საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტი ამჯერადაც არ დაარეგისტრირა
ფოტო: On.ge
საჯარო რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არც სოსო ტყემალაძე დაარეგისტრირა. ამის მიზეზად კი ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი სახელდება.
როგორც რეესტრი განმარტავს, 10 მარტის ყრილობის ოქმით, ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავშირის პრეზიდენტის არჩევის, გამგეობის ახალი შემადგენლობის განსაზღვრისა და წესდების საკითხთან დაკავშირებით. წარმოდგენილი კრების ოქმის თანახმად, ყრილობის დღის წესრიგში წესდების მიღების საკითხი გათვალისწინებული არ იყო. სწორედ ამიტომ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
"ვინაიდან, ეს საკითხი არ იყო ყრილობის დღის წესრიგში შეტანილი, ყრილობის მიერ ის მიღებულია კანონმდებლობისა და კავშირის მოქმედი წესდების დარღვევით. შესაბამისად, წესდების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების თანახმად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი", — ნათქვამია რეესტრის განცხადებაში.
ამავე დროს, რეესტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის არჩევა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და მათი რეგისტრაცია შესაძლებელია. კერძოდ, დაინტერესებულმა პირმა დაზუსტებული სარეგისტრაციო მოთხოვნა უნდა წარადგინოს. რაც შეეხება წესდების ახალი რედაქციის რესგიტრაციას, ამისთვის კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების შესაბამისი დოკუმენტია საჭირო.
სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 10 მარტს აირჩიეს. მისი არჩევა აქციისა და დაპირისპირების ფონზე წარმიმართა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ ყრილობა არალეგიტიმურია.
2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა. რეესტრის განმარტებით, კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრება განმეორებით 30 დღეში უნდა ჩანიშნულიყო. რეალურად კი, ის ათ თვეში გაიმართა.
მიმდინარე წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო. სწორედ ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, რომლის ერთადერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იყო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები