არ მივეკუთვნები რისკჯგუფს, მაგრამ, თუ გახდება საჭირო, მზად ვარ ჩავერთო ვაქცინაციის პროცესში — ზარქუა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მიეკუთვნება რისკჯგუფს, მზადაა გაიკეთოს ვაქცინა თუ ამის საჭიროება და ვაქცინის საკმარისი რაოდენობა იქნება. ასე გამოეხმაურა იგი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირდაპირ ეთერში აცრას.
"ეს არის მნიშვნელოვანი აქტი, რომ მოცვა გავაძლიეროთ. მიუხედავად იმ სავალალო შედეგისა, ტრაგედიისა, რაც მოხდა [...] ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, პირბადესთან ერთად, რომ ჩვენ გადავრჩეთ, როგორც ერი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა ამ აქტისთვის ქალბატონ მინისტრს. თუ გახდება საჭირო, მე არ მივეკუთვნები რისკჯგუფს, მაგრამ, თუ იქნება მზადყოფნა და ვაქცინების რაოდენობა, მზად ვარ ჩავერთო", — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, საჩხერის კლინიკაში, პირდაპირ ეთერში AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა.
მინისტრი საჯაროდ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ამ ვაქცინის მიმართ ნდობა დაეცა. როგორც მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, დაგეგმილი იყო, რომ ის ჩინური ვაქცინით უნდა აცრილიყო. რაც შეეხება AstraZeneca-ს, ტიკარაძე ამბობდა, რომ არ სურდა უფლებამოსილებით ესარგებლა და ვაქცინა სხვას სჭირდებოდა.
მას შემდეგ, რაც ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, მედიკოსები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ექიმებიც კი, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა ვაქცინის რიგი, უარს ამბობენ AstraZeneca-თი აცრაზე. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათი კოლეგა ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.
ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორის დასკვნით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია. მისგან მიღებული სარგებელი კი უფრო მეტია, ვიდრე რისკი. ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული შიშების გამო შეაჩერა.
რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოუწოდა ქვეყნებს, არ შეეწყვიტათ AstraZeneca-თი ვაქცინაცია და დაადასტურა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს არ იწვევს. AstraZeneca-ს განცხადებაში კი, 17 მილიონი ადამიანის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ არ დასტურდება ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა თუ თრომბოციტოფენიის კავშირი ამ ვაქცინასთან, არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში.
გაიგეთ მეტი:
- გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზევით მოქალაქეებიც ჩაერთონ
- ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეებიც ჩაერთვებიან — ტიკარაძე
- ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციაზე საინფორმაციო კამპანიის მოდიფიცირებაზე მუშობენ
- უკუჩვენება რომ ყოფილიყო, არ ჩავიტარებდი, თავს კარგად ვგრძნობ — ტიკარაძე აცრის შემდეგ
- ეკატერინე ტიკარაძემ პირდაპირ ეთერში AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები