გაიცანით ქართული სტარტაპი, რომელიც მსურველებს ხელის ორიგინალურად თხოვნაში ეხმარება
ფოტო: Proposal.ge
ალბათ ბევრჯერ გინახავთ იუთუბზე ხელის თხოვნის ვიდეოები. დღეს უკვე მოულოდნელი ხელის თხოვნა გავრცელებულ ტენდენციად იქცა. ადრე თუ ამისთვის ერთადერთი "გამართლებული გზა" ოჯახში მისვლა და რჩეულის ოჯახის გულის მოგება იყო, დღეს ეს ტრადიცია, ფაქტობრივად, კარგავს ფუნქციას და ისტორიის ნაწილი ხდება.
მიუხედავად ამისა, ეს ფორმალური პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში მეორე ფორმალობით ნაცვლდება: პაემანი, რესტორანი, ბეჭედი... თაობათა ცვლა ალბათ ამაზეც ახდენს გავლენას და, იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება მეტი ინსპირაციითა და ორიგინალურობით გამორჩეული ხელის თხოვნები.
სწორედ ამიტომ, სულ ახლახან, ბაზარზე ახალი ქართული სტარტაპი გამოჩნდა, რომელიც მზად არის, ყველა მსურველს შესთავაზოს მათი რჩეულისთვის მოულოდნელად და ორიგინალურად ხელის თხოვნის იდეის მოფიქრება, მისი დაგეგმვა და ორგანიზება.
Proposal.ge მომხმარებლებს ორი სახის მომსახურებას სთავაზობს: მხოლოდ იდეის მოფიქრება, ან იდეასთან ერთად ხელის თხოვნის სრული ორგანიზება. შესაძლებელია უკვე მოფიქრებული ხელის თხოვნის იდეის დახვეწა და განხორციელებაც. რა თქმა უნდა, ამ მომსახურებით სარგებლობა როგორც ბიჭს, ასევე გოგოს შეუძლია.
"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე მეგობრის ხელის თხოვნის ორგანიზებაში ჩავერთე", — იხსენებს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მირიან კულულაშვილი, — "იმ ფაქტს, რომ მაქვს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში დიდი გამოცდილება და თავადაც ვარ ასეთი კომპანიის პარტნიორი, დაემთხვა ისიც, რომ ჩემ გარშემო ბევრ მეგობარს გაუჩნდა სურვილი ორიგინალურად და მოულოდნელად ეთხოვა ხელი თავისი რჩეულისთვის. 4-5 წარმატებული ხელის თხოვნის ორგანიზება დამეხმარა იმაში, რომ ჩემი რჩეულისთვისაც მომეწყო სიურპრიზი. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს მარტივ პროცესად ჩანდეს; პირადად მე ამის დაგეგმვა რამდენიმე თვით ადრე დავიწყე, 50-ზე მეტი ადამიანი ისე ჩავრთე, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო და, საბოლოოდ, ის მოულოდნელობის ეფექტი და ემოცია მივიღე, რამაც ჩვენთვის განუმეორებელი დღე შექმნა. სწორედ ამის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, მე და უკვე ჩემს ცოლს, რომ ჩვენი და ჩვენი მეგობრების გამოცდილება და ივენთ მენეჯმენტის რესურსი შეგვეძლო გამოგვეყენებინა ამ მოვლენის პროფესიონალურ მომსახურებად ქცევაში, რაზეც დღეს მოთხოვნა აშკარად იმატებს".
კომპანიაში აცხადებენ, რომ უშუალოდ ხელის თხოვნის დაგეგმვის და განხორციელების პროცესი მეტად საინტერესო და შრომატევადია, რაშიც აუცილებელია, თავად მომხმარებელიც აქტიურად ჩაერთოს, რადგან მხოლოდ მომხმარებლის მიერ მოწოდებული განსაკუთრებული ინფორმაცია ხდის ხელის თხოვნას გამორჩეულს. ამისათვის მომხმარებელმა დეტალურად უნდა შეავსოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი.
"ჩვენ არ გვაქვს წინასწარ გამზადებული პაკეტები ან სცენარები. ხელის თხოვნის იდეასაც ვაგებთ ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რასაც ჩვენი მომხმარებელი გვაწვდის", — აღნიშნავენ კომპანიაში, — "ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს, თუ რა ინტერესები და სურვილები აქვს მის რჩეულს, გამორჩეული მოგონება, ემოცია და სხვა. ამას ემატება სწორად შერჩეული ლოკაცია, ორგანიზებაში ჩართული წყვილის მეგობრები და ახლობლები, განხორციელების გეგმა, მოულოდნელობის ეფექტი, სხვა პატარა ემოციური დეტალები და გეგმაც მზად არის. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენს მომხმარებელს, შესაძლოა, საერთოდ არ უნდოდეს ჩვენი გამოჩენა და ლოგიკურიცაა, რადგან ეს დღე მისი დაუვიწყარი და პერსონალური მოგონება უნდა გახდეს, ჩვენ კი, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ტექნიკურ-შემოქმედებითი როლი გვაქვს. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, ჩვენი მომსახურება რჩება ანონიმური".
ხელის თხოვნის ახალი და სასიამოვნო ტრადიციის დამკვიდრება თავისთავად კარგი მოვლენაა, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ წყვილს საჯაროობა არ უნდა, ან თუნდაც უარის მიღების ეშინია?
"ბუნებრივია, ჩვენი მომსახურების ღირებულება სხვისი თვალით დანახული ხელის თხოვნით არ განისაზღვრება და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არამარტო წყვილის ბედნიერება, არამედ იმ ადამიანში ბედნიერი ემოციის გამოწვევაა, ვისაც ხელს სთხოვენ", — ამბობენ კომპანიაში, — "აქედან გამომდინარე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ხელის თხოვნა იყოს საჯარო; პირიქით, მთავარი აქ მხოლოდ წყვილისთვის ისეთი დაუვიწყარი მოგონების შექმნაა, რომელსაც ვერ იღებენ თუნდაც საკუთარ ქორწილში. შესაძლოა, ზოგისთვის ეს საკამათოა, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ქორწილის დაგეგმვისას ხშირად გიწევს ოჯახის, მეგობრების, ტრადიციების და სხვა ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, რაც რეალურად კომპრომისს მოიცავს. რაც შეეხება ხელის თხოვნას, ეს დღე კომპრომისებისგან სრულიად თავისუფალია და მხოლოდ წყვილის პერსონალური დაუვიწყარი მოგონებაა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები