გახარია არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი ქართული ოცნებისთვის — სამადაშვილი
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია "არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი" მმართველი პარტიისთვის.
"გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ნამდვილად, ქართული ოცნებისთვის იქნება დარტყმა, იმიტომ, რომ ის წაიყვანს დიდი რაოდენობით ამომრჩეველს ქართული ოცნებისგან [...] ვფიქრობ, რომ გახარია არის სახიფათო პოლიტიკური პროექტი ქართული ოცნებისთვის", — განაცხადა სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.
სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ამომრჩევლებს შორის "გამყოფი ხაზი" ქვეყნის საგარეო კურსზე გადის, გახარია კი, მისი აზრით, პროდასავლელ ლიდერად არ მიიჩნევა. სწორედ ამ არგუმენტის საფუძველზე ფიქრობს სამადაშვილი, რომ გახარია, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ამომრჩეველს ქართულ ოცნებას "წაართმევს" და არა ოპოზიციას.
"ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციის ამომრჩეველს და ქართული ოცნების ამომრჩეველს შორის ძალიან ნათელი გამყოფი ხაზი არის, ასევე, ქვეყნის საგარეო მიმართულება და საგარეო ორიენტაცია. ამ თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ ბატონი გახარია იქნება მომხიბლავი ალტერნატივა იმ ხალხისთვის, ვისაც სურს ქვეყანაში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები და პოლიტიკური კურსის შეცვლა, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით. იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ გახარია მიიჩნევა პროდასავლური ვექტორის წარმომადგენლად ჩვენს ამომრჩეველში და ჩვენს ხალხში", — ამბობს სალომე სამადაშვილი.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, სამადაშვილის აზრით, გახარია არა ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ელექტორატს გაყოფს, ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას სამადაშვილი სწორედ ყოფილ პრემიერს აკისრებს.
"რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ჩვენს ქვეყანაში — ამ ადამიანებს აწუხებთ, პირველ რიგში, ის ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი და რომელიც, პირდაპირ უკავშირდება გახარიას, [მისი] პრემიერმინისტრად მუშაობის შედეგია, მათ შორის, ის ვითარება, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს შექმნილი", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ქართველ პოლიტიკოსებს შორის 65%-ით პირველ ადგილს იკავებს. მას რეიტინგში მხოლოდ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე უსწრებს.
გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარია პირველად 22 მარტს გამოჩნდა ჟურნალისტებთან, უფრო სწორად, პირველად მისცა მათ კომენტარი და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება. რამდენიმე საათში იმავე შინაარსის წარწერით მან ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. იმავე საღამოს კი მან ტვიტერზე დაპოსტა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე მუშაობს.
გახარიას განცხადებას პოლიტიკურ წრეებში განხილვა მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მას ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ ოპოზიციურ ძალად აღიქვამს და აცხადებენ, რომ ის "ქართული ოცნება 2"-ს ჩამოაყალიბებს. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მმართველ გუნდს დაასუსტებს. ყოფილი თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ მის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან.
გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები