ამერიკელი რეპერის ახალმა სკანდალურმა კლიპმა ინტერნეტი აალაპარაკა
ფოტო: YouTube
ქართველი მსმენელების დიდი ნაწილი ჰიპ-ჰოპის ამერიკელ შემსრულებელ Lil Nas X-ს, ალბათ, კარგად არ იცნობს, თუმცა ყველას ერთხელ მაინც ექნება მოსმენილი მისი 2019 წლის ჰიტი Old Town Road, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო ჩარტებში ლიდერობდა.
სულ ცოტა ხნის წინ, 26 მარტს მომღერალმა ახალი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელმაც მალევე უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია: YouTube-ზე ვიდეო ტრენდების სათავეში მოექცა.
თუ ჯერ არ გინახავთ რეპერის ახალ სიმღერაზე, სახელწოდებით MONTERO, გადაღებული კლიპი, ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უყურეთ და თავადვე მიხვდებით, რას შეიძლება გამოეწვია ეს საყოველთაო ყურადღება.
კლიპის სიუჟეტი სამოთხიდან იწყება, სადაც Lil Nas X ევას განასახიერებს, რომელიც გველმა აცდუნა, თუმცა აქ ნაჩვენები ცდუნება მეტია, ვიდრე უბრალოდ აკრძალული ხილის გასინჯვა...
ფოტო: Giphy
ამის შემდეგ მოქმედება ბერძნულ / რომაულ მითოლოგიაში გადაინაცვლებს, სადაც მომღერალი თითქოს სამსჯავროზე წარდგება.
ფოტო: Giphy
ბოლოს კი, როცა მომღერალი სამოთხეში მიდის, მოულოდნელად სტრიპტიზის ბოძი გამოჩნდება და ისიც ჰაეროვან ღრუბლებში ფარფატს მცხუნვარე ჯოჯოხეთში ჩასრიალებას ამჯობინებს, სადაც, არც მეტი, არც ნაკლები, ეშმაკს უცეკვებს სტრიპტიზს.
ფოტო: Giphy
ცხადია, ამ ყველაფერს მსმენელთა და მაყურებლის ნაწილი კრიტიკულად შეხვდა: განსაკუთრებით კონსერვატიულად განწყობილებმა Lil Nas X "მკრეხელობაში", "სატანიზმსა" და სხვა მსგავს ანტირელიგიურ ქმედებაში დაადანაშაულეს.
მსგავსი შეფასებების ნაწილს რეპერი პირადადაც გამოეხმაურა. მაგალითად, ტვიტერზე ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც წერდა, ამ გზით სისტემა "ბავშვებზე მოქმედებს"-ო, Lil Nas X-მა შემდეგნაირად უპასუხა:
"სისტემა აქ არაფერ შუაშია. ამ ვიდეოკლიპის გადაღება თავად გადავწყვიტე. უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ. არ ვაპირებ, მთელი კარიერა თქვენი ბავშვების აღზრდას მივუძღვნა. ეს თქვენი საქმეა".
კიდევ ერთი მომხმარებელი წერდა, რომ რეპერი სექსუალობის ასე წარმოჩენით "საზოგადოებას ანადგურებს", რაზეც მომღერალმა უპასუხა:
"ყოველ კვირა მასობრივი სროლის შემთხვევებია, თუმცა [აშშ-ის] ხელისუფლება ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. სტრიპტიზის ბოძზე ჩამოსრიალება კი არ არის ის, რითიც საზოგადოება შეიძლება განადგურდეს".
მიუხედავად კრიტიკისა, MONTERO-ს ვიდეოკლიპმა ბევრის მოწონებაც დაიმსახურა და YouTube-ზე უკვე 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები