დიპლომატი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაითხოვა
ფოტო: George Paniashvili / Facebook
დიპლომატი გიორგი ფანიაშვილი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის დაითხოვა. როგორც ფანიაშვილი ყვება, ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მუშაობდა, როცა ერთ-ერთ პორტალზე სტატიების გამოქვეყნება დაიწყო.
იგი აღნიშნავს, სწორედ სტატიებში განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო დაითხოვეს ის სამსახურიდან. მისივე თქმით, სტატიები ძირითადად საქართველოს საგარეო პლიტიკის ანალიზსა და იმ პრობლემატიკის განხილვას ეხებოდა.
"რაიმე დახურული ან საიდუმლო ინფორმაცია, არც ერთ სტატიაში არ ეწერა და არავის კრიტიკას არ შეეხებოდა, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის და არც რომელიმე პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის. ეს იყო სუფთა საინფორმაციო-ანალიტიკური სტატია", — აღნიშნავს ფანიაშვილი On.ge-სთან.
მისივე თქმით, მის საქმეზე საელჩოში ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყო, რომლის შედეგადაც არაფერი დადგენილა. საბოლოოდ კი ის რეორგანიზაციაში მოყვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გიორგი ფანიაშვილის ბრალდებებს უარყოფენ. როგორც უწყებაში ამბობენ, ფანიაშვილს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოსტი ეკავა და მას 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია შეეხო.
"საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოხდა საკადრო ერთეულების ოპტიმიზაცია, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ის დიპლომატიური პოზიცია, რომელიც ეკავა გიორგი ფანიაშვილს გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ასევე გაუქმდა საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ მისიებში საერთო ჯამში 9 თანამდებობა", — აღნიშნავენ სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფანიაშვილს გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობეს და ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. რაც შეეხება სტატიების გამოქვეყნებას, სამინისტროში ამბობენ, რომ ამ მხრივ საელჩოს ყოფილ თანამშრომელს პრობლემა არ ჰქონია.
გიორგი ფანიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პოზიციები ფორმალური იყო. მისი თქმით, 25 თებერვალს მას ინდოეთში ან მოლდოვაში უფრო მრჩევლის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც გადაწყვეტილება პირველ მარტამდე უნდა მიეღო.
"როგორ გგონიათ ხუთშაბათს თუ პარასკევს მივიღე [შეთავაზება] და ორშაბათს უნდა მეთქვა, კონტინენტს შევიცვლიდი თუ არა. ეს იყო უბრალოდ ფორმალური შეთავაზება", — აღნიშნავს ის.
ფანიაშვილის განცხადების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მან
25 თებერვალის მიიღო გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და ასევე მიიღო შეთავაზება სისტემაში დასაქმების შესახებ, 1-ლ მარტს უნდა განეცხადებინა თანხმობა შეთავაზებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ის, რომ 1-ლ მარტს წასულიყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები