რა არის პოსტკოვიდური სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს მას
ფოტო: shutterstock
პანდემიიდან ერთი წლის თავზე უფრო და უფრო ხშირად ვიყენებთ ტერმინს — "პოსტკოვიდური სინდრომი" (Long Covid). ამ ქოლგა დასახელების ქვეშ ერთიანდება ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომელსაც COVID-19 გადატანილი პაციენტების დაახლოებით 20% განიცდის. ესაა ხანგრძლივი, პათოლოგიური სიმპტომები, რომლებიც გრძელდება 3 თვემდე, ზოგჯერ კი (დაახლოებით პაციენტთა 2,3-ში) უფრო ხანგრძლივად.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექცია დასაწყისში მიჩნეული იყო ქვედა სასუნთქი გზების "მტრად", აღმოჩნდა, რომ ის ნერვული სისტემის მიმართაც არაა გულგრილი და მისი დამაზიანებელი ტროპიზმი საგრძნობია როგორც დაავადების მწვავე პერიოდში, ასევე მის შემდეგაც.
გამოჯანმრთელების დრო განსხვავებულია და პოსტკოვიდური პერიოდიც დატვირთულია ნევროლოგიური სიმპტომატიკით, რაც ბუნებრივად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
რა ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?
იშვიათი ნევროლოგიური გართულებები: სისხლძარღვთა თრომბოზის შედეგად განვითარებული ინსულტი და ჰემორაგიული ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), ასევე მიელიტი (ზურგის ტვინის ანთება, რომელსაც ახასიათებს მოტორული სისუსტის, მგრძნობელობითი დარღვევები და აუტოიმუნური დისფუნქციის განვითარება).
ADEM – სინდრომი — მწვავე დისემინირებული ენცეფალიტი, რომელიც იძლევა გაფანტული სკლეროზის მსგავს სურათს და მიმდინარეობს კიდურებში ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებებით და კრამპით, ზოგჯერ მიმდინარეობს შეუპოვარი თავბრუსხვევით და მენტალური სტატუსის შეცვლით, გულყრებით. საბედნიეროდ მსგავსი გართულებები ძალზედ იშვიათია. უფრო ხშირია ე.წ საშუალო, ან მსუბუქი გართულებები.
ფოტო: ციტო
ხშირი ჩივილების რიცხვს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნეიროკოგნიტური დარღვევები "ბურუსი ტვინში", ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები — შფოთი, დეპრესია.
1. თავის ტკივილი
მუდმივი, მოჭერითი ტკივილი მთელ თავში, განსხვავებით შაკიკისეული ცალმხრივით, რომელიც ძლიერდება შუქზე, ხმაურზე და ქარზე.
2. თავბრუსხვევა
მიმდინარე არამყარობის, მდგრადობის დარღვევა — გადაქანების ტიპით, გულის წასვლის მსგავსი შეგრძნებებით, გულისრევის შეგრძნებებით.
3. უძილობა
ჩაძინების პრობლემები, ზერელე, წყვეტილი ძილი, "არეული", "ფერადი" სიზმრებით, გამოღვიძება-გამორკვევის გაძნელებით.
4. ნეიროკოგნიტური დარღვევები
"ტვინის ბურუსი", მეხსიერების დაქვეითება, აზროვნების შენელება.
5. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება
ნევრიტები, მათ შორის რადიკულიტი, ასევე კრანიალური ნერვების დაზიანება: ყნოსვა, გემოვნება, სახის ნერვის დაზიანება, ტკივილი სახეზე.
6. ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები
აღგზნება, შფოთი, აპათია, ასთენია.
თუ COVID-19 დაამარცხეთ, თუმცა გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიათა ნაწილი, სასურველია დროულად გაიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან, რათა შეფასდეს არსებული სურათი და დაინიშნოს მკურნალობა. პოსტკოვიდი დაძლევადია პროფესიონალთა ჩართულობით.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები