Bidzina Ivanishvili & Media-ს ფეისბუქგვერდის ავტორმა თანამდებობა გახარიას შემდეგ დატოვა — ISFED
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) აცხადებენ, რომ ფეისბუქგვერდი Bidzina Ivanishvili & Media, რომელსაც ამჟამად Gakharia & Media ჰქვია, 2011 წელს გაბრიელ წულაიამ შექმნა. ISFED-ის ცნობით, წულაია საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
კერძოდ, 2013 წლიდან 2015 წლამდე მას მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2017 წლის დეკემბერში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი პრემიერმინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს ქართული ოცნების სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით გაბრიელ წულაიამ შექმნა აპლიკაცია რა გაკეთდა სამეგრელოში, რომელიც გათვლილია საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის მთავრობის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. აღნიშნული აპლიკაცია, სავარაუდოდ, ეხმიანება ფეისბქ გვერდს ეს კეთდება სამეგრელოში, რომელზეც დასპონსორებული პოსტების გადამხდელად ქართული ოცნება არის მითითებული.
"საგულისხმოა, რომ გვერდი Bidzina ivanishvili & media 2019 წლის დეკემბერში დროებით, სავარაუდოდ, ადმინისტრატორების დივერსიფიცირების მიზნით ფეისბუქზე მიუწვდომელი გახდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ფეისბუქმა საქართველოში პარტია ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფი ანგარიშების ქსელი პლატფორმიდან წაშალა. ამჟამად გვერდს ერთი ადმინისტრატორი მართავს, თუმცა 2019 წლის დეკემბრამდე მას 19 ადმინისტრატორი ჰყავდა. გვერდის ადმინისტრატორის ვინაობასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ორი საჯარო კომენტარი იძებნება. ორივე კომენტარი გვერდის მიერ არის დაწერილი, საკუთარ პოსტზე მომხმარებლებთან ინტერაქციის რეჟიმში, 2011 წლის 10 და 12 ოქტომბერს, გვერდის შექმნის მომდევნო დღეებში", — განმარტავენ ISFED-ში.
გვერდის ამჟამინდელ აღწერილობაში მითითებულია, რომ ის მულტიმედიურ რესურსს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სიახლეებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, ასევე, ბიზნესის, ეკონომიკისა და პოლიტიკის შემუშავების შესახებ. მითითებულია კომპანიის სახელწოდება Holon და ვებგვერდი მისამართით: www.holon.ge. საიტი ამჟამად არ არის აქტიური. თუმცა, ფეისბუქზე ანალოგური სახელით და გვერდის აღწერილობით იძებნება გვერდი Holon — Business & Technology.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შპს ჰოლონის 100%-იანი წილის მფლობელია ირაკლი წულაია, ტელეკომპანია იმედის გადაცემა ბიზნეს ქრონიკის ავტორი და წამყვანი. ფეისბუქ გვერდ Holon — Business & Technology-ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირებულია და გადამხდელის ვინაობის შესახებ გრაფაში ირაკლი წულაია არის მითითებული.
"გვერდების საერთო მახასიათებლების გარდა, აღსანიშნავია, რომ გვერდი Bidzina Ivanishvili & Media ხშირად აქვეყნებდა ირაკლი წულაიას შეფასებებს და აზიარებდა სიახლეებს მისი გადაცემიდან", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ISFED-ში, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ ირაკლი წულაიას გაბრიელ წულაიასთან, ნათესაურთან ერთად, ბიზნესკავშირიც ჰქონდა. 2013-2017 წლებში გაბრიელ წულაია კომპანია ბლექ ენდ ვაით სოლუშენსში დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი წულაია კი აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს კომპანიამ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ინტერნეტმომსახურება გაუწია. ხელშეკრულება პროკურატურისთვის ვებგვერდის შექმნასა და საიტისა და სოციალური ქსელების მართვის ერთი თვის მომსახურებას ითვალისწინებდა.
"აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო უწყებები მკვეთრად არ არიან გამიჯნული მმართველი პოლიტიკური პარტიის, “ქართული ოცნების, საინფორმაციო კამპანიებისგან და საჯარო რესურსები, რომლებიც გარე თუ შიდა დეზინფორმაციული გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს მიმართული, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდეს", — აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.
CrowdTangle-ის მონაცემებით, შექმნის დღიდან გვერდმა სულ 5 631 პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯამში 2 041 736 ინტერაქცია (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება) ჰქონდა. ამჟამად, გვერდს 97 770 გამომწერი ჰყავს.
23 მარტს ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერმა ფეისბუქგვერდმა Bidzina Ivanishvili & Media-მ სახელი შეიცვალა და Gakharia & Media ჰქვია.
ფეისბუქგვერდი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე 1 წლით ადრე, 2011 წლის ოქტომბერში შეიქმნა. თავიდანვე აქ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ვრცელდებოდა და საზოგადოებაში არსებობდა ეჭვი, რომ გვერდი თავად ივანიშვილის იყო.
პრემიერმინისტრობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პირველად 22 მარტს განუცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამას გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ქართულ ოცნებაში, ასევე, ოპოზიციაში. მმართველ პარტიაში ყოფილი პრემიერმინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი პოზიციით, გახარია დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის და თუ იგი პარტიას შექმნის, ეს იქნება "ალტერნატიული დასაყრდნობი" ბიძინა ივანიშვილისთვის.
- შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას ქართული ოცნება 2 — მარგველაშვილი
- ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი — კაპანაძე გახარიაზე
- გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ვერ იქნება — ჯაფარიძე
- თუ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის, ეს, პირველ რიგში, დააზიანებს ქართულ ოცნებას — დეკანოიძე გახარიაზე
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები