომლებმაც 6 მარტს თავისუფლების მოედანზეკომენდანტის საათის გასაპროტესტებლად აქცია გამართეს, ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი საქართველოში ეპიდემიოლოგიური მოტივით არ გამოიყენება და ხელისუფლება ამ რეგულაციით ადამიანების უფლებებს ლახავს.
"საქართველო არის ევროპის რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობისათვის უცნობია, თუ რა ეპიდემიოლოგიური ლოგიკით იქნა მიღებული გადაწყვეტილება კომენდანტის საათის შემოღების შესახებ და ასევე უცნობია, თუ როდის მოიხსნება ის. შესაბამისად, თვეებით გაგრძელებულმა კომენდანტის საათმა გააჩინა ეჭვი, რომ აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს პრაქტიკაში არ გამოიყენება როგორც ეპიდემიოლოგიური შეზღუდვა. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში დღიური ინფიცირების შემთხვევა არ სცდება 1.52 %-ს , მოხსნილია პრაქტიკულად ყველა ის შეზღუდვა, რომელიც 28 ნოემბრიდან მოქმედებდა", — აცხადებენ ისინი.
მოქალაქეების ჯგუფის თქმით, ეს შეზღუდვა ამავდროულად არის უკანონო.
"კომენდანტის საათის ეფექტები არსებით ზიანს აყენებს სხვა კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროებს — მაგალითად, გამოხატვის თავისუფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, პირად ცხოვრებას. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ის ინტენსიურად ზღუდავს თითქმის ყველა კონსტიტუციურ უფლებას", — ამბობენ ისინი.
მოქალაქეების აზრით, ამგვარი დამოკიდებულება იმ პირობებში, როდესაც ყველა სხვა შეზღუდვა შემსუბუქებული ან მოხსნილია, ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ, ან ვერ იაზრებს კომენდანტის საათიდან გამომდინარე უფლების შეზღუდვის სიმწვავეს და მას არ იყენებს, როგორც უკიდურესად აუცილებელ ღონისძიებას.
"ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდანტის საათი საქართველოში არ გამოიყენება ეპიდემიოლოგიური მოტივით, ძლიერდება მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია რესურსები კოორდინირებულად და ერთხმად აშუქებენ ევროპაში არსებულ შეზღუდვებს მხოლოდ იმ კუთხით, რა კუთხითაც შეიძლება მოსახლეობაში გააჩინონ აღქმა, რომ დემოკრატიის მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებშიც ზუსტად ის შეზღუდვები გამოიყენება, რაც საქართველოში", — ამბობენ მოქალაქეები.
მათივე აზრით, ეჭვს აჩენს ის ფაქტიც, რომ არც ერთხელ, არც ერთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ ყოფილა გამჭვირვალე.
"საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო მრავალი საერთაშორისო შეფასების თანახმად, კვლავ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის. მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ იქ, სადაც დემოკრატია არ არის ძლიერი, ხელისუფლებებს მუდმივად აქვთ ცდუნება, რომ შეზღუდონ ადამიანის უფლებები. ჩვენი აზრით, სწორედ ასეთ ცდუნებას არის აყოლილი საქართველოს ხელისუფლება და ამას ეწირება ასობით ათასი ჯანმრთელი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა", — ამბობენ განცხადების ავტორები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 15 მარტს განაცხადა, რომ თუ ეპიდსიტუაცია ისეთი სტაბილური იქნება, როგორც ახლაა, მაშინ კომენდანტის საათის მოხსნის საკითხს შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები