პანდემიამ შეამცირა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე — TI
ფოტო: www.ft.com
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე, შეამცირა.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ექსპორტითა და ფულადი გზავნილებით, დაახლოებით, 700 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. საინტერესოა, ამ თანხის კორელაცია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელთან — 2020 წელს რუსეთიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს დაახლოებით 5,7%-ია, მაშინ, როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინვესტიციებთან ერთად, შემცირდა რუსულ გაზსა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებაც.
ვაჭრობა
TI-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე, ძირითადად, ფულადი გზავნილებითა და საგარეო ვაჭრობით იყო დამოკიდებული. ვაჭრობის სფერო, მეტწილად, რუსული ხორბლის იმპორტსა და ქართული ღვინის ექსპორტს შეეხებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 10%-ით შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში. 0,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილიც.
ფოტო: გრაფიკი TI, მონაცემთა წყარო — საქსტატი.
რაც შეეხება იმპორტს, ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 9,2%-ით შემცირდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგებულია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს შორის მეტი წილი ხორბალს უჭირავს. ქვეყანა ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-ს სწორედ რუსეთიდან იღებს. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 18%-ით გაიზარდა.
ტურიზმი
პანდემიამ და საზღვრების ჩაკეტვამ, როგორც სხვა ყველა ქვეყნიდან, ისე რუსეთიდანაც შეამცირა ტურისტების რიცხვი და შესაბამისად, ამ სფეროდან მიღებული შემოსავლები. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით იყო დამოკიდებული.
ფოტო: გრაფიკი TI, მონაცემთა წყარო — საქსტატი.
2020 წელს საქართველში 86%-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან, ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარამდე დახარჯეს, მაშინ, როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 700 მლნ აშშ დოლარი იყო.
ფულადი გზავნილები
"2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა და 364 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
TI-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების ტენდენცია პანდემიამდე, ჯერ კიდევ 2019 წლიდან შეინიშნება. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ბოლო წლებში ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპა უფრო მიმზიდველია, ვიდრე რუსეთი. შესაბამისად, რუსეთიდან გზავნილების კლების პარალელურად, იზრდება ფულადი გადმორიცხვები ევროპის ქვეყნებიდან.
TI-ს შეფასებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ბუნებრივად შემცირდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და მომავალში კიდევ უფრო ნაკლებად იყოს რუსეთზე დამოკიდებული. თუმცა, მათივე განცხადებით, არსებობს საპირისპირო სცენარის განვითარების საფრთხეც:
"კოვიდ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რესურს-შემცირებულმა ბიზნესმა იოლად ხელმისაწვდომ ბაზარს მიაშუროს, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, რამაც შესაძლოა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო გაზარდოს", — ვკითხულობთ TI-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ეკონომიკის სფეროს სცდება და პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ, TI მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
- პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
- მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას;
- ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების;
TI-ის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიამ უფრო მეტად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა, ვიდრე ეს რუსეთს შეუძლია. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას შეუძლია გამოიმუშაოს გარკვეული "იმუნიტეტი" რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები