2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ ჯამში 5 182 978 ლარი დახარჯა — TI
ფოტო: CASEY CHIN
2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ ჯამში 5 182 978 ლარი დახარჯა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ახალ ანგარიშში წერია. კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს, პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება, დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
TI-ის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 275 ადამიანია დასაქმებული, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი ერთით მეტი — 276 ადამიანი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4 297 151 ლარი გაიცა. ამასთან:
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65 920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი — 56 370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის;
- 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში;
- 2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49 459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები;
- ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით მიიღო ჯამში 10 050 ლარი, კობერიძემ კი დანამატის სახით — 4 000 ლარი.
ფოტო: TI
TI-მ ასევე შეისწავლა ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯებიც. კვლევიდა ირკვევა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2020 წელს სულ 80 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 7 ავტომობილი ამორტიზებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში. ამასთან, ყველაზე მეტი, 12-12 ავტომობილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების სარგებლობაში. სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2020 წელს 270 017 ლარი დაიხარჯა.
ფოტო: TI
რაც შეეხება საწვავს, TI-ის ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 245 413 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რამაც ჯამში 454 428 ლარი შეადგინა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა — 46 327 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 82 660 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, TI-ის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2020 წელს 47 442 ლარი გახარჯეს, ხოლო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე კი 19 628 ლარი. ამასთან, წარმომადგენლობითმა ხარჯებმა, მათ შორის რესტორნის მომსახურებამ, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად დახარჯულმა თანხმა 28 392 ლარი შეადგინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები