საია: ოჯახური ძალადობის დანაშაულებზე განაჩენი, ძირითადად, გამამტყუნებელია, სასჯელი — შედარებით ლმობიერი
ფოტო: United Nations
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ოჯახური ძალადობის კატეგორიის დანაშაულის საქმეები, ძირითადად, გამამტყუნებელი განაჩენით სრულდება, თუმცა სასამართლო, უმეტესად, შედარებით ლმობიერი სასჯელის დაკისრებით შემოიფარგლება. ამის შესახებ საუბარია საიას ანგარიშში, სადაც სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგებია წარმოდგენილი. აქ შესწავლილია ოჯახური დანაშაულების მხრივ სახელმწიფოს, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების საქმიანობა.
საიაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წელია, საგრძნობლად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენის შემთხვევებიც, თუმცა კონკრეტული მიზეზით.
"კერძოდ, ხშირად დაზარალებული იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას და საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ არ აძლევს ჩვენებას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო კი მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს", — აღნიშნულია დოკუმენტში.
საიას შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ ეფექტიანად, მოიძიონ სხვა მოწმეები, სხვა მტკიცებულებები და არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე.
დოკუმენტის თანახმად, 4-წლიან პერიოდში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების მაჩვენებელმა შეადგინა 28%. აქ აღნიშნულია, რომ ძირითადად, რეალური სასჯელის გამოყენება მოხდა ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებშიც ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მანამდე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი ან/და პირს რამდენჯერმე დაკისრებული ჰქონდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ გამოძიების დაწყების მაჩვენებელი, 2016 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იზრდება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელის გაზრდა სახელმწიფო ინსტიტუტების ადეკვატური რეაგირების შედეგზე მიუთითებს.
საიაში აღნიშნავენ, რომ დადებითი ტენდენცია შეინიშნება დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.
"თუკი საიას მონიტორინგის 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში ასეთი მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა, შემდგომ წელს პროკურატურის მხრიდან დისკრიმინაციულ მოტივზე ხაზგასმა უკვე 9 საქმეში დაფიქსირდა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში პროკურორების მხრიდან გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივის გამოვლენის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ:
- 2017 წელს გენდერული მოტივი გამოიკვეთა 25 ბრალდებულის მიმართ;
- 2018 წელს — 111;
- 2019 წელს — 120;
- 2020 წელს კი — 178.
საიას განცხადებით, მხოლოდ პროკურატურისა თუ სამართალდამცავების ძალისხმევა არ არის საკმარისი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სრულყოფილად დასაცავად და არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
"რიგ შემთხვევაში თავად დაზარალებულთა და საზოგადოების წევრთა შემწყნარებლური დამოკიდებულება, რაც გამოწვეულია მათი არასაკმარისი ინფორმირებულობით და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შიშით, იწვევს დაუსჯელობის განცდას მოძალადეში და მისთვის წამახალისებელი ეფექტი აქვს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საიას განცხადებით, ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული შეხედულებები და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური სტერეოტიპები, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს. შედეგად, ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
მათი თქმით, პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ, სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა ან ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გარდა სახელმწიფო უწყებებში არსებული პრობლემებისა, ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით:
"კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხის გამო, მსხვერპლები ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც ზოგ შემთხვევაში ისინი ლეტალურ შედეგებამდე მიჰყავს.
მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა, ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო, კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება უწევთ, თითქოს საკუთარი ნებით უარს ამბობენ, გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.", — ნათქვამია დოკუმენტში.
საიას განცხადებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება. ამასთან მათი შეფასებით, საგამოძიებო, ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა უნდა მოიპოვონ ნდობა, რათა დანაშაულის მსხვერპლებსა თუ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც მათთან ითანამშრომლებენ, ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სახელმწიფო აპარატი იცავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები