პარტიებმა 2020 წელს ყველაზე მეტი რეკლამა მთავარ არხსა და იმედის ჰოლდინგს დაუკვეთეს — TI
ფოტო: Shutterstock
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წელს ყველაზე მეტი რეკლამა მთავარ არხსა და იმედის ჰოლდინგს დაუკვეთეს. მათი ინფრომაციით, ამ ორ ტელევიზიაში სატელევიზიო რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 58%-ია. ამაზე საუბარია TI-ის ახალ კვლევაში, სადაც 2016-2020 წლებში გამართული 4 არჩევნების ფარგლებში პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული მონაცემებია წარმოდგენილი.
TI-ის განცხადებით, 2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიხარჯა და ჯამში 14,5 მილიონი ლარი შეადგინა. მათი ინფრომაციით, შემოსავლების მიხედვით 4,5 მლნ ლარით ტელეკომპანია მთავარი არხი ლიდერობს, მას მცირედით ჩამოუვარდება იმედის ჰოლდინგი.
"2020 წლის მონაცემებში აისახა ის ახალი რეალობა, რომელიც მედია სივრცეში გვაქვს. წინა წლებში სარეკლამო ბაზარზე შემოსავლის მხრივ ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 ლიდერობდნენ. რუსთავი 2-ის მფლობელობის ცვლილების შემდეგ ბაზარზე ახალი მაუწყებლები გამოჩნდნენ: ფორმულა და მთავარი არხი. ეს უკანასკნელი სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვა მაუწყებლებს და ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ ჩამოყალიბდა", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ფოტო: TI
TI-იმ 2020 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მმართველმა პარტიამ, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მთავარ არხზე საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) იმედის ჰოლდინგში მიიტანა. რაც შეეხება ნაციონალურმა მოძრაობას, ანგარიშის თანახმად, რეკლამის ძირითადი ნაწილი (88%) მთავარ არხზე განათავსა და ფასიანი რეკლამა ტელეკომპანია იმედზე საერთოდ არ მიიტანა.
ახალი კვლევის მიხედვით:
- ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა, რომელმაც 259 ათასი ლარის ღირებულების პოლიტიკური რეკლამა POSTV-ზე განათავსა;
- TV პირველზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა პარტიამ ლელომ მიიტანა, ხოლო რუსთავი 2-ზე — ქართულმა ოცნებამ;
ფოტო: TI
ამასთან, TI-ის ცნობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სატელევიზიო რეკლამაში, ჯამში, 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ყველაზე მეტი — 4,7 მილიონი ლარი, სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 1,7 მილიონი ლარი დახარჯა. ორგანიზაციის განცხადებითვე, ყველაზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა იმ დროს რუსთავი 2-ზე განთავსდა, რასაც იმედი და TV პირველი მოსდევდა.
რაც შეეხება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, პოლიტიკურმა სუბიექტებმა სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამისთვის 6 მილიონამდე ლარი გაიღეს, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი იმედის ჰოლდინგმა მიიღო, ხოლო 2016 წელს რეკლამის ხარჯებმა 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა და ყველაზე მეტი — 3,6 მლნ ლარის ღირებულების რეკლამა კვლავ იმედზე განთავსდა.
TI-ის ინფორმაციით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ზუსტი იდენტიფიცირება არ ხდება, თუ რომელ არხზე განათავსეს პარტიებმა პოლიტიკური რეკლამა. თუმცა, მათი ინფორმაციით, არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პატრიოტთა ალიანსმა 32 ათასი ლარის, ხოლო პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 1,6 მილიონი ლარის ღირებულების რეკლამა დაუკვეთეს სარეკლამო გაყიდვების სახლ ინტერ მედიას.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება 2016 წელსაც პოლარიზებული იყო და მაგალითად, ქართულ ოცნებას რუსთავი 2-ზე, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას იმედზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები