ხარვეზებით შევსებული დეკლარაციები — TI თანამდებობის პირთა სიას აქვეყნებს
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მოკვლევით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან 2020 წელს დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო. TI-ს ცნობით, საიდანაც შვიდ შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები საერთოდ არ აქვს დეკლარირებული.
"გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს", — აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძეს 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი შპს სასარგებლო წყალი ნაბეღლავი — 100% წლის მფლობელი და დირექტორი და შპს ჯორჯიან ფეროელოის — დირექტორი.
TI-ს მოკვლევით, ლევან კიკნაველიძე, ასევე, არის შპს გამა 222 — 50% წილისა და შპს ალიანსი 222 — 30% წილის მფლობელი, ეს ინფორმაცია მან დეკლარაციაშიც ასახა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია. ლევან კიკნაველიძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ მისი მეუღლე ქეთევან ძიგრაშვილი ს.პ.ს ძიგრაშვილი და კონსალტინგ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, კანონის დარღვევაა.
TI-მ, აგრეთვე, გასულ წელს შევსებულ დეკლარაციებში შემდეგი თანამდებობის პირთა დარღვევები დააფქისრია.
- სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას 2018-20 წლებში იკავებდა, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის წევრია. მოწერელიას 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ მისი ცოლი, ლალი ხუადე 50%- იან წილებს ფლობს ორ კომპანიაში: შპს გ.გ.გ. და შპს ანამო, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიას 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ უხსენებია, რომ იგი არის შპს კოლხმშენის 30% წილის მფლობელი, ცოლი იზა ხასია კი ინდივიდუალური მეწარმე, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე ლევან ქვათაძე ფლობს შპს პერეირა საქართველოსა და შპს SNM GROUP-ის 50% წილს, ასევე, არის შპს ნობათი 2012- ის 20% წილის მფლობელი. ეს ინფორმაცია მან 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ასახა, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე გიორგი გონაძე ფლობს შპს რაჭული ღვინო — 97-ის 10% წილს. მან ეს ინფორმაცია 2020 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონისსაწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი ცოლი ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს ივენთ კომპანი ნან — Event Company NAN — 50% წილი, დირექტორი და შპს ტრანსატლანტიკი და პარტნიორები — 25% წილი, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა 2020 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ არის შპს იბერია დისთილერის 5% წილის მფლობელი, თუმცა, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
- შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე შპს ესდეკას 35% წილის მფლობელია, მან ეს ინფორმაცია 2020 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, სადაც, ასევე, აღნიშნული აქვს წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული წილის მართვის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრში მითითებული არ არის.
- კახეთის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული იყო 2016-2020 წლებში. ამჟამად იგი საქართველოს პარლამენტის წევრია. ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს შპს ჯეოდილის 15%-იან წილს. მას ეს კომპანია 2020 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, თავისი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
- კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე პლატონ კალმახელიძე შპს დი ბი ეს ჯგუფისა და შპს პარტნი-2 50% წილს ფლობს. მან ეს ინფორმაცია 2020 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები შესაბამისი რეაგირების მიზნით შეისწავლოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები