ამბობენ, მელიას გარეშე მოლაპარაკებები არ უნდა ჩატარებულიყოო, გადაეხადათ გირაო და მოსულიყო — თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეძლო გირაოს სანაცვლოდ გამოსულიყო პატიმრობიდან და მონაწილეობა მიეღო მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში.
"გვესმოდა, რომ მათი [ოპოზიციური პარტიების] წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ნიკა მელიას გარეშე მოლაპარაკებები არ უნდა ჩატარებულიყოო. გადაეხადათ გირაო და მოსულიყო მოლაპარაკებებზე", — განაცხადა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თალაკვაძის ლოგიკით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია, როცა ერთი მხრივ, ითხოვს მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამიჯვნას, მეორე მხრივ კი ქართულ ოცნებას სთხოვს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
"ერთი მხრივ, ჩვენ გვაკრიტიკებს ოპოზიცია და გვთხოვს ამ მოლაპარაკებებში, რომ მართლმსაჯულება იყოს პოლიტიკისგან სრულად გამიჯნული, ანუ, პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში — ხომ იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მათი?! ამავე მოლაპარაკებებში, იგივე დროს და იგივე ხალხი გვთხოვს ასევე, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური დავალება მისცეს პროკურატურას და სასამართლოს, კონკრეტულ, ერთ თუ მერე პატიმართან დაკავშირებით. მითხარით, როგორ არის ეს საკითხები ერთმანეთთან შესაბამისობაში?", — ამბობს თალაკვაძე.
18 მარტს, ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ბოლო მოლაპარაკება გაიმართა. 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება ვერ მოხერხდა და მედიატორმა დღეს ბრიუსელში გაემგზავრა.
მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ე.წ. პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
მელია თითქმის ერთი თვის წინ, 23 თებერვალს, საკუთარი კაბინეტში, სპეცრაზმის დახმარებით დააკავეს. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.
გაიგეთ მეტი:
- მე არ ვწყვეტ ვინმეს როდის ან როგორ გამოუშვებს სასამართლო — ღარიბაშვილი მელიაზე
- ევროკავშირისთვის 11 000-ევროიანი პატიმარი პოლიტპატიმარი არ არის — დავითულიანი
- პროცესი, რომელიც მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, უნდა გამოვიყენოთ — მელია
- მელიას უკანონო პატიმრობაზე ეჭვი რომ ჰქონოდათ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სტრასბურგში წავიდონენ — სუბარი
- მთავრობამ პირველი ნაბიჯი მელიას გათავისუფლებით უნდა გადადგას — საქართველოს მეგობრების ღია წერილი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები