როგორ იღებს კვირის პალიტრა ათასობით ლარს ბიუჯეტიდან
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ყოველდღიურ გაზეთში განცხადებების გამოქვეყნებაზე, ორი გაზეთი, კვირის პალიტრა და საქართველოს რესპუბლიკა მონაწილეობდა.
ტენდერში კვირის პალიტრამ 56 500 ლარით გაიმარჯვა. სტუდია მონიტორის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას ყოველდღიური გაზეთი არ აქვს და მოგებული ტენდერის შესრულება დამარცხებულ საქართველოს რესპულიკას დაუკვეთა.
ამავე გამოცემის ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანალოგიური ტენდერიც კვირის პალიტრამ მოიგო და ახალ თაობას შეასრულებინა. ტენდერის ღირებულება იყო 39 998 ლარი, ახალ თაობასთან ხელშეკრულების თანხა - 36 ათასი ლარი. მონიტორის ცნობით, ამ ორი ტენდერიდან კვირის პალიტრას დაახლოებით 6 ათასი ლარი დარჩა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი, შორენა იოსებიძე სტუდია მონიტორთან ინტერვიუში განმარტავს, რომ არანაირ პროცედურულ დარღვევა არ ყოფლა:
"გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც თავის შემოთავაზებულ პერიოდში არ ჰქონდა დაზუსტებული იმ კონკრეტული გაზეთის დასახელება, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფდა გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის საჭირო ინფორმაციის გამოქვეყნებას. დაზუსტების ეტაპზე, გაზეთად, რომელშიც უნდა დაბეჭდილიყო აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, დაასახელა საქართველოს რესპუბლიკა, რაც არ წარმოადგენს პროცედურულ დარღვევას".
კვირის პალიტრამ თავდაცვის სამინისტროს ტენდერშიც გაიმარჯვა. სტუდია მონიტორის ინფორმაციით, სამინისტრომ პალიტრას მისი საქმიანობის შესახებ 4 გვერდიანი ჩანართის ბეჭდვა და რეგიონულ გაზეთებში განთავსება შეუკვეთა. ხელშეკრულება კვირის პალიტრასა და თავდაცვის სამინსტროს შორის 2016 წლის 5 იანვარს გაფორმდა, სატენდერო თანხა კი იყო 80 180 ლარი.
კვირის პალიტრამ ხელშეკრულება რეგინულ მედია საშუალებებთან გააფორმა: ბათუმელებთან - 9 800 ლარი, ახალ გაზეთთან - 9 800 ლარი, სამხრეთის კარიბჭესთან - 9800 ლარი, კახეთის ხმასთან - 9 600 ლარი და გურიანიუსთან - 5 200 ლარი.
როგორც რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა სტუდია მონიტორთან საუბრისას განაცხადეს, კვირის პალიტრასგან ჩანართების განთავსებაში, ჯამში, 44200 ლარი მიიღეს.
პალიტრას ამ ტენდერის შედეგად დაახლოებით 36 ათასი ლარი დარჩა. სტუდია მონიტორის განცხადებით, პალიტრაში კომენტარზე უარი თქვეს.
მხოლოდ კვირის პალიტრა მონაწილეობდა და გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საინფორმაციო ხასიათის პოსტერების ბეჭდვის ტენდერში, რომლებიც 2015-2016 წლებში ჩატარდა.
ჯამში, კვირის პალიტრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 42 920 ლარი მიიღო, 2015 წელს 20 500 ლარი, 2016 წელს 22 420. ხუთი ტენდერიდან კვირის პალიტრამ, დაახლოებით, 220 ათასი ლარი მიიღო.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები