აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, სადაც არ იქნება ახალი არჩევნები — მელია
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ აზრს ვერ ხედავს შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, სადაც არ იქნება ახალი არჩევნები ან მასთან მისასვლელი რაიმე ქმედითი გზა. ამის შესახებ მან ციხიდან, TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვალა, მგონი ეს დღეს ბავშვსაც კი ესმის ამ ქვეყანაში. ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს არის სახელმწიფოს სასარგებლოდ, შედეგზე გათვლილი ბრძოლა. ამიტომ აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, სადაც არ იქნება მთავარი — ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს, ან სხვა არჩევნებამდე მისასვლელი ნებისმიერი გზა", — აცხადებს მელია.
ჟურნალისტის კითხვას, რას იზამს, თუ მის ნაცვლად გირაოს გადაიხდიან, მელია პასუხობს, რომ გირაოს ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, რადგან უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამასთან, მისი თქმით, ეს გირაო კი არა, გამოსასყიდია.
"ფართოდ მეღიმება, როცა ვიღაცა ამბობს, გირაო გადაიხადოსო. ჯერ ერთი, გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, ანულირებულია, პატიმრობა მაქვს შეფარდებული. ამას თავი რომ დავანებოთ, გირაოს კი არ ითხოვენ, ხარკსაც კი არ ითხოვენ, გამოსასყიდს მთხოვენ თავისუფლებისთვის. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ციხიდან გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად, რადგან უკანონო პატიმრობაა", — თქვა მელიამ.
გარდა ამისა, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების მოთხოვნა ნიშნავს "თავისუფლების ყიდვას" ისე, რომ გაყალბდეს 20 ივნისის მოვლენები, რაც, მისი თქმით, გამორიცხულია.
"გამოსასყიდით იყიდე თავისუფლებაო და თან ისეო, რომ საქართველოს ისტორიის უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი თარიღი, 20 ივნისი გამაყალბებინეო, ანუ ანტისაოკუპაციო აქციის შინაარსი შევცალოთო და თავისუფლების მოყვარე პატრიოტებს დამნაშავეები დავარქვათ და დამნაშავეებს, ივანიშვილის პირად მცველებს პატრიოტებიო, ისტორიამ ეს ამბავი ასე შემოინახოსო. ფული გადაიხადე, პარლამენტში შემოდი და 20 ივნისზე ამნისტიას ხელი მოაწერეო. გამორიცხულია ეს, ჩემთვის გირაოს არგადახდაზე მეტად პრინციპული არის, რომ ჩემი თავისუფლება არ გაიცვალოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღში და ისტორია ამით არ გაყალბდეს", — თქვა მელიამ და დასძინა, რომ ვინც გირაოს გადაიხდის, ვერ იქნება მისი და ქვეყნის კეთილმოსურნე.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები