ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა იმუნური სისტემის სტიმულირებით თოდუას კლინიკაში
ფოტო: თოდუას კლინიკა
იმუნური სისტემა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ის ერთგვარი დამცავი ბარიერია, რომელიც ადამიანს დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედებისგან იცავს.
იმუნოთერაპია კიბოსთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდად ითვლება, თუმცა იმუნური სისტემის სტიმულაცია ავთვისებიანი სიმსივნის დასამარცხებლად ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე 2 600 წლით ადრე არსებობდა. მაგალითად, ეგვიპტელი ექიმი იმჰოტეპი სიმსივნურ წარმონაქმებს გამიზნულად აინფიცირებდა, იწყებოდა ანთებითი პროცესი, რაც სიმსივნის ზრდის შეჩერებას და ხშირად გაქრობასაც იწვევდა.
ეს მეთოდი XVIII-XIX საუკუნეშიც აქტიურად გამოიყენებოდა — ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმები ქირურგიულ ჭრილობას შეგნებულად არ ხურავდნენ, შეჭრილ ინფექციასთან ბრძოლას კი იმუნური სისტემა იწყებდა, რის შედეგადაც, ხშირად, სიმსივნური უჯრედებიც ნადგურდებოდნენ.
თანამედროვე იმუნოთერაპიის ფუძემდებლად ამერიკელი ონკოქირურგი, უილიამ კოლი ითვლება, რომელმაც ამ საკითხზე პირველი ნაშრომი ჯერ კიდევ 1891 წელს გამოაქვეყნა. უილიამ კოლმა ბაქტერიების ნაზავისგან კოლის ტოქსინი შექმნა, რისი საშუალებითაც სიმსივნურ ქსოვილებს ასნებოვნებდა და ანთებით პროცესს იწვევდა, იმუნური სისტემის გააქტიურების შემდეგ კი კიბოს რეგრესია იწყებოდა. ამ მეთოდით, მიუხედავად ბევრი გვერდითი მოვლენისა, უამრავი ადამიანი იკურნებოდა. თუმცა, იმავე პერიოდში ქიმიო და სხივური თერაპიის განვითარებამ იმუნოთერაპიული მიდგომა თითქოს დაჩრდილა.
დღეს იმუნოთერაპიის მეთოდები საკმაოდ დაიხვეწა და განვითარდა. ამ საკითხზე დაწვრილებით ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი, მაკა აბულაძე გვესაუბრა.
— რა არის იმუნოთერაპია და როგორ ხდება იმუნოპრეპარატებით ორგანიზმის იმუნური სისტემის კიბოს უჯრედებთან ბრძოლაზე მიმართვა?
თანამედროვე იმუნოთერაპია — მკურნალობის ინოვაციური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება, რის შედეგადაც, იმუნური სისტემა უკეთ ამოიცნობს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს.
ციტოტოქსიური T ლიმფოციტი, ჩვენი იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია კიბოსთან ბრძოლაში. მას სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლია. ამ უნარის მიუხედავად, ხშირად ლიმფოციტი სიმსივნურ უჯრედს ვერ ცნობს და სიმსივნე არსებობას აგრძელებს. მიზეზების ძიება, თუ რატომ ხდება ასე — მეცნიერების უწყვეტი კვლევის სფეროა.
2018 წელს, სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მეცნიერებს, ჯეიმს ელისონს და ტასუკუ ჰონძიოს გადაეცათ. მათ მიერ შემუშავებულმა იმუნურმა საკონტროლო წერტილოვანმა თერაპიამ (Immune checkpoint therapy) ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში ახალი სიტყვა თქვა.
ტასუკუ ჰონძიომ იმუნური სისტემის უჯრედის — Т-ლიმფოციტის ზედაპირზე — აღმოაჩინა ცილა PD-1, ხოლო სიმსივნურ უჯრედზე მისი მოკავშირე ცილა — PD-L1 . ამ ორი ცილის ურთიერთშეკავშირება თრგუნავს იმუნური სისტემის პასუხს და სიმსივნურ უჯრედს ზრდისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით, შეიქმნა სამკურნალო პრეპარატები (საკონტროლო წერტილოვანი თერაპია). ეს მედიკამენტები PD-1-სა და PD L1-ის კავშირს ბლოკავენ და ადამიანის იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევენ სიმსივნის წინააღმდეგ იბრძოლოს.
მკურნალობის ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, იმუნოთერაპიის მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ ყველაზე წარმატებული მეთოდია. სხვა გავრცელებული საშუალებებიდან ზოგიერთი ეძებს და ანადგურებს იმ მექანიზმებს, რომლებიც T უჯრედების აქტივობას ამცირებენ, ზოგი კი იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს.
— იმუნოთერაპიის რა მეთოდს იყენებთ თოდუას კლინიკაში და როგორია გამოჯანმრთელების სტატისტიკა?
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში იმუნოთერაპიისთვის ჩექ ფოინთების ინჰიბიტორებს ვიყენებთ, რომლებიც იმუნურ სისტემის T უჯრედებს ააქტიურებენ, ორგანიზმს სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და დამარცხებაში ეხმარებიან. მრავალი იმუნოთერაპიული პრეპარატი დღეს აქტიური კვლევისა და შესწავლის ფაზაშია სხვადასხვა სიმსივნეების მიმართულებით. იმუნოთერაპია ძირითადად გამოიყენება დაავადების შორეული გავრცელების დროს, ამიტომ გამოჯანმრთელებაზე მეტად ჩვენი მიზანი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც ხშირად მიღწევადია.
— რა შემთხვევებში ნიშნავთ იმუნოთერაპიას და არის თუ არა მხოლოდ იმუნოპრეპარატებით მკურნალობა ეფექტური?
იმუნოთერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია ფილტვის, შარდის ბუშტის, მელანომას, ღვიძლის, ძუძუს, მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს მიმართულება დღეს ონკოლოგიაში ყველაზე აქტიურად შესწავლადია, კვლევები გრძელდება და ეს ჩამონათვალი მომავალში აუცილებლად გაიზრდება.
აღნიშნული მედიკამენტები შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის, ასევე, კომბინირებული სახით მკურნალობის სხვა მეთოდებთან, ძირითადად ქიმიოთერაპიასთან ერთად.
— რამდენად განვითარებული და ხელმისაწვდომია იმუნოთერაპია საქართველოში?
საქართველოში იმუნოთერაპიის თითქმის ყველა პრეპარატი ფიზიკურად ხელმისაწვდომია, მოთხოვნა და საჭიროებაც ძალიან დიდია.
— რა გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს ონკოპაციენტებისთვის იმუნოთერაპიას?
ონკოპაციენტებში იმუნოთერაპიის გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, სისუსტე, იშვიათად ღებინება, ტემპერატურის მატება და ტკივილი. ამის მიუხედავად, უმეტესწილად, პაციენტების მკურნალობა გაურთულებლად მიმდინარეობს და გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.
იმუნოთერაპიის გამოყენება არ შეიძლება:
- ორსულობის დროს;
- გარკვეული ასაკის ჯგუფებში;
- არაკონტროლირებადი ასთმის დროს;
- აუტოიმუნური დაავადებების დროს;
- არაკონტროლირებადი გვერდითი მოვლენების დროს;
- ალერგიული რეაქციების დროს, თუმცა ეს პაციენტების მხოლოდ 1%-ში გვხვდება.
— ექიმის რა ინტენსივობის ზედამხედველობას საჭიროებენ პაციენტები და რამდენად ხანგრძლივია ამ მეთოდით მკურნალობის პროცესი?
თოდუას კლინიკაში ონკოპაციენტების ზედამხედველობა განუწყვეტელია. ექიმმა ყოველთვის უნდა იცოდეს პაციენტის მდგომარეობა. მკურნალობის პროცესი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა წამალზე გვაქვს საუბარი და როგორ რეგულირდება მისი მიღების სიხშირე. რადგან იმუნურ სისტემას ვააქტიურებთ, იზრდება შანსი, რომ აუტოიმუნური გამოვლინებები დაფიქსირდეს და ამას საკმაოდ დიდი ყურადღებით ვაკონტროლებთ. ძირითადად, ვიზიტს თვეში ერთი-ორჯერ ვნიშნავთ, დანარჩენ პერიოდში კი პაციენტი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები