პოლიცია აქტივისტებს ნამოხვანში ისევ არ უშვებს, მათ კარავი გუმათშიც გაშალეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან/მთის ამბები
რიონის ხეობაში ისევ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ნამოხვანში არ უშვებენ, რის გამოც კარავი სოფელ გუმათშიც გაიშალა. სწორედ აქ იმყოფებიან ახლა მოქალაქეები, რომლებიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. უშუალოდ დღევანდელი აქციის მოთხოვნა კი, ნამოხვანში აქციის მონაწილეების შესვლაა.
დილიდან, საპოლიციო ძალებთან ერთად, ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც. ვარლამ გოლეთიანმა შეკრებილებს მოუწოდა, არ შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციელებთან. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.
გოლეთიანი ესაუბრა პოლიციის წამომადგენელსაც და ჰკითხა, რატომ არ უშვებენ მოქალაქეებს ნამოხვანში. პასუხად კი მიიღო, რომ როცა "ტემპერატურა დაიწევს", ისინი სოფელში შესვლას და პროტესტის იქ გაგრძელებას შეძლებენ.
"ამ ოდენობის ხალხი იმ ხეობაში ფიზიკურად შეუძლებელია, მოსალოდნელი ესკალაციების, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, მოსალოდნელი საფრთხისგან თავის აცილების მიზნით. ჩვენ გვაძლევს ამის ლეგიტიმაციას კანონი პოლიციის შესახებ, გუშინდელი დღიდან დღეის ჩათვლით, მიზანშეწონილია, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. [...] ვიცი, რომ ეს არის დროებითი. 160 დღეს დგეხართ იქ და ხელი არავის შეუშლია. [...] ტემპერატურა დაიწევს, ვითარება დასტაბილურდება, დამშვიდდება და დღეს მშვიდობიანად გადაბრძანდით, მე გიყურებთ, გაგაცილებთ", — თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.
დღესვე, აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა აქცია თბილისშიც, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მას თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ აქცია მრავალათასიანი იქნება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ გადადიან და იმ შემთხვევაში, თუ მათ აქციებზე პოლიტიკოსებს სურთ მისვლა, ხალხში უნდა დადგნენ, "როგორც რიგითი ადამიანები" და დაუშვებელია პოლიტიკური სიმბოლიკები, ნომრები და დროშები.
გუშინ, სამ აპრილს რონის ხეობაში ტექნიკის მუშაობის განახლებას დაპირისპირება მოჰყვა და პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. აქტივისტები ამბობენ, რომ ენკამ სამუშაოები განაახლა, კომპანიის განცხადებით კი, ეს წინამოსამზადებელი სამუშაოებია.
პოლიციას სოფელში შესასვლელი მთელი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდა და მოქალაქეებს ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებთან არ უშვებდა. ამასთან, ადგილზე მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ შსს სიგნალს ახშობს, რის გამოც კომუნიკაცია შეუძლებელია. თუმცა შსს ამტკიცებს, რომ ადგილზე მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს აღადგინოს გადაადგილება, არ ჩაახშოს სიგნალი, ხოლო მთავრობას — შეაჩეროს სამუშაოები კონსენსუსამდე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები