“არდიმ" ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება მოაწყო
ფოტო: არდი
სადაზღვევო კომპანია “არდიმ“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ვორლდ ვიჟენთან“ ერთად საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის.
50-მდე მიუსაფარი მოზარდი და მცირეწლოვანი ბავშვი “ვენდისის“ სადღესასწაულო ცენტრში შეიკრიბა და არდის თანამშრომლებთან ერთად სპეციალურად მათთვის მოწყობილ გასართობ პროგრამას დაესწრო.
პატარების სურვილითვე, აღნიშნულ ღონისძიებას ქართული ესტრადის ცნობილი სახეები -ნოდიკო ტატიშვილი და გიორგი სუხიტაშვილი დაესწრნენ. მათ არა მხოლოდ საუკეთესო ჰიტები შეასრულეს ბავშვებისთვის, არამედ ესაუბრნენ მათ საკუთარი წარმატების შესახებ, იმ სიძნელეებსა თუ გამოწვევებზე, რომელიც ყოველთვის თან სდევს სასურველი მიზნების მისაღწევ გზას. ღონისძიების დასასრულს კომპანია “არდის“ წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად მსოფლიოს და ქართული პროზის სხვადასხვა ბესტსელერებით დაკომპლექტებული საბავშვო ბიბლიოთეკა გადასცეს, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ ხელნაკეთ ბლოკნოტებთან ერთად.
“დღევანდელი ღონისძიების მიზანს ამ ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი ლამაზი დღის მოწყობა არ წარმოადგენს. არამედ, ამ ღონისძიების მთავარი კონცეფცია ამ ბავშვების ჩვენს შვილებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ ვაკეთებთ ამას ასე საჯაროდ... თავდაპირველად ამ დღის აღნიშვნის იდეა უკავშირდებოდა ახალი წლის დღესასწაულებს. მაგრამ ვინაიდან ვიფიქრეთ, რომ ახალი წლის დღეებში ამ ბავშვებთან ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია მივიდოდა, გადავწყვიტეთ მათთან მოგვიანებით მივსულიყავით. თუმცა როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებთან არათუ ბევრი ორგანიზაცია, არამედ თითქმის არავინ მისულა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მორიგ დღესასწაულს აღარ დავლოდებოდით და უბრალოდ, ყოველგვარი თარიღების გარეშე, ერთი რიგითი დღე გაგველამაზებინა მათთვის. გვინდა ეს იყოს ერთგვარი მესიჯი, გამოწვევა სხვა კომპანიებისთვისაც, რომ მსგავს ღონისძიებებს მიეცეს რეგულარული ხასიათი და ჩვენ, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მათ ბედნიერ მომავალზე, რომელიც უბრალოდ ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ არის“,- განაცხადა კომპანია “არდის“ პროდუქტების განვითარების და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეონა გოდერიძემ.
სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო პროექტი ტრადიციულ სახეს მიიღებს და მისი განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ხელისშემწყობ ღონისძიებად აფასებს აღნიშნულ აქციას ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა ცენტრის წარმომადგენლები.
“ჩვენს ცენტრში ირიცხებიან 6-დან 18 წლამდე ბავშვები. ცენტრს გააჩნია ორი ფილიალი, ერთი -გლდანში (დღის ცენტრი), ხოლო მეორე - ჩიქობავას ქუჩაზე (24-საათიანი). ბავშვებს ძალიან უყვართ ჩვენს ცენტრში მოსვლა, რადგან ჩვენთან ისინი სწავლობენ სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში. ცენტრში არის სამჯერადი კვება, ჩვენ მათ ვამეცადინებთ, ვართობთ... შეძლებისდაგვარად ვეხმარებით საზოგადოებაში ინტეგრირებაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების ჩატარება, რადგან მათ ცხოვრებაში ასეთი დადებითი მოვლენები იშვიათია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სადაზღვევო კომპანია “არდის“ და ორგანიზაცია “ვორლდ ვიჟენს“, რომლებმაც ასეთი ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს აღსაზრდელებს. ასეთი ღონისძიებები დამატებით კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას“, - აცხადებს აღმზრდელი ნანი ჩილაშვილი.
სოციალურ აქციას ბავშვებიც ეხმაურებიან.
“ძალიან კარგი კონცერტი ჩაგვიტარეს, ძალიან მომეწონა, საახალწლო დღეებში გარეთ რომ კონცერტები იმართება იმას ვესწრები ხოლმე, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, იმიტომ რომ ჩვენთვის ჩატარდა, თან აქ ჩვენი ტოლი ბავშვებიც იყვნენ. მე მომავალში სწავლა მაქვს გადაწყვეტილი და მინდა მომღერალიც გამოვიდე. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ გართობის გარდა, ძალიან თბილად გვექცეოდნენ. დაგვპირდნენ რომ კიდევ ჩაგვიტარებენ კონცერტებს, რაც ძალიან მიხარია“,- აცხადებს 8 წლის ნ.კ., რომელიც დღის ცენტრის ბენეფიციარია.
დღეს ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს და იძულების წესით მუშაობს ქუჩაში, თუმცა მათი რიცხვი რომ დიდია ამაზე ჩვენი ქალაქის ქუჩები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც მეტყველებს. სოციალური პროექტები, ბავშვების ჯანსაღ მომავალზე ორიენტირებული კომპანიები და საზოგადოების ჩართულობა იქნება ის გამოსავალი, რომელიც ამ ბავშვებს დაეხმარება განვითარებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში.
კომპანია „არდი“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ამ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ახორციელებს. იმედია, მას სხვა კომპანიებიც მიბაძავენ. სიკეთე ხომ გადამდებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები