ოპოზიციის განსაკუთრებული ვალია ცვლილებებზე სამუშაოდ შევიდეს პარლამენტში — GDI
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა
არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აცხადებს, რომ ოპოზიციის განსაკუთრებული ვალია საკუთარი წვლილის შეტანა რეფორმის ქვეყნისთვის სასურველი შედეგით დასრულებაში და ამიტომ, ამ ცვლილებებზე სამუშაოდ პარლამენტში უნდა შევიდნენ.
"შეთანხმებამ რომ რეალური შედეგი გამოიღოს, აუცილებლად მიგვაჩნია შეთანხმება იყოს არსებითი ხასიათის, რომელიც ავტორიტარიზმიდან დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაგვაბრუნებს.
სწორედ ამიტომ აუცილებელად მიგვაჩნია:
- პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ნიკა მელიამ და გიორგი რურუა, რომელთა მიმართაც მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებით ხორციელდება, ასევე შეწყდეს სხვა, მსგავსი მოტივებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც ხელისუფლება პერიოდულად იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ;
- შეთანხმებამ მოიცვას საგამოძიებო და სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელმაც მათ შორის უნდა დაასრულოს სასამართლოში კლანური მმართველობა;
- არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რამაც ნდობა უნდა დაუბრუნოს საარჩევნო პროცესს;
- ოპოზიციის განსაკუთრებული ვალია, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეფორმის ქვეყნისათვის სასურველი შედეგით დასრულებაში, სწორედ ამიტომ, ამ ცვლილებებზე სამუშაოდ უნდა შევიდეს პარლამენტში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
GDI-ში, ასევე, ამბობენ , რომ ოპოზიციის მიერ კენჭისყრის მომდევნო დღეს არჩევნების მეორე ტურებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო და მიუხედავად უხეში საარჩევნო დარღვევებისა, ძალადობისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი დაბალი ნდობისა, ოპოზიციას უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურებში.
მათივე თქმით, ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ მისი უდიდესი პასუხისმგებლობით დამდგარი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ეზრუნა, საპირისპირო მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, ხელი შეუწყო კრიზისის გაღრმავებას და სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სვლას.
"კანონის უზენაესობის სახელით ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის პარტიის ოფისში მასშტაბური სპეცოპერაციით დაკავება[3], რასაც უმწვავესი საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა[4], სხვა არაფერი იყო თუ არა ამის თვალსაჩინო გამოვლინება. ამ ფაქტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული ნაპრალი კიდევ უფრო გააღრმავა და შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა", — აცხადებენ GDI-ში.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები