კვლევების ვერიფიკაციემდე ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ დაიწყება — ENKA-ს ახალი დირექტორი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/იმედი
"ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები — იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია", — განაცხადა ნამახვანი ჰესის ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის, "ენკა რინიუებზის" ახალმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას.
დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
"დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს და მინდა მოვინახულო ყველა ის ადგილი, სადაც წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს", — განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
მან თქვა, რომ ჰესის ძირითადი ობიექტების, მაგალითად, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ყველა სათანადო კვლევის გადამოწმების გარეშე არ დაიწყება.
"ჩვენ, კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის", — განაცხადა "ენკა რინიუებზის" ახალმა დირექტორმა.
მერაბ ლომინაძის თქმით, ნამახვანი ჰესის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.
"ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ პროექტზე. ყველა დიდი იმედით შევცქერით მიმდინარე პროცესებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის მიმართ, მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ასევე საერთო მიზნების დასახვასა და შემდგომ მათ შესრულებას", — აღნიშნა მან.
მერაბ ლომინაძემ მაგალითად მოიყვანა სოციალური პროექტები, რომელთაც კომპანია "ენკა რინიუებზი" რეგიონში უკვე ახორციელებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერის მიმართულებით.
"ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ გავაფართოვოთ სოციალური პაკეტები, გავაფართოვოთ ჩვენი ქმედებები ხეობის მცხოვრებთა მხარდაჭერის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მაცხოვრებელმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით სოციალური პროექტების მხარდაჭერის კუთხით", — განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
მისი თქმით, თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეების ჩართულობით გამოვლინდება.
"ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები პროფესიონალურად, ყოველგვარი ემოციისა და სპეკულაციის გარეშე", — მიმართა "ენკა რინიუებზის" ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს და იმ ადგილების დასათვალიერებლად მიიწვია, სადაც ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები