კოსმოსური ვალენტინობა - ქართველი ასტროფოტოგრაფების მიერ დანახული გულის ნისლეული
ფოტო: DAVID DVALI
საქართველოში პირველი ასტროფოტოგრაფის, დავით დვალის მიერ დაფუძნებული ასტროფოტოგრაფთა ჯგუფის, Geo-Astro-ს გადაღებული გულის ნისლეულით შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ვალენტინობა მიულოცოთ.
გულის ნისლეული, რომელსაც IC 1805-სა და Sharpless 2-190-ს უწოდებენ, დედამიწიდან 7500 სინათლის წლის დაშორებით, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს - ჩვენი გალაქტიკის პერსევსის მკლავში. ამ ემისიურ ნისლეულში შეინიშნება მნათი იონიზირებული წყალბადის აირი და მუქი მტვრის ბილიკები.
ნისლეულის ინტენსიური წითელი ნათება და მისი კონფიგურაცია გამოწვეულია მის ცენტრთან ახლოს მდებარე ვარსკვლავების პატარა ჯგუფისაგან. ეს ღია ვარსკვლავთგროვა, რომელსაც მელიოტ 15 ეწოდება, შეიცავს რამდენიმე კაშკაშა ვარსკლავს, რომლებიც მზის მასას 50-ჯერ აღემატებიან. ასევე ამ გროვაში შევხვდებით ბევრ მკრთალ მნათობს, რომელთა მასა მზის მასის პატარა ნაწილია.
ქართველმა ასტროფოტოგრაფმა, დავით დვალმა გულის ნისლეული თბილისიდან გადაიღო. ასტროფოტოგრაფი 7,3 საათის განმავლობაში აგროვებდა 7500 წლის წინ წამოსულ სინათლეს კამერის სენსორზე. საბოლოო შედეგი კი ასეთია:
ფოტო: DAVID DVALI
თუმცა, დავით დვალი მარტო არ ყოფილა, ვინც გულის ნისლეული გადაიღო. ასტროფოტოგრაფმა ლევან ვერძეულმაც მიმართა თავისი აპარატურა კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით. ლევანმა, დათოსგან განსხვავებით, ბაზალეთიდან გადაიღო გულის ნისლეული. რადგანაც ბაზალეთში სინათლის დაბინძურება ძალიან მცირეა, 2 საათის განმავლობაში შეგროვებული სინათლე საკმარისი აღმოჩნდა ასეთი ფოტოს მისაღებად:
ფოტო: LEVAN VERDZEULI
დიმიტრი გოდერძიშვილმა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ყოფნისას გულის ნისლეულთან ერთად, სულის ნისლეულიც გადაიღო. 2,25 საათიანი ჯამური ექსპოზიციით, ასტროფოტოგრაფმა გული და სული ჩადო და შედეგიც საოცარი მიიღო (ფოტოზე მეტეორსაც ხედავთ მწვანე ფერში):
ფოტო: DIMITRI GODERDZISHVILI
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა




კომენტარები