თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბიუთი ბარმა ბიზნესი გააფართოვა
ფოტო: თიბისი
21-ე საუკუნეში თავის მოვლა დიდ თანხასთან და ძალისხმევასთან აღარ არის დაკავშირებული. ამას თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომობა განაპირობებს. "ყველა იმსახურებს სილამაზეს" - ეს ბიუთი ბარის, 2019 წელს დაარსებული თავის მოვლის საშუალებების ქართული კომპანიის სლოგანია, რომელიც კომპანიის მიდგომას სრულყოფილად გამოხატავს. "ძალიან მინდოდა, რომ სლოგანი ეფექტური ყოფილიყო და ჩვენი კონცეფციაც მკაფიო გაეხადა, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ბექა ყულიაშვილი, – სლოგანის ქვეტექსტი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ბიზნესი ნებისმიერზეა მორგებული – ყველა ასაკის, სქესის, ფინანსური შესაძლებლობისა და გემოვნების ადამიანზე".
თავდაპირველად ბიუთი ბარი აზიურ პროდუქციას აწვდიდა მომხმარებელს – ჩინურ, კორეულ და ტაილანდურ კანის მოვლის საშუალებებს, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ კორეული კოსმეტიკის ხაზის გაძლიერება გადაწყდა. კორეულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა და კორეული სილამაზე, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ხსნის, უახლესი ტრენდია. ამას სამი მიზეზი განაპირობებს: კორეელების გარეგნობა – ლამის განურჩევლად ყველა კორეელის ახალგაზრდული, ჯანსაღი კანი, რაც ადგილობრივი კანის მოვლის საშუალებების დამსახურებაა, პროდუქციის ხარისხით ევროპულ ბრენდებთან კონკურენციის უნარი და ევროპაში ნაკლებად ცნობილი მცენარეული თუ ცხოველური ინგრედიენტები (მაგალითად, აზიური ცენტელა ან ლოკოკინა), რომლებიც კორეულ კოსმეტიკას გამორჩეულს ხდის.
"ჩვენთან არის მხოლოდ სახის და თმის მოვლა. ერთჯერადი ნიღბებიდან დაწყებული პრემიუმ ხაზით დამთავრებული. კორეელებს აქვთ ზოგადი რუტინა, რომელიც ათი საფეხურისგან შედგება. ჩვენ ვასწავლით მომხმარებლებს, რა თანმიმდევრობით და როგორ გამოიყენონ პროდუქცია, რა პროდუქტს რა დანიშნულება აქვს და რომელ შემთხვევაშია უმჯობესი მისი ხმარება".
მართალია, კომპანია კორეული კოსმეტიკის ქართულ ბაზარზე შემოტანის პიონერი არაა, მაგრამ სახისა და თმის მოვლის კორეული საშუალებების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ ბიუთი ბარშია. აქ მისულ მომხმარებელს, შეუძლია დასვენება, ყავის მირთმევა და, რაც მთავარია, კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.
პანდემიამდე კომპანია მხოლოდ ფეისბუქის მეშვეობით ყიდდა პროდუქციას, პანდემიამ კი ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თიბისი ბიზნესისა და VISA-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის დაწყებაში მხარდაჭერას ითვალისწინებდა.
"პანდემიამ მოთხოვნა გაზარდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ოპერაციების გამარტივება, რადგან ფეისბუქზე შეკვეთა და კითხვა-პასუხი დიდ დროს მოითხოვდა. თავიდან სხვდასხვა მზა პლატფორმები ვცადეთ, თუმცა მალევე b2c-ს რეკლამას წავაწყდით. იდეა მოგვეწონა, მითუმეტეს, ჩვენგან ეს ხარჯს არ მოითხოვდა და მოტივაციაც მოგვემატა. რამდენიმე დღეში დამიკავშირდა b2c-ის წარმომადგენელი. ორ ღამეში უკვე ავაწყვეთ საიტი. თიბისის სერვისში ოცდაათი პროდუქტის დასურათებაც შედიოდა და ესეც ძალიან წაგვადგა"
გამართულმა პლატფორმამ და გაზრდილმა ონლაინ ვაჭრობამ ბიზნესის განვითარებას საგრძნობლად შეუწყო ხელი – სულ მალე ბიუთი ბარი უკვე მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს.
"თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან ნათელი გახდა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდებოდა. ონლაინ მაღაზიის შექმნის მიზანი პროცესების ავტომატიზაცია და მომხმარებლისთვის პროდუქტის ონლაინ ყიდვის გაიოლება იყო, რაც წარმატებით განახორციელა ბევრმა კომპანიამ. ახალი პლატფორმის მეშვეობით საგრძნობლად იზოგება ადამიანური რესურსი და დრო", — ამბობს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.
პროექტი "შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია" თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები