საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო — ევროპარლამენტარი
ფოტო: ELP
ევროპარლამენტარს და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრს ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილ თავდაცვის მინისტრს რასა იუკნევიჩიანეს ამერიკის ხმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა. ინტერვიუ რედაქციის ხელმძღვანელმა ანა კალანდაძემ ჩაწერა.
როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით წარმართული მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს? თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი მის წარუმატებელ დასასრულზე?
ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო.
რას მოიმოქმედებს ევროპა ახლა და რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი ჩიხიდან?
ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა. ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან ქართულ ოცნებაში და ოპოზიციაში ხშირად მიკითხავს ამაზე. ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიყავს ქვეყანა ევროპული გეზით, მაგრამ მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად, არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონში. ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე. დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არცერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ოლიგარქიულ გავლენებსა და [ქვეყნის] მიტაცების რისკებზე საუბრობს საქართველოში. თქვენი აზრით, რა გამოხატულება აქვს ამ ფაქტორს, რეალურად?
ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას. დემოკრატია ჩვენ გვესმის, როგორც სახელმწიფოს ისე მოწყობა, სადაც მაგალითად, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იქნება ეს დღევანდელი ოპოზიცია თუ ქართული ოცნების ოპოზიცია მომავალში და არჩევნების მოგება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის შენს სასარგებლოდ მართვას. ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება დემოკრატიაში, ამიტომაც არის ასეთი ტერმინი დიდ ბრიტანეთში: "მისი უდიდებულესობა დედოფლის ოპოზიცია", ან "მისი უდიდებულესობა დედოფლის მთავრობა." გაგება ასეთია: ორივე ძალა ან თუ გნებავთ ფრთა, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა არჩევნებს იგებ, შემდეგ აკეთებ ყველაფერს, რათა ოპოზიცია ჩართო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, და აღჭურვო ის შესატყვისი ინსტრუმენტებით ქვეყნის ეფექტურობის მიზნით. საქართველოში კი, ქართული ოცნების პირობებში, ოპოზიცია გამოცხადებულია, როგორც მტერი. იგივე ტენდენციას ვხედავ რუსეთში, მთავრობის მხრიდან, თუმცა უფრო მტრულ და აგრესიულ ჭრილში და არ ვისურვებდი, რომ საქართველო ანალოგიურ გზას დაადგეს. ეს ძალიან ცუდი იქნება და ველი, რომ ის ახალგაზრდა, ბრწყინვალე არაერთი ლიდერი ქართული ოცნების შიგნით, გამოიჩენს სიმხნევეს და იზრუნებს ამ ან თუნდაც სხვა პარტიების შესაცვლელად. ევროპელი უნდა იყო შენი წესებით, ღირებულებებით, მოქცევის სტილით.
როგორ იმოქმედებს ბოლო მოვლენები და ის წინა არაერთი ისტორია, რამაც მიმომხილველები შეაშფოთა, საქართველოს იმიჯზე?
გულწრფელად გეტყვით, რომ ევროპელების დიდი ნაწილი, თუნდაც ევროპარლამენტარები, საქართველოზე გამუდმებით არ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტში, სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა თუ სახალხო პარტიის და ლიბერალების წრეებში. მაგრა, ეს არ არის არსებული პოლიტიკური წრეების სრული უმრავლესობა. ამიტომაც, საქართველოს მეტი მეგობარი და მეტი გულშემატკივარი სჭირდება. მაგრამ მაშინ, როცა არსებული მეგობრები იმედგაცრუებულები ან გულმოსულები ვართ, ჩვენთვის ძალიან ძნელია გვქონდეს მეტი არგუმენტი ან ინსტრუმენტი იმის საჩვენებლად, რომ საქართველო დემოკრატიული პროცესების ლიდერია და ის იმსახურებს წევრობას ყველა მოწინავე ერთობასა და ორგანიზაციაში. შესაბამისად, საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენები ვნებს მისი მეგობრების უნარს და კიდევ უფრო ართულებს მათ ძალისხმევას მხარი დაუჭირონ მის მისწრაფებებს და შემოიკრიბონ საქართველოს მეტი მეგობარი. ამდენად, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველო, ევროპული გადაწყვეტილებების დღის წესრიგის ცენტრში არ არის და რომ ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი ამ ადგილის მოსაპოვებლად.
როგორ ხედავთ მომავალში ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წარმატებაში?
ლიეტუვაში არამარტო პოლიტიკოსებს, არამედ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო. ეს, ადამიანებს შორის სიახლოვეზე მეტყველებს. გახსოვთ ალბათ, როგორ ადვილად შევძელით "გრუზიას" ნაცვლად, "საქართველოს" სახელის დაწესება. დღეს, შესაძლოა ეს ზოგს კვლავ შეეშალოს ლიეტუვაში, მაგრამ შეცდომას იქვე გაუსწორებენ ამ ადამიანს. ბევრისთვის ეს, უბრალოდ სიახლე იყო. ამიტომაც, ლიეტუვაში სურთ საქართველოს წარმატება და გვინდა პოლიტიკოსებმა ფუჭად არ ფლანგონ დრო, ის, რასაც განსაკუთრებით, მმართველი ქართული ოცნების პარტია აკეთებს.
და მაინც, უფრო კონკრეტულად, რა განცხადებები გადაეცა პრემიერ ღარიბაშვილს ბრიუსელში, ამ კვირაში ვიზიტისას?
პირადად მე არ შევხვედრილვარ ქართველ პრემიერს, თუმცა ვიცი მისი ვიზიტის და სრულად, იმ მესიჯების შესახებ, რომელიც მან მიიღო, განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნისგან. ევროპელი ლიდერები ძალიან დიპლომატიური ენით და მიდგომებით გამოირჩევიან, თუმცა, ნატოს გენერალური მდივანი ძალიან ღია და პირდაპირი იყო. ბატონ ღარიბაშვილს, გამოცდილი პოლიტიკოსობა სულაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გაიაზროს ის პირდაპირი შეგონება, რომ მმართველი პარტიის მოვალეობაა დაჯდეს ოპოზიციასთან. თუ პრემიერმა ეს სხვაგვარად აღიქვა, მას, ალბათ, არ ჰყოფნის გამოცდილება, მაგრამ სათქმელი ღიად და მკაფიოდ გადაეცა, რომ მისი პასუხისმგებლობა აქ ძალიან დიდია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები