ნატოში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს — ზალკალიანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატოში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
"მოლაპარაკებები არის კომპრომისზე დაფუძნებული და მოლაპარაკებებზე წინაპირობებით, დათქმებით წასვლა ნიშნავს მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანას. მე არ შევეხები იმ დეტალებს, რომელიც მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ნება გამოვლენილია და ეს რის უკვე დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე. იგივე ის ფაქტი, რომ საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, იგივე ის, რომ მზაობა არის ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმა განხორციელდეს, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება, თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ეს სწორედ მათი ჩართულობით უნდა მოხდეს. ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატოს მხრიდან, ბოიკოტი არ არის ნორმალური, ცივილიზებული ევროპული დემოკრატიისთვის. ნატოში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს, ამიტომ ყველამ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ", — განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანას ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს.
"თქვენ იხილეთ ის საჯარო განცხადებები, რომლებიც გააკეთეს ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. არაფერი დამალული არ ყოფილა იქ. რა თქმა უნდა, შეხვედრები ინტენსიური იყო და ძალიან დატვირთული და შინაარსიანი. ჩვენ პარტნიორებს და ჩვენც ძალიან გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დაუსრულებლად მიმდინარეობდეს ეს პროცესი მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური სიტუაცია შეცვლილია, ვხედავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, იმ საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე", — თქვა მინისტრმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები