თერაპიის 1200 საათი — Responsible.ge და კამარა თანამშრომლობის 1 წელს აჯამებს
ფოტო: კამარა
ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის "კამარაში" Responsible.ge-ს დაფინანსებით 1 წელია მიმდინარეობს. 2020 წლის მარტში "კამარა" იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.
პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე კამარა და responsible.ge შედეგებს აჯამებენ.
ამ დროის განმავლობაში ცენტრს ფსიქოთერაპიული სერვისისთვის 190-მა ბენეფიციარმა მიმართა. თერაპიული კურსი წარმატებით დასრულებული აქვს 23 პაციენტს. დღევანდელი მონაცემებით თერაპიას გადის 59 პაციენტი.
ფოტო: კამარა
"კამარას" ხელმძღვანელი და ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე: "მეთოდს, რომელსაც კამარაში დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ვიყენებთ, ძალიან მაღალი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი ინარჩუნებს ხანგრძლივ რემისიას და ბევრმა ადამიანმა შეცვალა ცხოვრება. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა სწორი ნაბიჯი იყო. ცხადია გლობალური პრობლემის დასაძლევად ერთი თანამშრომლობა, ინიციატივა ან თუნდაც ცენტრი საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ სხვა მხარეების ჩართულობით გადახდის უუნარო სეგმენტისთვის ფსიქოსარეაბილიტაციო კურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა გაგრძელდეს".
ფოტო: კამარა
"ეს პრაქტიკა, როცა სათამაშო ბიზნესი ფსიქორეაბილიტაციის პროგრამებს აფინანსებს, საკმაოდ კარგად მუშაობს ევროპაში. პროექტის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო არა მარტო კომპანია, არამედ ინდუსტრია განგვევითარებინა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს მოდელი შემოგვეტანა ბაზარზე. 1 წლის წინ ევროპაბეთისა და კამარას თანამშრომლობის დაანონსება გაბედული და ხმაურიანი ნაბიჯი იყო ორივე მხარისგან. გვიხარია, რომ პროგრამაზე მოთხოვნაც და შედეგებიც პროექტის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ვფიქრობთ, საბოლოოდ ასეთი შესაძლებლობების გამრავლებასა და ფსიქოთერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდაში გემბლინგ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან", — აღნიშნავს ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.
2020 წლის მარტიდან პროექტის ფარგლებში კამარაში თერაპიის 1 248 საათი ჩატარდა. თერაპიული სეანსები პარალელურად მიმდინარეობს სამ ჯგუფში, კვირაში ოთხი დღე, ოთხ სხვადასხვა თერაპევტთან.
კურსების დაწყებიდან 3 კვირაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ინტენსიური ფსიქოთერაპიის პროგრამა არ შეჩერებულა.
ფოტო: კამარა
"მოგვიწია თერაპიის პროცესის ონლაინში გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურმა შეხვედრებმა ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. აქედან გამომდინარე, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკა აღარ გავაუქმეთ. დავტოვეთ, როგორც უკვე აპრობირებული, დამატებით შესაძლებლობა დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის", — ნინუცა კომახიძე, კამარას ფსიქოლოგი.
ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის კამარაში გრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ ცენტრს ნომერზე 032 298 21 95.
ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები