კალიფორნიაში ღვინის კომპანია ახალ თანამშრომელს ეძებს, რომელსაც ყოველთვიურად $10 ათასს და უფასო საცხოვრებელს სთავაზობს
ფოტო: Doug Kelley / Unsplash
მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრებაში უმუშევრობის ეტაპი გვაქვს თუ დასაქმებულობის — ალბათ ყოველთვის წარმოვიდგენთ ზღაპრულ სამსახურს, რომლის პირობებიც წალკოტში ცხოვრებასა და საღამოობით ჭიქა ღვინის წრუპვას მოიაზრებს.
ამ ზღაპრული ფანტაზიისგან არცთუ ისე შორსაა ამერიკული ღვინის კომპანიის შეთავაზება, რომელიც ახალ თანამშრომელს ეძებს.
კალიფორნიის შტატში მდებარე მერფი-გუდის მეღვინეობამ ცოტა ხნის წინ ახალი ვაკანსია გამოაცხადა. "თუკი სიტყვა 'კაბერნეს' თქმა შეგიძლია, ჩვენ შენ გეძებთ", — წერია ვაკანსიის აღწერაში.
ერთადერთი იღბლიანი აპლიკანტი, რომელიც პოზიციაზე დასაქმდება, უფასოდ იცხოვრებს მზიან შტატში, ვენახების მახლობლად.
ახალ სამსახურში პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვაგვარი საქმის მოსინჯვა შეგეძლებათ, რათა მეღვინეობის სპეციფიკაში უკეთ გაერკვეთ. მოგვიანებით კი, თავადვე აირჩევთ, რომელ პოზიციაზე გსურთ მუშაობის გაგრძელება. ამ დროისთვის უკვე უნდა იცნობდეთ ვენახებს და მეღვინეობის ტექნიკას, თანაც ელექტრონულ კომერციაშიც გაგეგებოდეთ "ანი-ბანი".
1985 წელს დაფუძნებულმა მეღვინეობის კომპანიამ მსგავს პოზიციაზე ვაკანსია თავდაპირველად 2009 წელს გამოაცხადა. მაშინ დასაქმებულს სოციალურ ქსელში მეღვინეობის პოპულარიზაცია და კომპანიის საქმიანობით ციფრული კონტენტის შექმნა ევალებოდა. წელს, პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, მეღვინეობამ კვლავ გადაწყვიტა ვაკანსია დაებრუნებინა.
რაც შეეხება წინაპირობებს — აპლიკანტი 21 წლის ან უფროსი უნდა იყოს და აშშ-ში მუშაობის ნებართვა ჰქონდეს. ამასთან, მან უნდა ჩაწეროს ვიდეო და ახსნას, რატომ არის ეს მისთვის "ოცნების სამსახური".
როგორც კომპანია იუწყება, აპლიკანტებიდან საუკეთესოს ისინი სხვადასხვა უნარ-ჩვევის, მათ შორის შემოქმედებითობის შეფასებით აარჩევენ.
თუმცა, ცხადია, უმთავრესი მოთხოვნა მაინც ღვინის სიყვარულია.
მეღვინეობა აპლიკაციებს 30 ივნისამდე იღებს, მათი იღბლიანი ახალი თანამშრომელი კი სამუშაოს სექტემბერში დაიწყებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები