ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესზე დაწყებული "აჟიოტაჟი აბსოლუტურად გაუგებარია"
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის ირგვლივ დაწყებული "აჟიოტაჟი და ხმაური" არის აბსოლუტურად გაუგებარი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქართველი მეცინერების მიერ არის დამუშავებული, 30 წლის წინ და უფრო მეტიც, 40 წლის წინ არის შემუშავებული და დაწყებულია მუშაობა ნამახვანჰესზე. ის აჟიოტაჟი და ის ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია.
მეორე მხრივ, იქ მოსახლეობა და მოქალაქეები, რომლებიც არიან გულწრფელად ჩართულნი ამ პროცესში, მინდა გავმიჯნო, ერთი მხრივ, გულწრფელად ჩართულნი მოქალაქეები ამ პროტესტში და მეორე მხრივ, ანგაჟირებული, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული, ზოგიც უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო", — თქვა მან.
მეოთხე თვეა ნამახვანის ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ადგილობრივების პროტესტს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზიაციათა ნაწილი. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ისე გასცა ჰესის მშენებლობის ნებართვა, რომ მშენებელ კომპანიას საჭირო კვლევები და დოკუმენტები არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობა მდინარე რიონზეა დაგეგმილი, რომელიც ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის უნდა იყოს. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და კასკადის ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წელს არის დაგეგმილი. პროექტს თურქულიკომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია. გარდა ამისა, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პროექტი ენერგოდამოუკიდებლობსკენ გადადგმული ნაბიჯია.
12 მარტს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არსებული კვლევების გადამოწმებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად მიიღო და დარწმუნებულია, რომ ახალი აღმოჩენა არ იქნება.
ENKA-ს განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის შესაბამისობას, არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან, განიხილავს კომპანია "რამბოლი", როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი.
მათივე თქმით, "რამბოლი" მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მოქმედებს პირველი კლასის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სახელით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას და ასევე გარანტიას იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც ეხება, როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას.
გაიგეთ მეტი:
- თუ რაიმე გახდა დასაკორექტირებელი, კომპანია თავის თავზე აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე კვლევების გადამოწმებაზე
- კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება — თურნავა
- უკიდურესად შეურაცხყოფილნი ვართ ყველა — გოლეთიანი მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ
- ვამზადებთ პაკეტს, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები