ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები სათანადოდ არ ეკიდებიან სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს — საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა. ანგარიშების მნიშვნელოვანი მიგნება მძიმე სოციალური ფონით განპირობებული დანაშაულებია. საიას განცხადებით, ერთი მხრივ, ბრალდებულთა გაჭირვება დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა, ხოლო მეორე მხრივ, სიდუხჭირემ კიდევ უფრო დაამძიმა მათი სამართლებრივი მდგომარეობა.
"ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება ტრაგიკულად აისახება გარკვეულ პირთა ქმედებებში. საქართველოში სიღატაკის გამო საარსებო შემწეობის მიმღებ მოქალაქეთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 12-13%-ს შეადგენს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფოტო: საია
ორგანიზაციის განცხადებით, სხდომებზე იკვეთებოდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხარისხი, მოტივი და მიზანი გამომდინარეობდა სოციალური სიდუხჭირიდან. თუმცა, ანგარიშის ავტორების შეფასებით, ამგვარ დანაშაულებთან მიმართებით ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიდგომები ყოველთვის არ იყო ადეკვატური.
ამასთან, მონიტორინგმა გამოავლინა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილებების მიღებისას მათ მხედველობაში არ მიიღეს ზემოხსენებული გარემოებები. კერძოდ, საიას განცხადებით, მათი წარმომადგენლები დაესწრნენ პირველი წარდგენის სხდომებს, სადაც ბრალდებულებს მათი მატერიალური მდგომარეობის გამო იმაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ, ვიდრე მათი სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად იყო საჭირო.
საიამ საილუსტრაციოდ რამდენიმე შემთხვევა მოიყვანა. ერთ-ერთი მაგალითის მიხედვით, პირს ბრალი ედებოდა ნივთების ქურდობაში ორი სხვადასხვა ავტომობილიდან, რამაც ზიანის სახით ჯამში 120 ლარი შეადგინა.
"პროკურორმა იშუამდგომლა პატიმრობის გამოყენებით, რაც დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ ბრალდებულმა ეს ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ანალოგიურ დანაშაულზე არის მსჯავრდებული და არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ბრალდებული იყო 18 წლის, უსახლკარო, ცხოვრობდა ქუჩაში და არ გააჩნდა შემოსავალი. მან აღიარა დანაშაული და მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას პატიმრობის შესახებ, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა", — ვკიტხულობტ დოკუმენტში.
ამასთან, მაგალითისთვის საიამ სხვა შემთხვევაც დაასახელა. კერძოდ, პირს ბრალად ედებოდა ეკლესიის ეზოში არსებული საქათმიდან 21 ქათმის მოპარვა, რამაც ზიანის სახით ჯამში 420 ლარი შეადგინა. პროკურორმა იშუამდგომლა პატიმრობის გამოყენებით, რაც იმ გარემოებით დაასაბუთა, რომ პირი წარსულში იყო მსჯავრდებული ქურდობისთვის, არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
საიას განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატმა განმარტა, რომ პირს აქვს მძიმე სოციალური ფონი, აღიარებს დანაშაულს და მოითხოვა გირაო 1 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.
"დასახელებულ მაგალითებში ბრალდებულთა მატერიალური მდგომარეობის გამო, მოსამართლეებმა ვერ შეძლეს მაღალი ოდენობის გირაოს შეფარდება, თუმცა არსებული საფრთხეების განეიტრალება გირაოს მინიმალური ოდენობით მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ხოლო, რადგან ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას კონკრეტული მოცემულობა არ იძლეოდა მოსამართლე იძულებული გახდა, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოეყენებინა", — წერია განცხადებაში.
ანგარიშის ავტორების თქმით, ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ პროკურატურა და სასამართლო მხედველობაში არ იღებენ სოციალურ ფაქტორს და მათი მხრიდან ვლინდება არასათანადო შემწყნარებლობა მატერიალურად გაჭირვებული ბრალდებულის მიმართ.
საილუსტრაციო მაგალითი
ფოტო: საია
"პრაქტიკაში პრობლემაა, ქმედების მცირე მნიშვნელობის მიუხედავად, გამამტყუნებელი განაჩენების დადგენა და, ზიანთან შედარებით, არაპროპორციული სასჯელების გამოყენება", — აცხადებენ ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაში.
საიაში აღნიშნავენ, რომ მცირე მნიშვნელობის განსაზღვრისას უნდა შეფასდეს, შეიცავს თუ არა კონკრეტული ქმედება საზოგადოებისთვის ისეთ საფრთხეს, რომ ის მიჩნეული იყოს სოციალურად საშიშ მოვლენად — დანაშაულად.
მათი თქმით, სასამართლო მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოები სათანადო გულისხმიერებით არ ეკიდებიან სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებს. მათი რეაგირება უფრო მეტად ორიენტირებულია ბრალდებულთა დასჯასა და არა მათ შემდგომ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე. საიას შეფასებით, ამგვარ დანაშაულებზე სახელმწიფოს რესურსი არ უნდა იხარჯებოდეს და უფრო ჰუმანური პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს.
საილუსტრაციო მაგალითი
ფოტო: საია
"ზემოთ მოცემულ შემთხვევებში სასამართლოს შეეძლო, არ დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე (ქმედების მცირე მნიშვნელობა) მითითებით, ან წინასასამართლო სხდომაზე შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა. სამწუხაროდ, მონიტორინგს ამგვარი შემთხვევები არ გამოუვლენია.
თავის მხრივ, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის მიხედვით, პროკურორიც უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა სისხლისსამართლებრივ დევნაზე, ან მიემართა დევნის ალტერნატიული მექანიზმის — განრიდებისთვის, რომელიც პირის ნასამართლობას გამორიცხავს", — აცხადებენ საიაში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მართალია, ბრალდების მხარე ზოგ შემთხვევაში იყენებს განრიდების მექანიზმს, თუმცა სასამართლოდან პროკურატურაში განრიდების მიზნით დაბრუნებულ საქმეთა მაჩვენებელი და სასამართლო მონიტორინგის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურა ირჩევს მკაცრ სისხლისსამართლებრივ დევნაზე ორიენტირებულ მიდგომებს და ისეთ პირთა მიმართ, რომელთა განრიდების შესაძლებლობაც არსებობს, არ იყენებს მის დისკრეციას დაქვემდებარებულ ამ ჰუმანურ აქტს.
საიას შეფასებით, მძიმე სოციალური ფონით განპირობებულ დანაშაულებზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფოს, ამიტომ, პროცესის მწარმოებელმა ორგანოებმა ყოველ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომით უნდა იხელმძღვანელონ და გადაწყვეტილებების მიღებისას, საჯარო ინტერესთან ერთად, მხედველობაში მიიღონ დანაშაულის ჩადენის მოტივი და ბრალდებულთა საშიშროების ხარისხი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები