#სპორტიმშვიდობისთვის — საერთაშორისო კამპანიას ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ
ფოტო: ICA
უკვე შვიდი წელია, რაც 6 აპრილს გაეროს ეგიდით აღინიშნება "სპორტი განვითარებისა და მშვიდობისთვის" მსოფლიო დღე (IDSDP).
ICA-ის ინიციატივით, წელს ამ კამპანიას ქართველი სპორტსმენებიც შეუერთდნენ.
სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეოში გამოჩნდნენ და საკუთარი გზავნილები გააჟღერეს. მოკლე გზავნილები ეხება სპორტის, როგორც მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მხარდამჭერი სფეროს როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
"ბარიერების გარღვევა", "ერთიანობა და ინსპირაცია", "უსაზღვრო შესაძლებლობები" და "სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის ძალა" — ეს ის ძირითადი აქცენტებია, რომლებზეც ქართველმა სპორტსმენებმ ყურადღება გაამახვილეს.
ვიდეოსთან ერთად კამპანიისთვის შეიქმნა საიმიჯო ფოტოებიც, სადაც ქართველი სპორტსმენები მშვიდობის ერთგვარ სიმბოლოსთან — ქაღალდის თვითმფრინავთან — ერთად არიან გამოსახულნი. ფოტოების ნახვა ICA-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.
კამპანიაში ჩართული სპორტსმენები არიან მორაგბე სოსო მათიაშვილი, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი, კალათბურთელი ანატოლი ბოისა, პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, წყალბურთელი მიშა ბაღათურია, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი, ფრენბურთელი ლიზა ლობჟანიძე, მხედარი ოთო კუჭავა, კარატისტი ნათია ფრუიძე, მოცურავე ნანა ნებიერიძე და ფეხბურთელი ნათია დანელია.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფოტო და ვიდეოკამპანიის მიზანი, სპორტის და მშვიდობის იდეის პოპულარიზაციასთან ერთად, არის მოწოდება სხვა სპორტსმენებისა და ამ სფეროს გულშემატკივრებისთვის, რომ შეუერთდნენ ინიციატივას.
ფოტო: ICA
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად 2013 წლის აგვისტოში "სპორტი განვითარებისა და მშვიდობისთვის" მსოფლიო დღე დააწესა. ეს დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა, თარიღი კი სიმბოლურია — პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს სწორედ 6 აპრილს დაიწყო.
წელს ეს ღონისძიება განსაკუთრებული დატვირთვისაა; "მხოლოდ ერთად შეგვიძლია, ვითამაშოთ და ვიზეიმოთ კვლავ" — ასეთი გზავნილი აქვს გაეროს მიერ დაწესებულ დღეს 2021 წელს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტული ღონისძიებების ტრადიციული ფორმით ჩატარება კვლავ შეუძლებელია.
ვირტუალური კამპანიის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნოთ ფოტო ან ვიდეო, რომლითაც ახსნით, რა როლი აქვს სპორტს თქვენს ცხოვრებაში. ორგანიზატორები გთხოვენ, საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში გამოიყენოთ ჰეშტეგები #OnlyTogether და #SportDay.
აღსანიშნავია, რომ რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც, წესით, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გადაიდო პანდემიის გამო, ამიტომ მასშტაბური სპორტული ღონისძიება წელს გაიმართება. ოლიმპიადას, რომელიც 23 ივლისს გაიხსნება, ტოკიო უმასპინძლებს და მასში, დაახლოებით, 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები