გიჭირთ უცხო ადგილზე დაძინება? მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გაგჭირვებიათ სასტუმროში მისვლისას დაძინება, მიუხედავად დაღლილობისა და ხანგრძლივი მგზავრობისა? და ჩაძინების შემდეგაც, გაგღვიძებიათ ღამით რამდენჯერმე ან დილით ადრე, მოწამლულ ხასიათზე და კვლავ დაღლილს?
მკვლევარები დიდი ხანია იცნობენ ამ ფენომენს და “პირველი ღამის ეფექტს” უწოდებენ. ძილის კვლევებში მონაწილეებს, ხშირად უჭირთ ხოლმე პირველ ღამეს დაძინება ახალ გარემოში. ძილის ხარისხიც, მეორე ღამეს მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
ასე რომ, რა ემართება თავის ტვინს, როდესაც უცხო ადგილზე ვცდილობთ დაძინებას? როგორც ჩვენი კვლევით დადგინდა, რომელიც Current Biology-ში გამოქვეყნდა, ცუდი ძილი უცნობ გარემოში შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვინის ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულებას — დაიცვას ძილს მიცემული ადამიანი პოტენციური საფრთხისგან.
პირველი ღამის ეფექტი
არსებობს ბევრი კვლევა, სადაც ფრინველებსა და ზღვის ძუძუმწოვრებში ცალმხრივი ნახევარსფერული ძილია დაფიქსირებული. ასეთ დროს, ტვინის ერთ ნახევარსფეროს ძინავს, ხოლო მეორე — ფხიზლადაა.
ამ თვისებას თვითგადარჩენის სტრატეგიას უკავშირებენ. ზოგ ფრინველში ცალმხრივი ძილი შემჩნეულია სარისკო სიტუაციებში, მაგალითად, როდესაც სხვა ფრინველთა ჯგუფის კიდეში სძინავთ და არა შუაში, რათა ფხიზელმა ნახევარსფერომ მტაცებლის მოახლოება დააფიქსიროს, მეორე ნახევარსფერომ კი — დაიძინოს.
ჩვენი ჰიპოთეზა ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ადამიანის ტვინიც მსგავსად იქცევა პირველი ღამის ეფექტისას. სავარაუდოდ, როდესაც ადამიანმა არ იცის, ახალი გარემო უსაფრთხოა თუ არა, ავტომატურად ირთვება შინაგანი “თვალთვალის სისტემა”.
ამიტომ ჩვენ შევამოწმეთ, უცხო გარემოში ძილისას, ტვინის ერთ ნახევარსფეროს უფრო ფხიზლად ხომ არ ეძინა, ვიდრე — მეორეს. ამას ასევე ნახევარსფერული ასიმეტრია ეწოდება.
ადამიანის თავის ტვინი ორი ნახევარსფეროსგან შედგება
ფოტო: Shutterstock
პირველი ექსპერიმენტი
ადამიანის ტვინი ორ ნახევარსფეროდ, მარცხენად და მარჯვენად იყოფა. მარცხენა ნახევარსფეროს ზოგი ნაწილი ენის და მეტყველების დამუშავებასთან ასოცირდება, მარჯვენა ნახევარსფეროს ნაწილები კი — სივრცითი ინფორმაციის და გარემოს აღსაქმელად.
რთული ნეირო-გამოსახულებითი ტექნოლოგიების გამოყენებით, 35 ჯანმრთელი ახალგაზრდის ძილს ორი ღამის მანძილზე ვაკვირდებოდით. ორივე ღამის დაკვირვება დაახლოებით ერთი კვირის შუალედით მოხდა, ასე რომ, პირველი სესიისას მიღებული გავლენა მეორე სესიაზე ვერ აისახებოდა.
კვლევის ტექნიკა ეფუძნებოდა მაგნიტურ ენცეფალოგრაფიას (MEG), რომელიც ტვინის მაგნიტური ველის ცვლილებებს აფიქსირებს; მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI), რომელიც ტვინის სტრუქტურულ ინფორმაციას ზომავს და პოლისომნოგრაფიას, რაც ძილის ზოგად სტატუსს აკონტროლებს.
გაზომვისას ყურადღება ექცეოდა ტვინის ნელ ტალღებს, რაც ძილის ტიპის მაჩვენებელია. როდესაც ნელი ტალღების აქტივობა მომატებულია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ღრმა ძილით სძინავს; როცა სუსტი აქტივობაა — ესე იგი, ძილიც შედარებით ფხიზელია. დაკვირვებისას შევამჩნიეთ, რომ პირველ ღამეს, მონაწილეთა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მარჯვენაზე ფხიზლად ეძინა.
ძილის სიღრმე ასევე გავზომეთ ტვინის სხვადასხვა ქსელებში. ტვინის ქსელი შედგება ტვინის რამდენიმე რეგიონისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი, პასიური რეჟიმის ქსელი, დაკავშირებულია სპონტანურ ფიქრთან. ანუ, თუ ვინმეს ტვინი სპონტანურად ფიქრს ან ოცნებას იწყებს, მის ტვინში პასიური რეჟიმის ქსელი აქტიურდება.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც მარცხენა ნახევარსფეროს უფრო ფხიზლად ეძინა, სწორედ პასიური რეჟიმის ქსელი ისვენებდა ყველაზე ნაკლებს. რაც ნიშნავს, რომ ამ დროს, ადამიანის გონება ფიქრით იყო დაკავებული, ან — იყო ფხიზლად, “განგაშის მოლოდინის” რეჟიმში.
"პირველი ღამის ეფექტი" თვითგადარჩენის სტრატეგიას უკავშირდება
ასევე აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო ძლიერი იყო პასიური რეჟიმის ქსელში ნახევარსფერული ასიმეტრია, მით უარესად ეძინა მონაწილეს. ასეთ შედეგებს მონაწილეთა მძინარე ტვინები მხოლოდ პირველ ღამეს აჩვენებდნენ, როდესაც გარემო უცხო იყო. შემდეგი სესიის ღამეს, ყველას მშვიდად ეძინა.
თუ იმიტომ ეძინა მარცხენა ნახევარსფეროს უფრო ფხიზლად პირველი სესიის დროს, რომ გარემოს აკვირდებოდა, მაშინ ამ ნახევარსფეროს მცირედ სიგნალებზე რამე რეაქცია უნდა ჰქონდეს. სწორედ ეს შევამოწმეთ მომდევნო ექსპერიმენტში.
შემდეგი ექსპერიმენტი
ძილის პროცესში, მონაწილეებს ყურსასმენები ეკეთათ, რომელშიც ორი განსხვავებული ხმოვანი სიგნალი გაისმებოდა. ერთი სიგნალი მაღალი, უჩვეულო სიხშირის ხმა იყო, ხოლო მეორე — ჩვეულებრივი სიხშირის ხმა.
დროის დიდი ნაწილი, მონაწილეების ყურსასმენებში ჩვეულებრივი ხმა ისმოდა. მაგრამ პერიოდულად, ჩვენ მაღალი სიხშირის ხმას ვუშვებდით და ვაკვირდებოდით, როგორ რეაგირებდა ტვინის ყოველი ნახევარსფერო ამ ხმებზე.
აღმოვაჩინეთ, რომ უფრო ფხიზელ ძილში მყოფი (მარცხენა) ნახევარსფერო, უჩვეულო ხმაზე უფრო ძლიერად რეაგირებდა, ვიდრე — მარჯვენა. იგი ბევრად ძლიერად რეაგირებდა მაღალი სიხშირის, უჩვეულო ხმაზე, ვიდრე ჩვეულებრივ ხმაზე. ასეთი შედეგები ფიქსირდებოდა მხოლოდ ექსპერიმენტის პირველ ღამეს და არა — შემდეგ სესიაზე.
შემდეგ ვიფიქრეთ, ამ სიფხიზლის გამო, ექნებოდათ თუ არა მონაწილეებს უფრო სწრაფი რეაქცია ახალ გარემოში გაღვიძებისას. ამიტომ, მონაწილეებს ვთხოვეთ, როდესაც ხმას გაიგებდნენ და შეეღვიძებოდათ, თითები ერთმანეთზე დაერტყათ. წინა ექსპერიმენტის მსგავსად, ხმას ყურსასმენებში ვუშვებდით.
მონაწილეები პირველი ღამის დროს უფრო სწრაფად იღვიძებდნენ და თითებს არტყამდნენ, ვიდრე მომდევნო სესიის განმავლობაში, როდესაც ოთახი აღარ იყო უცხო გარემო. ასევე, ფიქსირდებოდა, რომ ამ ხმაზე რეაქცია სწორედ მარცხენა ნახევარსფეროს ჰქონდა.
დამატებით, ექსპერიმენტამდე მონაწილეების მღელვარების დონეებსაც ვამოწმებდით, რომლებიც სესიებს შორის არ განსხვავდებოდა. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამას რამე გავლენა ჰქონოდა შედეგებზე.
ასე რომ, როგორც ცხოველებში, ნახევარსფერული ასიმეტრია, რომელიც ადამიანებს პირველ ღამეს აქვთ ხოლმე, შესაძლოა ჩვენი საფრთხისგან დასაცავად არსებობდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
დისკუსია: მარტივად ახერხებთ ჩაიძინებას უცხო გარემოში?