Wizz Air, Turkish Airlines, Georgian Airways — ფრენების ახალი განრიგი
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დამტკიცდა.
უწყების განცხადებით, ავიაკომპანიების მიერ, სააგენტოში დღეის მდგომარეობით წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის, რომელიც მოიცავს 2021 წლის მარტის ბოლო კვირას ოქტომბრის ბოლო შაბათის ჩათვლით, სხვადასხვა პერიოდიდან, რეგულარული რეისების შესრულება შემდეგი მიმართულებებით იგეგმება. კერძოდ:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 24 მიმართულებით, ესენია:
- ალმათი (Air Astana);
- ამსტერდამი (Georgian Airways);
- ანტალია (Turkish Airlines);
- ბაქო (Buta Airways);
- ბერლინი (Georgian Airways);
- ერევანი (Armenia);
- ვარშავა (LOT Polish Airlines);
- ვენა (Georgian Airways);
- დუბაი (FlyDubai);
- დოჰა (Qatar Airways);
- თელ ავივი (Georgian Airways, Israir);
- კიევი (Ukraine International Airlines, SkyUp Airlines);
- მინსკი (Belavia);
- მიუნხენი (Lufthansa);
- რიგა (AirBaltic);
- პარიზი (Airfrance, Georgian Airways);
- სტამბოლი (Turkish Airlines, Pegasus);
- ტაშკენტი (Uzbekistan Airways);
- პეკინი-ურუმჩი (China Southern Airlines);
- ქუვეითი (Jazeera Airways);
- შარჯა (Air Arabia);
- შარმ-ელ-შეიხი (Air Cairo);
- ფრანკფურტი (Lufthansa).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია:
- ათენი (Wizz Air);
- ვარშავა (Wizz Air);
- ვილნიუსი (Wizz Air);
- ლარნაკა (Wizz Air).
"ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე — დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით", — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები განხორციელდება 6 მიმართულებით, ესენია:
- თელ ავივი (Georgian Airways, Israir);
- კიევი (SkyUp Airlines; Yan Air);
- მინსკი (Belavia);
- ოდესა (Yan Air);
- სტამბოლი (Turkish Airlines; Pegasus);
- ხარკოვი (Yan Air).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს განახორციელებენ Cargolux, Turkish Cargo და Geo Sky შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი, სტამბოლი, ფრანკფურტი და ჩჟენჩჟოუ.
სააგენტოს განცხადებით, დღეს არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ დაახლოებით 180-185 რეისის, პიკურ პერიოდში კი, 290-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები