რა პრობლემებს აწყდებოდნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები პანდემიის დროს
ფოტო: istock
ზუსტად ერთი წლის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ იზოლაციისა და კარანტინის გამო, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, ზოგ ქვეყანაში კი — გაორმაგდა. ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ. ბოლო ერთი წელია ამაზე აქტიურად საუბრობენ ქალთა უფლებადამცველებიც და შსს-ს ძალადობასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფო საჭირო სერვისებს ისედაც არასაკმარისად სთავაზობს, პანდემიის დროს კი პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, საფარმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც Covid-19-ის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის სერვისების მიწოდებისას არსებულ გამოწვევებს ეხება.
ავტორებმა შსს-ს რეაგირება შეისწავლეს და ის პრობლემები გამოავლინეს, რომლის წინაშეც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები პანდემიის დროს აღმოჩნდნენ. რესპონდენტების მოსაზრებით, გამოწვევებს შორის იყო:
- გამოძიების გაჭიანურება;
- პასუხისმგებელ პირთა დაინფიცირების შედეგად მათი შემცვლელების სიმცირე და კონსულტაციის ან გამოკითხვის დისტანციურად ჩატარების შეუძლებლობა;
- 112-ის სატელეფონო ხაზის გადატვირთვა;
- ტრანსპორტირება.
გამოკითხული რესპონდენტების 51% ამბობს, რომ რეგულაციებმა და შეზღუდვებმა გარკვეული ნეგატიური გავლენა იქონია პოლიციის მუშაობაზე. 88%-ის თქმით, პოლიციელები და გამომძიებლები დისტანციურად არ/ვერ მუშაობდნენ. გამოკითხულთა 28% აღნიშნავს, რომ მათი საქმის გამომძიებელი მოხვდა კარანტინში/თვითიზოლაციაში და მას არ ჰყოლია შემცვლელი.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი ურჩუხიშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამის მიზეზად კანონმდებლობას ასახელებდნენ, რომლის მიხედვით, გამოძიებისა და გამოკითხვის დისტანციურად ჩატარება შეუძლებელია.
"გარდა ამისა, ოჯახში ძალადობის არც ერთი მსხვერპლი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა კვლევაში, არ ფლობდა ინფორმაციას, დანერგა თუ არა შსს-მ მსხვერპლების მომსახურების გასაუმჯობესებლად რაიმე ტიპის დისტანციური სერვისი. კვლევამ დაადგინა, რომ 112-ის მობილური აპლიკაციის შესახებ რესპონდენტებს სრული ინფორმაცია არ აქვთ.
იურისტების მოსაზრებით, COVID-19-ის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და გამოძიების პროცესი, გარკვეულ შემთხვევებში, არ იწყებოდა სწორედ პანდემიის არსებობის მიზეზით, რაც, მათი აზრით, შესაძლოა პოლიციის გარკვეული წარმომადგენლების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებდეს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევის თანახმად, რესპონდენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ტრანსპორტირება და გადაადგილებაც.
"გამომდინარე იქიდან, რომ პოლიცია დისტანციურად არ მუშაობდა, მსხვერპლებს, გამოკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, პოლიციის შენობაში მისვლა უწევდათ. ქალები კი, საჯარო ტრანსპორტის არარსებობის პირობებში, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ვერ ახერხებდნენ პოლიციის სამმართველოებამდე მისვლას. შედეგად, მათი აზრით, საქმის გამოძიება ფერხდებოდა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევამ პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის ფორმებიც გამოამჟღავნა. ყველაზე გავრცელებულ ფორმად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა დასახელდა. მაგალითად, გამოკითხული ქალების 74% ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, 67% ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს, 19% — ეკონომიკურზე, 11% — სექსუალურზე, ხოლო 4% — იძულებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვაში რამდენიმე პასუხის მონიშვნა იყო შესაძლებელი.
დოკუმენტის თანახმად, პანდემიის პერიოდი განსაკუთრებით რთული იმ სოციალურად დაუცველი ფენის ქალებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში და ბაზრობაზე მუშაობდნენ.
"ამ ობიექტების დახურვის შემდეგ, ისინი, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რამაც, გარკვეულ შემთხვევაში, მოძალადე ქმრებისა და შვილების აღელვება და მათ მიმართ აგრესიის გამძაფრება გამოიწვია. რესპონდენტების თანახმად, ოჯახებში, სადაც შემომტანი ან ერთადერთი მარჩენალი ქალი იყო, სწორედ ის აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი", — ვკითხულობთ კვლევაში.
ავტორებმა, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ქცევაც შეისწავლეს. გამოკითხულთა 44% ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევის შემდეგ 112-ში დარეკა, 56%-ს არ დაურეკავს. ამ 56%-დან 35% არდარეკვის მიზეზად უნდობლობას ასახელებს, 18% — დაგვიანებულ უკუკავშირს, 30% — ინფორმირებულობის ნაკლებობას, 27% ამბობს, რომ მეგობრის რჩევით არასამთავრობო ორგანიზაციას დაუკავშირდა, 10%-მა კი პირდაპირ პოლიციაში წასვლა ამჯობინა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატების თქმით, პოლიციის ნაცვლად, ქალები ხშირად ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავდნენ. ადვოკატები ფიქრობენ, რომ NGO-ებში მიმართვიანობის მიზეზი, შესაძლოა, იყოს მსხვერპლების სურვილი, ჯერ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია ადვოკატისგან და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტონ, რა ნაბიჯები გადადგან ან მიმართონ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს.
დოკუმენტში მოყვანილია შსს-ს პოზიციაც, სადაც უწყება ამბობს, რომ კორონავირუსის პერიოდში 112 მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. კერძოდ, 2020 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე არსებულ ოპერატორებს 70-მდე ახალი კადრი დაემატა, ხოლო ნოემბრის თვეში — 230 ოპერატორი.
ამასთან, როგორც შსს ამბობს, 112 დაიყო სამ არხად:
- 112 — სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
- 112/1 — პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური;
- 112/2 — COVID-19 და ვირუსული სიმპტომები.
თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ღონისძიებების მიუხედავად, 112-ის სატელეფონო ხაზის გადატვირთვა პრობლემა იყო.
დასკვნის სახით, ავტორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ. მათ შორის:
- მსხვერპლთათვის სერვისის მიწოდების და საპოლიციო საქმიანობის დისტანციური საშუალებების წარმართვის შესწავლა;
- ცხელი ხაზის ოპერატორების დამატებითი გადამზადება გენდერული/ოჯახში ძალადობის სენსიტიურობის მიმართულებით, განსაკუთრებით პანდემიების დროს;
- პოლიციელის პირადი ტელეფონის ნომრის გამოყენების პრაქტიკის ანალიზი და პოლიციელთათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწერა;
- პანდემიის პერიოდში გამოძიების შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა;
- ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ფართო მასშტაბით წარმართვა, მათ შორის, Safe You აპლიკაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
კვლევა 2020 წლის ოქტომბერ-იანვარ პერიოდში ჩატარდა და მარტი-ივნისის პერიოდს მოიცავს. გამოიკითხა 76 ადამიანი თბილისსა და რეგიონებში. როგორც კვლევის ავტორი, გიორგი ურჩუხიშვილი განმარტავს, შეისწავლეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომელთაც პანდემიის პირველი ტალღის, მარტი-ივნისის პერიოდში შეხება ჰქონდათ როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია შეგროვდა რაოდენობრივი მეთოდოლოგიის, სატელეფონო და პირისპირი გამოკითხვის მეთოდისა და თვისებრივი მეთოდოლოგიის — ფოკუს ჯგუფისა და სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდების გამოყენებით. ჩატარდა 15 სიღრმისეული ინტერვიუ, რომელთაგან 13 იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი, 1 ადვოკატი და 1 სოციალური მუშაკი. გარდა ამისა, ჩატარდა ორი ფოკუს ჯგუფი. ერთი — ადვოკატების, ხოლო მეორე შსს-ს წარმომადგენლების მონაწილეობით.
ავტორის განცხადებით, კვლევის მონაცემები რეპრეზენტატული არ არის და COVID-19-ის პერიოდში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს სრულად არ ასახავს. კვლევა მომზადებულია ორგანიზაცია საფარის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით. მისი სრული ვერსია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები